მებაღეებო, შეჩერდით! 15 გამოუსწორებელი შეცდომა მცენარის დარგვისას

22668

დარგვის სეზონი გაჩაღებულია. იმისათვის, რომ ბაღმა და ნაკვეთმა მოსავლით გაგახარონ, მცენარის დარგვისას აბსოლუტურად ყველა ნიუანსი, მათ შორის, თითოეული კულტურის თავისებურება, უნდა გაითვალისწინოთ.

როგორ დავრგოთ მცენარეები

ჩვენ დღეს შეგახსენებთ ყველაზე ხშირ შეცდომებს, რომელსაც მცენარის დარგვის დროს უშვებენ დამწყები მებაღეები. ეს ჩვენს მკითხველს დაეხმარება შესაშური მოსავლის მიღებაში.

1. არ იცავენ დარგვისთვის ოპტიმალურ ვადებს

მდიდარი მოსავალი – შემთხვევითობა კი არა, მიწათმოქმედის დაუღალავი შრომის ნაყოფია. ამიტომ, მცენარის დარგვამდე უამრავი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.

მნიშვნელობა აქვს ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურას, ტენიანობას, განათებას, დღის ნათელი მონაკვეთის ხანგრძლივობასა და მთვარის ფაზებსაც კი. რაიონისა და დასარგავი მასალის მიხედვით განსხვავდება ვადებიც. აუცილებელია ამ ვადების გამოთვლა და მორგება თითოეულ სახეობაზე.

2. არასწორად ამზადებენ დასარგავ თხრილს

თხრილი აუცილებლად უნდა მომზადდეს დარგვამდე 2-3 კვირით ადრე. საგაზაფხულო დარგვისთვის კი თხრილის გაკეთება უმჯობესია შემოდგომაზე. დახურული ფესვთა სისტემის მქონე ნერგებისთვის მის ბოლქვზე 30 სმ-თი განიერ თხრილს ამზადებენ.

ბუჩქებისთვის, როგორც წესი, 40სმ-იანი თხრილი კეთდება. თხრილის სიღრმე კი ბოლქვის სიმაღლეს უნდა შეესაბამებოდეს. ფსკერზე დაიყრება 10-25 სმ სისქის სარგავი მასა და იტკეპნება, თუ ნიადაგი თიხიანია, თხრილი უფრო ფართო უნდა იყოს. თუ ნაკვეთზე ქვიშაა, თხრილი ცოტათი ვიწრო და ღრმაა.

3. უგულებელყოფენ შენობებს

ნაკვეთზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა და დიდი რაოდენობით სამშენებლო ნაგავია დაგროვილი, უნდა გაითხაროს არანაკლებ 150×100 სმ ორმო ნიადაგის სრული ჩანაცვლებით.

4. ურევენ ნიადაგის ფენებს

დასარგავი თხრილის მომზადებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა ზედა, ნაყოფიერი ფენის ქვედა, ნაკლებადნაყოფიერ ფენასთან არევა. ფესვებზე მისაყრელად გამოსადეგია მხოლოდ ზედა ფენა.

5. დასარგავ ორმოში გამოუცდელი მებაღეები ყრიან ახალ ნაკელს, რომელიც წვავს მცენარის ფესვებს. დარგვისას მხოლოდ გადამწიფებული ნაკელი უნდა გამოიყენოთ.

6. არ აკეთებენ დრენაჟს

მძიმე, თიხიან, ძალიან ტენიან ნიადაგში ბევრს ავიწყდება აუცილებელი დრენაჟი ქვიშისა და კენჭებისგან.

7. არ ათვალიერებენ ფესვთა სისტემას

ყურადღებით დაათვალიერეთ ფესვები, მოაჭერით დამბალი, მოტეხილი, გაფუჭებული ფესვები, შეამოწმეთ ფესვის კიბოზეც. ასეთი ნერგები არ უნდა დარგოთ.

8. არასწორად საზღვრავენ ფესვის ყელის მდებარეობას

ხშირად, დამწყები მებაღეები, რომლებსაც ნაკვეთზე ხეხილის დარგვა სურთ, უჩივიან ნერგების ცუდ ამტანობას. ამის ძირითადი მიზეზი, ჩვეულებრივ, არასწორი და ზედმეტად ღრმა ჩარგვაა.

ნაყოფიერი კულტურის უმრავლესობისთვის, სპეციალისტები გვირჩევენ ორიენტაციისთვის ფესვის ყელის განსაზღვრას და მის ისე ჩარგვას, რომ იგი მიწის ზედაპირის დონეზე ან ოდნავ მაღლა აღმოჩნდეს.

9. უგულებელყოფენ მცენარის გაკრეჭის აუცილებლობას

სუსტი და მოტეხილი რტოები მცენარეს დარგვამდე უნდა გააცალოთ. მაგალითად, ვარდს 3-4 ძლიერ რტოს უტოვებენ თითოზე 2-4 კვირტით.

10. ეზარებათ თიხის სავლების მომზადება

ასეთი სავლები ზრდის მცენარის ამტანობას. მის მოსამზადებლად აიღეთ თიხა, 10ლ წყალი, 1 აბი ჰეტეროაუქსინი და 1 კგ მოუმწიფებელი ნაკელი. მიღებულ მასაში ჩაალბეთ ფესვები, 30 წუთში კი გამომშრალი მცენარე ჩარგეთ დატენიანებულ თხრილში.

11. ავიწყდებათ მორწყვა დარგვამდე

აუცილებელია მომზადებული თხრილის მორწყვა მასში მცენარის ჩარგვამდე.

12. არ ინარჩუნებენ ბოლქვებს

დახურული ფესვთა სისტემის მქონე მცენარის დარგვისას ეს ხშირად ხდება, თუ მცენარე არ მოირწყო ჭურჭლიდან ამოღებამდე.

13. ავიწყდებათ საყრდენისა და სამაგრის შესახებ

ქარიან ადგილებში დარგულ მცენარეს აუცილებლად სჭირდება საყრდენი, რომელზეც მიმაგრებული ექნება მთავარი ღერო.

14. არ იყენებენ ნაფოთსა და ნახერხს

დარგული მცენარის ირგვლივ ნიადაგი უნდა გაამკვრივოთ, მორწყოთ, დაუმატოთ ნახერხი, ტორტი ან ფერფლი, რათა თავიდან აიცილოთ სარეველები და შეამციროთ სითხის აორთქლება.

15. დარგვის შემდეგ ნერგებს ივიწყებენ

დარგვის შემდეგ ბევრს ავიწყდება ნერგების დამალვა ზამთარში(სუსხისგან დასაცავად). მნიშვნელოვანია ნერგების ჭარბად მორწყვა ზამთრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზაფხულს, როცა მზე გამოანათებს, ფესვები ვერ შეძლებს გაყინული ნიადაგიდან სითხის ამოწოვას და მცენარე დაიღუპება.

თქვენ როგორ ემზადებით დარგვის პროცესისთვის? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს