ორქიდეის გადარგვა ყვავილობის დროს(ნუ შეგეშინდებათ, ყველა ყვავილს შეინარჩუნებს)

3665

ორქიდეა – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილია ოთახის მცენარეების მოყვარულთათვის. მას დიდი, ფერადი ყვავილები აქვს, რომლებსაც 6 თვემდე ინარჩუნებს. ასეთი ხანგრძლივობის უწყვეტი ყვავილობით სხვა ყვავილები ნამდვილად ვერ დაიტრაბახებენ.

ორქიდეა პერიოდულად აუცილებლად უნდა გადაირგოს ახალ ნიადაგში. სწორედ მისგან იღებს ყვავილი ძალებსა და სასარგებლო ნივთიერებების ზრდისა და ყვავილობისთვის.

ჩვეულებრივი ნიადაგი ამ მცენარეს არ უხდება, რადგან იგი ტროპიკული სარტყლიდან მოვიდა ჩვენთან და საჭიროებს თავისი ბუნებრივი არეალის მსგავს პირობებს: ქერქს, ხავსს, ხის ნახშირს, ტორფსა და გვიმრის ფესვებს.

ყველა ამ კომპონენტს შეიცავს სუბსტრატი, რომელსაც ყვავილების მაღაზიაში ყიდიან. იგი არ ეკრობა ფესვებს, იწოვს ტენს და ატარებს ჰაერს.

ორქიდეას გადარგვა უმჯობესია მისი ყვავილობის დასრულების შემდეგ. თუმცა, თუ ასეთი მომენტი ვერ იგდეთ ხელთ, ნუ იდარდებთ. ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა გადარგოთ ორქიდეა სწორად ყვავილობის პერიოდში.

ორქიდეას გადარგვა

1. მოამზადეთ იმაზე ცოტათი უფრო დიდი ქოთანი, ვიდრე მანამდე. აუცილებლად გამჭვირვალე, რათა ხედავდეთ ორქიდეას ფესვების მდგომარეობას და მათში მზის სხივებიც აღწევდნენ.

უმჯობესია პლასტმასის, მსუბუქი ქოთნის აღება სადრენაჟო ხვრელებით, რათა მორწყვის შემდეგ წყალი ნიადაგში არ გაჩერდეს.

2. დაიჭირეთ ორქიდეა ძირებით და გადმოაბრუნეთ ძველი ქოთანი, გადმოყარეთ მისი შიგთავსი. გაათავისუფლეთ თითოეული ფესვი სუბსტრატისგან. შემდეგ დაათვალიერეთ ფესვები. მოჭერით მაკრატლით გამხმარი, გაუწყლოვებული ფესვები.

3. შემდეგ ფესვები ოთახის ტემპერატურის წყლისა და მარგანცოვკის ხსნარით უნდა გარეცხოთ. მოჭრილი ადგილები კი უნდა დაამუშავოთ. ამისთვის გამოიყენეთ აქტივირებული ნახშირი, ნივრის ხსნარი ან ანტისეპტიკი, რომელიც არ შეიცავს სპირტს.

4. გააცალეთ ძველი, მშრალი ფოთლები და ისინიც, რომელიც ფესვებმა დააზიანა. შემდეგ მოაშორეთ გამომშრალი კვირტები და ყვავილებიც ისე, რომ 1 სმ სიგრძის ღერო დაუტოვოთ. მოჭრის ყველა ადგილი დაამუშავეთ იგივე საშუალებით.

5. შემდეგ გააშრეთ ორქიდეა: უბრალოდ დატოვეთ 2-3 საათით ჰაერზე. ყვავილში არც ერთი წვეთი წყალი არ უნდა დარჩეს, ხოლო ფესვები ცოტათი უნდა გაშრეს და შეიწოვოს ის, რითიც დაამუშავეთ.

6. ახალი ქოთნის ფსკერზე მოათავსეთ სუბსტრატის ახალი ფენა 1.5 სმ სისქით. ცენტრში დადგით ორქიდეა. ასევე, ცენტრში დაამგარეთ საყრდენი, რომელსაც ღეროები მიემაგრება. მაშინვე მიამაგრეთ საყრდენს ღეროები. შემდეგ გაავსეთ დარჩენილი სივრცე ქოთანში სუბსტრატით.

7. ორქიდეას მორწყვა გადარგვის შემდეგ: მოათავსეთ ქოთანი აბაზანაში, მორწყეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. გააჩერეთ 15 წუთით, რათა წყალი მაშინვე ჩაიწუროს დაბლა.

შემდეგ დადგით ორქიდეა ოდნავ ბნელ ადგილას. ორ დღეში გადადგით იგი ჩვეულებრივ ადგილას, ოღონდ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არა. თუ ორქიდეას სწორად გადარგავთ, მცენარე გააგრძელებს ყვავილობას, შესაძლოა, უფრო ინტენსიურადაც კი.

თქვენ როგორ უვლით ორქიდეას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს