მეთოდი წინაპრებისგან: გაზაფხული – დრო ნაყოფიერი ხეების დასამყნობად

2572

როგორც კი ბუნება იწყებს გამოღვიძებას ზამთრის ძილის შემდეგ, ბაღში უამრავი საქმე ჩნდება. ნაყოფიერი ხეებისა და ბუჩქების საგაზაფხულო დამუშავება მოიცავს შეწამლვას, შეთეთრებას საჭიროების შემთხვევაში, ზრდასრული ხეების დამყნობას.

ნაყოფიერი ხეების საგაზაფხულო დამუშავება

ხანდახან, ნაკვეთზე დარგული ხე საერთოდ არ გვახარებს თავისი ნაყოფის გემოთი, დამწიფების ვადით ან მოსავლიანობით… ამასთან, აუცილებელი არაა მათი მოჭრა, ახალგაზრდა ნერგის შეძენა და 5-6 წელი მოცდა გაზრდამდე.

საკმარისია, იშოვოთ ნაყოფიერი ხის რტო, ამის შემდეგ კი ყველაფერი ტექნიკას მიანდეთ.

კალამი ძალიან სწრაფად იზრდება და უფრო სწრაფად იძლევა მოსავალს, ვიდრე ახალი ნერგები. ასეთი ოპერაცია საშუალებას გაძლევთ თქვენი ნაკვეთის გამრავალფეროვნებისა, რადგანაც ერთ ხეზე ერთბაშად რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ნორჩის დამყნობა შეგიძლიათ.

დამყნობა ქერქზე

გინდათ ნაყოფიერი ხეების დამყნობა ისწავლო? მაშინ ყველაზე მარტივი მეთოდით, ქერქზე დამყნობით უნდა დაიწყოთ. ეს ოპერაცია სრულდება მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის დასაწყისამდე, არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს და, ხშირად, დამწყებებიც კარგად ართმევენ თავს.

დასამყნობად შეარჩიეთ 2-10 წლამდე ხეები. ხოლო რტო, რომელსაც ხეზე ამყნობთ, მოსავლიანი და შემოწმებული ხისგან უნდა აიღოთ.

დასამყნობ რტოებს გაზაფხულზევე ამზადებენ, პირველი ყინვების დადგომის შემდეგ. რტო უნდა მოაჭრათ ახლადამოსულ ტოტებს, ხის ჩრდილოეთი მხარიდან. მისი სიგრძე 20-30 სანტიმეტრია.

დაგჭირდებათ

  • კარგად გალესილი სპეციალური დანა
  • ბაღის საგოზავი
  • სეკატორი
  • შემოსახვევი მასალა(იზოლენტა)

1. დასაწყისისთვის მოამზადეთ დასამყნობი ხე. თუ მთელი ხის დამყნობა გსურთ, გადაჭერით უნაყოფო ხე მიწიდან 70-100 სმ-ზე, ხოლო თუ ცალკეული ტოტების დამყნობა გსურთ – გადაჭერით ისინი ძირითადი ღეროდან 20-40 სმ-ს დაშორებით. გაწმინდეთ გადანაჭერი ადგილი, რათა მიიღოთ გლუვი და თანასწორი ზედაპირი.

2. ჩაჭერით ქერქი ვერტიკალურად, ძალიან ფრთხილად, 4 სმ სიგრძეზე – მასში რტოებს ჩარგავთ. ბაღის დანით განაცალკევეთ ქერქი ხისგან. თუ ღეროს დიამეტრი საკმაოდ დიდია, შეგიძლიათ მასში რამდენიმე ნაპრალი გააკეთოთ და 2-4 რტო დაამყნოთ.

გამოიყენეთ მხოლოდ სპეციალური, სამყნობი დანა. მაგიდის, ჯიბის ან საომარი დანები ნამდვილად არ გამოგადგებათ, რამდენადაც ნაპრალი თავისებური უნდა იყოს. დანა გაწმინდეთ სპირტით, მუშაობის დაწყებამდე.

3. დანის ბლაგვი მხარით ფრთხილად მოაშორეთ ქერქი ხეს და გააკეთეთ “ჯიბეები” – მასში რტოები იდება.

4. დაჭერით რტოები 10-15 სმ სიგრძის სამყნობებად(თითოეულზე 2-3 კვირტი მაინც უნდა იყოს).

5. რტოს ქვედა მხარე გააშიშვლეთ 3-4 სმ-ზე.

6. ჩასვით რტო ქერქში ისე, რომ რტო რამდენიმე სანტიმეტრით ამოწვერილი იყოს ღეროდან.

7. მჭიდროდ გადაახვიეთ ლენტი ღეროს გარშემო, რათა ნაპრალი კარგად დაფიქსირდეს.

8. გადახერხვის ადგილებზე წაუსვით ბაღის საგოზავი, რათა ხე არ გახმეს.

არ შეურიოთ ერთ ხეზე სხვადასხვა სეზონის სახეობები. შეარჩიეთ დამწიფების ვადის მიხედვით. ასევე, არ დაამყნოთ ერთი ხე სამზე მეტი სახეობით – სამომავლოდ ნაყოფების სიმწიფის განსაზღვრა გაგიჭირდებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს