ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ხანდაზმული ადამიანებისთვის ბავშვებთან კომუნიკაცია ძალიან სასარგებლოა. ბავშვები დადებით ემოციებს იძლევიან, ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით ავსებენ. მეცნიერები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ბებია-ბაბუებმა შვილიშვილებთან მეტი დრო გაატარონ. თუმცა, ასეთი შესაძლებლობა ყველას არ აქვს. ბევრი ასაკოვანი ადამიანი თავშესაფარში ხვდება, სადაც ბავშვებთან ურთიერთობის გარეშე რჩებიან.
ამის შესაცვლელად საინტერესო ექსპერიმენტი მოიფიქრეს: მოხუცთა თავშესაფარი და საბავშვო ბაღი გააერთიანეს. და დღეს „ვივიენი“ გიამბობთ, თუ აქედან რა გამოვიდა.
უჩვეულო საბავშვო ბაღი
1976 წელს, ტოკიოს რაიონში, ედოგავაში კოტოენის ინტეგრირებული ცენტრი დააარსეს. ერთ შენობაში მოხუცთა თავშესაფარი და საბავშვო ბაღი მოათავსეს. ყველაფერი ჯანმრთელობის სამინისტროს და რაიონის ადმინისტრაციის ნებართვით განხორციელდა.
ამისთვის შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ინტერიერი შეიცვალა: კედლები უფრო მსუბუქი, რბილი და მოძრავი გააკეთეს, რომ ნებისმიერ დროს ინტერიერის შეცვლა შესაძლებელი ყოფილიყო.
ცენტრის პერსონალი ზრუნავს იმაზე, რომ შიგნით ფორმალობის გარეშე სახლის ატმოსფერო სუფევდეს. ექსპერიმენტმა მაშინვე გაამართლა. ბავშვები და მოხუცები ერთად თამაშობდნენ, ხატავდნენ და ხელსაქმით იყვნენ დაკავებულნი. მოხუცები ბედნიერები იყვნენ, რომ მათ ამდენ ყურადღებას უთმობდნენ. ბავშვების მშობლებს მოსწონდათ, რომ ბავშვები ამ გზით უფროს თაობასთან ურთიერთობას და მათ პატივისცემას სწავლობდნენ.
ეს ცენტრი ძალიან პოპულარული გახდა. 80 ადგილზე 100-ზე მეტი ბავშვს კონკურსის მეთოდით მოხვედრა სურდა. თუმცა ჩვეულებრივი ბაღები მხოლოდ 70%-ით იყო შევსებული. ასეთმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ საბავშვო ბაღებისა და მოხუცთა თავშესაფრის გაერთიანება შესანიშნავი იდეაა.
ედოგავაში ცენტრის გახსნიდან 20 წლის განმავლობაში მთელ იაპონიაში ასეთი კიდევ 16 შენობა გაიხსნა. დროთა განმავლობაში გამოცდილება სხვა ქვეყნებმაც გადაიღეს: ავსტრალია, სინგაპური. 1991 წელს მსგავსი პროგრამა აშშ-ში გაუშვეს. აქ ერთ შენობაში მოათავსეს საბავშვო ბაღი 125 ბავშვით და მოხუცთა თავშესაფარი, სადაც დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობდა.
რა თქმა უნდა, ბავშვები მოხუცებთან მუდმივად არ იმყოფებიან. ისინი დროებით მოჰყავთ. ერთად ისინი საუბრობენ, მღერიან, ხატავენ ან სადილს ამზადებენ – საერთოდ, დროს სასარგებლოდ ატარებენ. ეს ცენტრი მსგავსი შენობის ყველაზე ცნობილი მაგალითი გახდა. მის შესახებ დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღეს.
„ბავშვების ოთახში შესვლამდე, მოხუცები ნახევრად ცოცხლებს ჰგვანან და ნახევრად სძინავთ. აი, როცა ბავშვები შემოდიან ხელოვნების, მუსიკის და ნებისმიერი სხვა გაკვეთილი იწყება და მოხუცები მოულოდნელად ცოცხლდებიან, მათგან წარმოუდგენელი ენერგია მოდის“ – ამბობს ფილმის რეჟისორი.
მსგავსი ინიციატივა დიდ ბრიტანეთშიც არსებობს. 1991 წელს ჯუდიტ იშ-ხოროვიცმა ადრეული განათლების ცენტრი უიმბლდონში გახსნა. მან აღნიშნა, რომ მისი მოსწავლეების ბევრი ოჯახი სხვადასხვა ქვეყნიდან და ქალაქიდან გადმოვიდა. თუმცა ყველა ოჯახი არ გადმოსულა და ბევრ ბავშვს ბებია და ბაბუა არ ჰყავდათ. 1997 წელს მან მოხუცთა თავშესაფარს მოელაპარაკა და დროდადრო მოსწავლეების ჯგუფის მოყვანა დაიწყო.
მოხუცებს დროის ასე გატარება ძალიან მოეწონათ და ბავშვების ხშირად მოყვანას ითხოვდნენ. მრავალი წლის განმავლობაში ცენტრის მოსწავლეები მოხუცებს ხშირად სტუმრობდნენ და მხოლოდ 2017 წელს ჯუდიტმა საბავშვო ბაღის და მოხუცთა თავშესაფრის გაერთიანება შეძლო. ახლა კი მისი შვილიშვილიც სწავლობს. როგორ არის მოწყობილი ცხოვრება საბავშვო ბაღში?
იქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნას. მათ, ვისაც მუდმივი ზრუნვა სჭირდებათ და დემენცია აწუხებთ ცალკე კუთხე აქვთ გამოყოფილი. საბავშვო ბაღსაც ცალკე შენობა აქვთ. თუ მოხუცებს განმარტოება ენდომებათ, ასეთი შესაძლებლობა ყოველთვის აქვთ. ეზოში ბაღი, მცირე ბოსტანი და საბავშვო მოედანია მოწყობილი.
მოხუცები და ბავშვები ერთად მცირე დროს ატარებენ. მოხუცები აქტიური ბავშვებისგან მალე იღლებიან და მათ დასვენება სჭირდებათ. მასწავლებლები მოხუცების და ბავშვების კომუნიკაციას აკონტროლებენ. საბავშვო ბაღის გრაფიკი განსაკუთრებულია: არსებობს გარკვეული დღეები და მონახულების საათები. ბავშვები და მოხუცები ყოველთვის ერთად არ არიან.
მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ მაშინაც კი, თუ საბავშვო ცენტრი და მოხუცთა თავშესაფარი ერთ შენობაში გაერთიანდება და საერთო ხელმძღვანელობას მიიღებენ, ისინი მაინც გაყოფილნი უნდა იყვნენ. ასე ურთიერთობა მაქსიმალურად კომფორტული და ძალდაუტანებელი იქნება.
ახლა ასეთი შენობები იშვიათობას არ წარმოადგენს. და გამოცდილება აჩვენებს, რომ ექსპერიმენტმა ყველა მოლოდინი გაამართლა. ბავშვები სიკეთეს, მოხუცების პატივისცემას და უფროს ადამიანებთან კომუნიკაციას სწავლობენ. ასეთი გამოცდილება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მოხუცებს კიდევ უფრო მეტი სარგებელი აქვთ. ბავშვებთან ურთიერთობის წყალობით ისინი მხიარულები და ბედნიერები ხდებიან. ბევრ ადამიანს, რომელთაც შვილიშვილების მოვლის ბედნიერება არ ჰქონდათ, ახლა სხვა ბავშვებს უვლიან. ეს მათ ცხოვრებას უხანგრძლივებთ და რაღაც კარგით ავსებთ.
როგორ ფიქრობთ, ჩვენ ასეთი ცენტრები გვჭირდება? მოხუცების და ბავშვების ურთიერთობა კარგ გავლენას ახდენს? გაგვიზიარეთ თქვენი ფიქრები კომენტარებში.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.