ბაბუას მეთოდი პომიდვრის მდიდარი მოსავლის მისაღებად: 5 ეშმაკური ხრიკი

55667

ძალიან მალე ბაღში აქტიური სამუშაო პროცესები დაიწყება. ცოტაც და სითბო ადამიანებს მიწის ნაკვეთების, სათბურების ან უბრალოდ ფანჯრის რაფაზე დადებული ქოთნებისკენ დაუძახებს, სადაც საყვარელ სანელებლებს, ბოსტნეულსა და ხილს დათესავენ.

დღეს „ვივიენი“ პომიდვრის ჩითილისთვის რამდენიმე მარტივ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მცენარეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს და საბოლოოდ დანაკარგის გარეშე კარგ მოსავალს მიიღებთ.

რა აკლია მცენარეებს

გარეგნული დათვალიერებით შეიძლება გაიგოთ, თუ რა აკლია მცენარეს. ნივთიერების დეფიციტის მთავარ ფაქტორებად ითვლება:

  1. გაყვითლებული ან გაცვეთილი ფოთლები, ასევე ზრდის შენელება – საჭიროა აზოტი;
  2. ფოთლები იასამნისფერი გახდა, ღერო თხელი, ხოლო განვითარება შეფერხებულია – ეს ფოსფოტის დეფიციტის მანიშნებელია;
  3. ფოთლების კიდეები გამომშრალია – ეს კალიუმის დეფიციტია;
  4. ფოთლებს ყვითელი ლაქები გაუჩნდათ – ეს მაგნიუმის დეფიციტია;
  5. ფოთლების დეფორმაცია და გაყვითლება – საჭიროა კალციუმი.

მნიშვნელოვანია, რომ ჩითილის დაავადების ნიშნები ჩვეულებრივ შიმშილობაში არ აგვერიოს, რომლისთვისაც დამახასიათებელია განვითარების შენელება, ფოჩოების გაყვითლება, დეფორმაცია და მკრთალი ფერი. ამ შემთხვევაში მცენარე საკმარისი რაოდენობით უნდა მორწყათ და ირგვლივ ტემპერატურა გაზარდოთ.

რას იძლევა დამატებითი კვება

მკვებავი ნივთიერებები ნერგებს ჯანმრთელობის და სიძლიერის შენარჩუნებაში ეხმარება, ასევე დაავადებების მიმართ მცენარე უფრო მდგრადი ხდება. დამატებითი კვება ბოსტნეულის ზრდასა და განვითარებას დადებით გავლენას ახდენს:

  • ძლიერი ფესვების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს;
  • ნიადაგში გადანერგვის პროცესს არბილებს;
  • ნერგების სწრაფ გაფესვიანებას ხელს უწყობს;
  • მცენარის ზოგად იმუნიტეტს ზრდის;
  • დაავადებების განვითარებისგან იცავს;
  • ნასკვის განვითარების პროცესს აჩქარებს;

რით გამოვკვებოთ პომიდორი

დიდი გამოცდილების მქონე მებოსტნეები ამბობენ, რომ სასუქის და დამატებითი კვების გარეშე ვერც ერთი ბოსტნეული ან ხილი ნორმალურად განვითარებას ვერ შეძლებს – მიწიდან ყველა აუცილებელი ნივთიერების მიღებას ვერ შეძლებს. ასეთი შემთხვევისთვის არსებობის დამატებითი კვება, რომლის შესახებ ახლა ვისაუბრებთ.

იოდი

იოდით დამატებითი საკვების მოსამზადებლად ვედრო 10 ლ წყლით აავსეთ და მას 10 წვეთი იოდი დაუმატეთ. თითოეული ნერგი კვირაში 1-2 -ჯერ მორწყეთ, თითოეულს 0,5 ლ ხსნარი დაასხით.

ნიორი

თუ მცენარე ოდნავ გაცვდა ან ხშირად ავადდება, იმუნიტეტის გაძლიერებას ნივრის სასუქით შეძლებთ. 5 კბილ ნიორს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 20 წუთით თბილ ადგილას გააჩერეთ. 1 ს/კ ხსნარი 1 ლ წყალში გახსენით და მცენარე კვირაში 2-ჯერ მორწყეთ.

საფუარი

პომიდვრის გამოსაკვებად საფუარი შესანიშნავად გამოგადგებათ. 3 ლ დამდგარ წყალში (ქლორის გარეშე) 10 გრ დაქუცმაცებული საფუარი და ნახევარი ჩ/კ შაქარი დაუმატეთ. ხსნარს მარლა დააფარეთ და სითბოში გააჩერეთ, ზოგჯერ აურიეთ. დუღილის პროცესის დასრულების შემდეგ საკვები მზად იქნება. 1 ჭიქა ნარევი 10 ლ წყალში გახსენით და პომიდორი თვეში ერთხელ (თითოეული ბუჩქი 1 ლ წყალი) მორწყეთ.

ნაჭუჭი

ქათმის კვერცხის ნაჭუჭი პომიდვრისთვის კალციუმის შესანიშნავი წყარო გახდება. დამატებითი საკვების მოსამზადებლად 3-4 კვერცხის ნაჭუჭი სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ, თბილი წყალი დაასხით და 2-3 დღე გააჩერეთ. ამ ხსნარით ჩითილები თვეში 2-ჯერ მორწყეთ.

ყავის ნალექი

ყავის ნალექის დამატებით ნიადაგი უფრო მყიფე და ბევრი სასარგებლო ნივთიერებით გაჯერებული გახდება. ნიადაგი აზორტით და ჟანგბადით გამდიდრდება, ხოლო მცენარე სწრაფად განვითარდება და გაიზრდება.

თითოეული დამატებითი საკვები მცენარის ნივთიერების დეფიციტს შეავსებს და ახალგაზრდა ნერგს სრულყოფილ მცენარედ ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს