სრული სია თუ რა არ უნდა გააკეთონ მშობლებმა შვილების თვალწინ: ბავშვი საკუთარ საწოლში ძილს უნდა მიაჩვიოთ.

1442

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან, მშობლები კი ვერ ამჩნევენ, თუ დრო როგორ სწრაფად გარბის და პატარას სწორად აღზრდის შანსს ხელიდან უშვებენ. ზოგჯერ ეს დაუდევრობის, ზოგჯერ კი დროის ნაკლებობის გამო ხდება. თუმცა შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა: ბავშვები უფროსებს არ აფასებენ და მათ აზრს არ ითვალისწინებენ.

ბავშვის აღზრდა ადვილი ამოცანა არა, ეს ნამდვილი ხელოვნებაა. საკუთარ ქცევაში მცირე დაუდევრობაზე უყურადღებობამ შეიძლება ბავშვის ფსიქიკა დააზიანოს და მომავალი გაუფუჭოს. ბავშვზე ყველა ძლიერ გავლენას მშობლები ახდენენ, შემდეგ კი მეგობრები, ნათესავები და ახლობლები.

მშობლების ბავშვებზე გავლენა

ალბათ არავინ იკამათებს იმაზე, რომ ბავშვის აღზრდაში მნიშვნელოვან როლს მშობლების გავლენა ახდენს, რაც პატარას ფსიქიკაზე აისახება. მშობლები ბავშვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, რადგან მათზე უფრო ახლობელი არავინ ჰყავთ და ამიტომ სურთ თუ არა მშობლები მათთვის მისაბაძი მაგალითი ხდება.

კარგი მშობლის რამდენიმე დაუწერელი წესი არსებობს, რომელიც ბედნიერი და ღირსეული ადამიანის აღზრდაში დაგეხმარებათ.

ბავშვი თქვენს საწოლში არ დააწვინოთ

„ის ისეთი საყვარელი ბუთხუზაა, რომ ყოველთვის ჩახუტება მოგინდება“ – ასეთი ფრაზებისგან თავი შეიკავეთ. მაშინაც კი, თუ ბავშვი თქვენთან ერთად იძინებს და ტირილს წყვეტს, შემდეგ კვლავ მის საწოლში დააბრუნეთ. ეს შეგიძლიათ თანდათანობით გააკეთოთ: ჯერ საბავშვო ლოგინი თქვენს გვერდით დადგით. როცა ბავშვი მიეჩვევა, ლოგინი მის ოთახში გაიტანეთ. ეს ოთხ წლამდე უნდა გააკეთოთ.

ბავშვს პირადი სივრცე უნდა ჰქონდეს, ასე დამოუკიდებელ ცხოვრებას მიეჩვევა.

არ მოატყუოთ

ბავშვისგან ყოველთვის სიმართლის თქმის მოთხოვნა ნამდვილი თვალთმაქცობაა, მით უმეტეს, როცა ხედავს, რომ თავად იტყუებით. ასეთ შემთვევაში ბავშვის გულწრფელობის იმედი არ უნდა გქონდეთ. პირველ რიგში, საკუთარი თავით დაიწყეთ.

უსაფრთხოების წესები არ დაარღვიოთ

ნამდვილი დანაშაულია წითელ ფერის შუქნიშანზე ბავშვთან ერთად ქუჩის გადაკვეთა. როგორღაც დავინახე, რომ დედა პირდაპირ მანქანებს შორის ქუჩაში გადადიოდა მაშინ, როცა ბავშვი მწვანე შუქნიშანს ელოდებოდა. ასეთი გაცნობიერების იმედი არ უნდა გქონდეთ, თუ ბავშვს მსგავს ქცევას არ მიაჩვევთ.

ბავშვის თვალწინ ნათესავები და ნაცნობები არ გააკრიტიკოთ

ბავშვმა თქვენს ნაცნობებს, მეგობრებს, ბებია-ბაბუას პატივისცემით რომ მოექცეს, არასდროს მოუყვეთ, თუ თავად მათზე რას ფიქრობთ. მაშინაც კი, თუ დედამთილთან კარგი ურთიერთობა არ გაქვთ, ბავშვის თვალწინ მხოლოდ მის დადებით მხარეზე უნდა ისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამთილთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაგირთულდებათ, ხოლო ბავშვი არც თქვენ და არც ბებიას არ დააფასებს.

პარტნიორთან ურთიერთობა ბავშვის თვალწინ არ გაარჩიოთ

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი მშობლების ქცევას საკუთარ ოჯახურ ცხოვრებაში იმეორებს. თუ დაინახავს რომ დედ-მამა მუდმივად კამათობს, ამას ნორმად მიიღებს. თუ ბავშვის ბედნიერება გსურთ, მაშინ ურთიერთობა მაშინ გაარჩიეთ, როცა ბავშვი სახლში არ იქნება.

ბავშვის თვალწინ მისი აღზრდის მეთოდები არ განიხილოთ

თუ ბავშვის აღზრდის თაობაზე კონფლიქტი გაქვთ, მის თვალწინ პარტნიორის ქცევის გაკრიტიკება არ დაიწყოთ. ბავშვი ძალიან სწრაფად სწავლობენ, თუ მას საბაბს მისცემთ, ის თქვენით მანიპულირებას დაიწყებს.

უხამსი სიტყვები არ წარმოთქვათ

თუ მომხდართან დაკავშირებით თქვენს დამოკიდებულებას უხამსი სიტყვების გარდა სხვა სიტყვებით ვერ გამოხატავთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და გაჩუმდით. დაე, ბავშვმა ჩუმ და გონივრულ ადამიანად ჩაგთვალოთ, როგორიც თქვენი მაგალითის წყალობით თავად გახდება, ვიდრე მეწაღის მსგავსად უხამსი სიტყვები წარმოთქვათ.

ზოგჯერ ბავშვებს ზოგიერთი სიტყვა ისე მოსწონთ, რომ მათ გამოყენებას ბაღებსა და სკოლებში იწყებენ. ასე რომ თქვენს ენას ყურადღება მიაქციეთ.

ეს მარტივი წესები დაიზეპირეთ და თქვენ ბედნიერი იქნებით. დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ქცევა ბავშვის ფსიქიკაზე და საქციელზე გავლენას ახდენს. ბავშვისგან არ უნდა მოითხოვოთ ის, რასაც თავად არ აკეთებთ – ეს როგორც მინიმუმ უსამართლობაა.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს