მე-19 საუკუნის საცირკო ხელოვნების ისტორია არის პერიოდი, როცა „მახინჯებისგან“ შემდგარი მოსიარულე მკვდრები განსაკუთრებით პოპულარულნი იყვნენ. ჯუჯები და გიგანტები, წვერიანი ქალები და კუდიანი მამაკაცები, სიამის ტყუპები და წარმოუდგენლად მოქნილი აკრობატები – ყველაფერი ეს აუდიტორიას მოძრავი ცირკის ფართო გუმბათის ქვეშ გამართული ღონისძიებისაკენ იზიდავდა.
თითქმის ყველაფერი ეს ჩვენ ვიხილეთ ბიოგრაფიულ ფილმში „დიდებული შოუმენი“, რომელიც ამერიკელი მეწარმის, ფინეასა ტეილორ ბარნუმას ცხოვრების შესახებ გვიამბობს. მისი ცირკის ერთ-ერთი მსახიობი ჩვენი დღევანდელი გმირი იყო.
ჩვენ, 21-ე საუკუნის ადამიანებს ყველა ეს პერსონაჟი არარეალურად და ზღაპრულად გვეჩვენება. თუმცა, როგორც მინიმუმ ერთი ასეთი „მახინჯი“ ნამდვილად არსებობდა და სრულად ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ეს არის ფრანჩესკო ლენტინი, რომელიც სამი ფეხით დაიბადა.
ბიჭი ოჯახში მე-12 ბავშვი იყო და 1889 წელს განუვითარებელი ძმა-პარაზიტით დაიბადა, რომლისგანაც მიიღო მესამე ფეხი, მეორე წყვილი სასქესო ორგანო და ფეხის 16 თითი. ექიმებმა ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვეს, რადგან ხერხემლის დაზიანების და ფრანჩესკოს პარალიზების დიდი რისკი იყო.
შედეგად მშობლებმა ასეთ სიმანხიჯეზე, რომლისთვის ოპერაციის გაკეთებაც კი არ შეიძლებოდა, უარი თქვეს. ფრანჩესკო ცოტა ხნით დეიდასთან აღმოჩნდა, მაგრამ მანაც ვერ გაუძლო: ბავშვი უპატრონო ბავშვთა სახლში დატოვა. თავიდან თავის გარეგნობას ვერ იტანდა. ზედმეტი კიდურები აღიზიანებდა და თავს მახინჯად თვლიდა.
დროთა განმავლობაში ბავშვთა სახლში თავის თანატოლებს ყურადღება მიაქცია. უმეტესობა სხეულის სხვადასხვა ნაწილების არ არსებობით იტანჯებოდა. სწორედ მაშინ ფრანჩესკომ საკუთარი თავი ისეთად მიიღო, როგორიც იყო. 8 წლის ასაკში ბიჭი სხვა თანატოლებთან ერთად აშშ-ში ემიგრაციაში წავიდა.
შტატებში ფრანჩესკომ სწრაფად ადაპტირება მოახდინა და ცირკში მოხვდა. მისი პოპულარულობა საფუარივით იზრდებოდა. აუდიტორიის ყველაზე საყვარელი ნომერი იყო, როცა ფრანჩესკო ორი ფეხით დადიოდა, მესამე ფეხით კი ბურთს ურტყამდა.
თუ კარიერის დასაწყისში მაყურებლებს მისი ყურება სიმახინჯის გამო მოსწონდათ და ცნობისმოყვარეობა კლავდათ, მოგვიანებით ბევრმა მასში შესანიშნავი იუმორის მქონე საინტერესო თანამოსაუბრე აღმოაჩინა. სწორედ ეს დააფასა მისმა მომავალმა მეუღლემ ტერეზა მიურეიმ, რომელმაც ფრანკს 4 ჯანმრთელი ბავშვი გაუჩინა.
ლენტინი სიცოცხლის ბოლომდე ცირკის სპექტაკლებში მონაწილეობდა. მან 77 წლამდე იცხოვრა. თანამშრომლები მას „მეფეს“ უწოდებდნენ და საცირკო ხელოვნების ისტორიაში სამუდამოდ შევიდა პირველ რიგში, როგორც შესანიშნავი მსახიობი, ღირსეული ადამიანი და საზოგადოების ღირსეული წევრი.