რამდენად ხშირად დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა ნამდვილი შუა საუკუნეების საზოგადოება? ალბათ, ასეთი ფიქრი ერთხელ მაინც ქონია ყველა იმ ადამიანს, ვინც შუა საუკუნეების ისტორიას იცნობს. პოპულარული ინგლისურენოვანი რესურსი Quora-ს მომხმარებლები დროში მოგზაურობის ექსპერიმენტებს აგრძელებენ. ამჟერად მათ წარსულის მოგზაურობა და შუა საუკუნეების ევროპის გახსენება გადაწყვიტეს და სცადეს, ეპოვათ პასუხი კითხვაზე, თუ ყველაზე მეტად რა გააოცებდათ.
– რა გამაოცებდა ყველაზე მეტად, შუა საუკუნეების ევროპაში რომ მოვხვედრილიყავი?
1. სტერეოტიპების განსხვავება ღატაკი და ბინძური მოსახლეობის შესახებ
ცხოვრება არც ისე საშინელი იყო, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ. მიჩვეული ვართ ვიფიქროთ შუა საუკუნეებზე, როგორც ბიძური დროზე, რომელიც სავსე იყო აბსოლუტური ანტისანიტარიით, თუმცა სინამდვილეში ასეთი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ქალაქის ზოგიერთ უბანში ასე იყო, მაგრამ განა ჩვენს დროში ასეთი არახელსაყრელი რაიონები არ არსებობს? შუა საუკუნეების ლონდონი თანამედროვეს არ ჰგავდა, თანამედროვე სამყაროში მისი მდგომარეობის გათვალისწინებით უფრო ბეირუთს მომაგონებდათ. მაშინ პლანეტის ყველაზე წარმატებულ და მდიდარ რეგიონებად ჩინეთი და ცენტრალური აზია ითვლებოდა.
გლეხების სხვადასხვა კლასი არსებობდა – ზოგიერთები სხვებზე უფრო უზრუნველყოფილი იყვნენ. ისინი საკუთარი თავისთვის მუშაობდნენ, ისე როგორც მუშაობს დღეს ხალხი. რა თქმა უნდა, დღევანდელისგან მათი პირობები განსხვავდებოდა.
თუ საკითხს მართლაც შეისწავლით, შეამჩნევთ, რომ სიმდიდრის განაწილება დღევანდელისგან დიდად არ განსხვავდებოდა, შეიძლება უფრო სამართლიანი განაწილებაც ჰქონდათ, რადგან დიდგვაროვნები გლეხებზე აშკარად დამოკიდებულნი იყვნენ. მაღალი შუა საუკუნეების პერიოდში (XI – XIV სს) ინგლისში ნამდვილად ძლიერი საშუალო კლასი არსებობდა.
ჩვენ გვჯერა მითის, რომ ჩვენი მდგომარეობა ახლა ბევრად უფრო უკეთესია და უფრო მეტად თავისუფლები ვართ. რა თქმა უნდა, თეორიულად ეკონომიკური კლასის მიხედვით წინსვლა შეგვიძლია, თუმცა პრაქტიკულად ადამიანები იმავე პოზიციებს იკავებენ, რომელთაც მისი მშობლები იკავებდნენ… ისე, როგორც მაშინ. ჩვენს დროში თავისუფლების შესახებ გავრცელებული ზოგიერთი იდეა, არა უგვიანეს 900-იან წლებში გამოჩნდა.
თუ იმაზე ვისაუბრებთ, რა იყო იმ დროში ყველაზე ცუდი, გაგიკვირდებათ, მაგრამ მაშინ ძალიან ბევრი ბავშვი იღუპებოდა. თუ 20 წლამდე ცხოვრებას შეძლებდით, მნიშვნელობა არ ქონდა გლეხი იყავით თუ კეთილშობილი, მაშინ 60-70 წლამდე ცხოვრებას შეძლებდით, მაგრამ საკუთარი 20 წლის გადალახვის შანსი 50/50-ზე იყო.
2. ადამიანების ცრურწმენები, რომელთაც ჯადოქრობის არ სჯეროდათ
ალბათ, ყველაზე მეტად ცრურწმენები, რაღაც ზებუნებრივის რწმენა გაგვაოცებდა. თქვენს გაოცებას ფერიების შესაშინებლად კარებზე გაკრული ჯვრები ან ლითონის ნაჭერი გამოიწვევდა, ან გაგაკვირვებდათ ბავშვის ნათლობის მოწმობა, რომლის შემდეგ კეთილდღეობის მოსაპოვებლად ბავშვს სახლის სახურავზე აწვედნენ. ადამიანები გიამბობდნენ, რომ ღამით სეირნობის დროს მოჩვენებებს, სულებს, ეშმაკებს, ანგელოზებს ხშირად ხვდებიან. თუ ამ ფენომენის მიმართ შიშს ან პატივისცემას არ გამოხატავდით, ექსცენტრიულ, უცნაურ, ან საერთოდ გიჟ ადამიანად ჩაგთვლიდნენ. სულების სამყაროს არსებობა ისეთივე ცხადი ფაქტი იყო, როგორც ფიზიკური სამყაროს არსებობა.
თქვენ გამოიტანდით დასკვნას, რომ შუა საუკუნეების მოსახლეობა ცრუმორწმუნეა, მაგრამ იმ დროის მღვდელთან გასაუბრება რომ შეგეძლოთ, მისი საუბარი გაგაოცებდათ. ის სამყაროს შესახებ ერთმნიშვნელოვან ხედვას წარმოგიდგენდათ და დაგარწმუნებდათ, რომ ფერიები გარდაცვლილი ნათესავების სულებია, რომლებიც ახლა გასაწმენდ სივრცეში იმყოფებიან და დაბრუნდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ეკლესიაში საკუთარი სულისთვის პარაკლისი მოითხოვოს. ის გეტყოდათ, რომ ყველა არსება სულებად, ადამიანებად და ცხოველებად იყოფა. ყველა სული, თავის მხრივ, კარგ და ცუდ სულებად იყოფა და მათ შორის ადამიანების სულებისთვის მუდმივი კოსმიური ბრძოლა მიმდინარეობს. მღვდელი ბოროტი სულის ამოცნობას გასწავლიდათ, ამასთან საკმაოდ მეცნიერულად სხვადასხვა სამყაროს შესახებ საუბარს დაიწყებდა და მისი პროგრესული იდეები გაგაოცებდათ.
შემდეგ, მღვდელი ყველა თანამედროვე ილუზიას გაფანტავდა და აგიხსნიდათ, რომ ჯადოქრები და კუდიანები გლეხების ცრურწმენაა, რომ შეუძლებელია ადამიანი ჯადოქრობდეს და ჯადოქრები მხოლოდ ეშმაკი თაღლითები არიან, რომლებიც ადამიანების ნდობით სარგებლობენ. შედარებისთვის, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ, აღორძინების ხანაში რომ დაბრუნებულიყავით, ამ მღვდლის მემკვიდრის მტკიცება გაგაოცებდათ, რომ ჯადოქრები რეალურები არიან და კუდიანები ჯანმრთელობას და საზოგადოების კეთილდღეობას საფრთხეს უქმნიან.
ასე რომ, თქვენთვის ეს საკმაოდ კარგი გამოცდილება იქნებოდა, რომ ადამიანის მსოფლმხედველობის ბუნების შესახებ ცოტა რამ გაგეგოთ.
3. შუა საუკუნეების ხალხის არც თუ ისე დაბალი სიმაღლე
ალბათ გაგაოცებდათ, რომ შუა საუკუნეების ხალხი (როგორც მინიმუმ, არისტოკრატები) არც ისე დაბლები იყვნენ, როგორც გვგონია – არც ისე დაბალი, როგორც თანამედროვე ადამიანი.
ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სიმაღლე ცხოვრების პირველ წლებში კარგი კვების შედეგია და შუა საუკუნეების ხალხს სრულყოფილ საკვებთან წვდომა არ ჰქონდათ ან სწორად კვება არ იცოდნენ.
თუმცა, ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ IX-XI საუკუნეების ადამიანის საშუალო სიმაღლე დაახლოებით 1,6 მეტრს შეადგენდა, რაც თანამედროვე მონაცემებზე ოდნავ დაბალია. საშუალო სიმაღლე მხოლოდ სამრეწველო რევოლუციის პერიოდში შემცირდა, სანამ მაჩვენებლები კვლავ XIX საუკუნეში გაიზრდებოდა.
ასე რომ, თუ შუა საუკუნეების ხალხის ფონზე ბუმბერაზად გამოჩენა გსურთ, იმედგაცრუებული დარჩებით.
4. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აბსოლუტური სიღატაკე
ყველაზე მეტად ევროპის მოსახლეობის სრული სიღარიბე გაგვაოცებდა.
დღეს მსოფლიო ბანკი „აბსოლუტურ სიღატაკედ“ განსაზღვრავს, როგორც დღეში ადამიანზე 1,9$ (თანხა თანამედროვე ამერიკული ფასის მიხედვით არის გამოთვლილი) – ეს ფული ტანსაცმელზე, ჭამაზე, დაზღვევაზე, პენსიასა და ცხოვრებაზე სამყოფ სახსრებს მოიცავს. ანუ ყველაფერს, რაც ადამიანში ერთ დღეში სჭირდება.
1750 წლამდე ყველა ასე ცხოვრობდა. რომაული იმპერიის, ზოგიერთი ჩინური დინასტიის, ასურელი და ბაბილონის იმპერიების, ინდიელი ტომების, აცტეკების ცხოვრების დონე თანამედროვე ექვივალენტით წელიწადში დაახლოებით 600-დან 900 დოლარს შეადგენდა.
რა თქმა უნდა, დრო და დრო რომელიმე მეფე ან მღვდელი გამდიდრების მეთოდებს პოულობდა (ბუნებრივია, სხვა ადამიანის ხარჯზე) და სხვებზე უკეთესად ცხოვრობდნენ. მთელი ისტორიის მანძილზე საშუალო სტატისტიკური ადამიანის საშუალო შემოსავალი იმის ტოლფასია, რასაც დღეს აბსოლოტურ სიღარიბედ განვსაზღვრავთ.