1990-იანი წლების დასაწყიში ჰიმალაის მახლობლად ნეპალის რეგიონი ყველაზე ცნობილი და სისხლისმსმელი ადამიანის მჭამელი ცხოველით დატერორებული იყო.
ჟუნგლებში ათეულობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ხაფანგში ებმებოდნენ. თავდასხმები იმდენად ხშირი და სასტიკი იყო, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები დემონებსა და ღვთის სასჯელზე ალაპარაკდნენ.
მიზეზი კი ბენგალური ვეფხვი გახდა, რომელსაც მონადირეებმა ესროლეს. ის გაიქცა, მაგრამ ტყვიამ მისი ორი ეშვი დააზიანა. აუტანელი ტკივილის და ჩვეულ მსხვერპლზე ნადირობის შეუძლებლობის გამო ვეფხვმა ადამიანების ჭამა დაიწყო.
პირველ მსხვერპლს თავს ნეპალში დაესხა. მის საძებნელად წასული მონადირეები ხელცარიელები ბრუნდებოდნენ. ბოლოს და ბოლოს საქმეში ნეპალის ჯარი ჩაერთო.
მიუხედავად იმისა, რომ ჯარმა მისი დაჭერა ან მოკვლა ვერ შეძლო, შეშინებულმა ვეფხვმა ჩვეული ტერიტორია მიატოვა და საზღვრით ინდოეთში გადავიდა, სადაც მკვლელობა კუმაონის რაიონში გააგრძელა. ვეფხვი უფრო თამამი გახდა: მან დღის შუქზე ნადირობა დაიწყო. რეგიონში ცხოვრება პარალიზებული გახდა. ტყიდან მომავალი ვეფხვის ღრიალის მოსმენის შემდეგ ხალხი სახლს აღარ ტოვებდა და სამსახურში აღარ დადიოდა.
1907 წელს ვეფხვი ბრიტანული ჯარის პოლკოვნიკმა, ჯიმ კორბეტმა მოკლა. ის გამოცდილი მონადირე იყო, რომელსაც მანამდე ათობით ადამიანის მჭამელი ცხოველი მოკლული ჰყავდა. ბედის ირონიით მოგვიანებით კორბეტი ვეფხვების ერთ-ერთი პირველი დამცველი გახდა.
ცხოველმა ფიჩხის კრეფის დროს 16 წლის გოგონა გაიტაცა. მისი სისხლის კვალით და ძვლის ნაწილებით მონადირემ ვეფხვის კვალს მიაგნო.
ვეფხვის მოკვლის შემდეგ კორბეტმა მისი სხეული შეისწავლა. მან აღმოაჩინა, რომ პირის მარჯვენა მხარეს ზედა და ქვედა ეშვი მოტეხილი იყო: ზედა – ნახევრად, ქვედა – ბოლომდე. კორბეტის აზრით, ამ დაზიანებამ ვეფხვს ბუნებრივ მსხვერპლზე ნადირობაში ხელი შეუშალა და ხალხზე თავდასხმა აიძულა.
თითქმის ათი წლის, 436 დაზუსტებული და უამრავი დაუზუსტებელი მსხვერპლის შემდეგ, ტერორი როგორც იქნა დასრულდა.