შეიძლება თუ არა წინა მენსტრუაციულმა ტკივილმა საყვარლის მოკვლისკენ გიბიძგოთ? მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსი გრაფის სიკვდილის საქმეში ამ კითხვაზე პასუხი ვენეციის სასამართლომ გასცა.
პირველი ქალი, რომლის დანაშაულის გამართლებაც წინა მენსტრუაციული სინდრომით სცადეს, მარია ტარნოვსკაია იყო. 100 წლის წინ ვენეციაში ის საყვარლის, გრაფ კომაროვსკის მკვლელობის გამო გაასამართლეს. შვეიცარული Le Martin, The New York Times, “რუსული სიტყვის“ გაზეთების ტირაჟი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სასამართლო პროცესზე პირადად დაკვირვების სურვილის გამო ცნობილი სახეები ბილეთებს ყიდულობდნენ, მათ შორის იყო იმპრესიონისტი ედგარ დეგა.
მარია ეძებს ბედნიერებას, მაგრამ უბედურება მოაქვს
ლურჯთვალება, ჟღალთმიანი მარია ო’რურკი რუსული სამსახურის ირლანდიური გრაფის დინასტიას ეკუთვნოდა. 17 წლის ასაკში კიევის საუკეთესო საქმროზე, მდიდარ ვასილი ტარნოვსკზე ჩუმად დაინიშნა. პოლონელი ჰეტმანის შთამომავალი, ტერნოპოლიის დამფუძნებელი ხელოვნებას გულუხვად მხარს უჭერდა. მის კარ-მიდამოში, კაჩანოვკში გოგოლი, გლინკა, შევჩენკო და რეპინი მუშაობდა.
ახალდაქორწინებულები ფუფუნებაში ცხოვრობდნენ: მიირთმევდნენ მარწყვს, სვამდნენ აბსენტს, მოოქროვილი ნემსებით მორფინს იკეთებდნენ. მალე მფლანგველობამ ტარნოვსკის ფინანსები შეარყია და კაჩანოვკის გაყიდვა აიძულა. ვასილიმ დალევა დაიწყო, ხოლო მარიამ მის უმცროს ძმას თავი შეაყვარა. ახალგაზრდა ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.
ტარნოვსკაია მდიდარ საყვარლებს სწრაფად იცვლიდა. 1904 წელს ერთ-ერთი მათგანი მეუღლემ დაჭრა, 1905 წელს მეორე საყვარელმა თავი მოიკლა. განქორწინების პროცესის დროს გრაფინიას მისი ადვოკატი შეუყვარდა. მოსკოველმა, დონატ პრილუკოვმა სამი შვილი მიატოვა და კლიენტს 80 ათასი რუბლი მოპარა. საყვარლები ალჟირში, იქიდან კი ევროპაში გაიქცნენ.
როგორ უნდა გახდე ქვრივი, გათხოვების გარეშე
ტარნოვსკაიამ მდიდარ მამაკაცს თავი შეაყვარა, მათი ფულით ცხოვრობდნენ დევნილები. კიდევ ერთი მსხვერპლი გრაფი პაველ კომაროვსკი გახდა. ქვრივმა ნახევარი მილიონი ფრანკი მარიას სასარგებლოდ დააზღვია, რომ ის ცოლად გაყოლაზე დათანხმებულიყო.
კომაროვსკიმ პატარძალი 23 წლის კლერკს, ნიკოლაი ნაუმოვს გააცნო. ტარნოვსკაიმ ბიჭისთვის თავბრუს დახვევა ადვილად შეძლო და დაარწმუნა, რომ გრაფმა მას სასიკვდილო შეურაცხყოფა მიაყენა. 1907 წლის 4 სექტემბერს ნაუმოვი ვენეციაში ჩავიდა, სადაც კომაროვსკი ისვენებდა და მას ოთხჯერ ესროლა. გრაფი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მაგრამ იტალიელი გამომძიებლისთვის მისი ცხოვრების შესახებ დეტალურად მოყოლა მოასწრო.
ტარნოვსკაია და პრილუკოვი ვენაში სადაზღვევო პოლისიდან ფულის აღების მცდელობის დროს დააკავეს.
დიაგნოზი – უცნობი ქალური დაავადება
სასამართლოზე პროცესზე ტარნოვსკაიამ თქვა: „როცა მშვიდად ვარ, ცინიკოს მიწოდებენ. როცა ვტირი და კონტროლს ვკარგავ, ჩემს ცრემლს ნიანგის ცრემლებს უწოდებდნენ. არავინ ფიქრობს, თუ რა მაწუხებს. განა მართლა ავანტიურისტი, დამნაშავე და მკვლელი ვარ, როგორც მახასიათებდნენ?“ თუმცა, ნაუმოვის ჩვენება მამხილებელი დოკუმენტი იყო.
22 ექსპერტიდან მარიას დამცველად მხოლოდ იტალიელი გინეკოლოგი, პროფესორი ბოსი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ დანაშაულის მიზეზი შეიძლება „უცნობი ქალური დაავადება“ იყოს, ამიტომ მას უნდა უმკურნალონ და არა გაასამართლონ. პროფესორის განცხადებამ თანამშრომლების დაცინვა გამოიწვია და დამნაშავის დაცვაში დაადანაშაულეს. ყველა თვლიდა, რომ ბოსი დამნაშავის ჰიპნოზური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
„უჩვეულოდ მაღალი, გამხდარი, ელეგანტურად ჩაცმული, სახის კეთილშობილური ნაკვთებით და სიცოცხლით აღსავსე თვალებით, ყოველთვის მომღიმარი, კეკლუცი, მარჯვე რთულ წუთებშიც კი. ქმარი მისი მონა იყო, როგორც ირგვლივ მყოფი ხალხი. თავად სიმდიდრისა და ფუფუნების მონა გახდა…“ – წერდა ვენის გაზეთი ტარნოვსკის შესახებ.
ჰორმონალური სასამართლო
ტარნოვსკის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გათავისუფლების შემდეგ სამხრეთ ამერიკაში წავიდა, სადაც დარჩენილი ცხოვრება გაატარა.
1931 წელს მედიცინამ „წინა მენსტრუაციული დაძაბულობა“ მტკივნეულ მდგომარეობად პირველად განსაზღვრა, როგორც ამას პროფესორი ბოსი ტარნოვსკაში ამჩნევდა. კიდევ 10 წლის შემდეგ წინა მენსტრუაციულ სინდრომს დაავადება უწოდეს, ხოლო 1980-იან წლებში ბრიტანეთში პირველი გახმაურებული ჰორმონალური პროცესები ჩატარდა.
ასე, პარტნიორის მკვლელობისთვის მეფუნთუშე სენდი კრედოკი გაასამართლეს. სანამ გამოძიება მიმდინარეობდა, დამცველებმა შენიშნეს, რომ ყოველი 29 დღის შემდეგ კრედოკი ვენებს იჭრიდა ან სხვა პატიმრებთან კონფლიქტში შედიოდა. წინა მენსტრუაციული სინდრომის გათვალისწინებით, ბრალდება „გაუფრთხილებელ მკვლელობამდე“ შეარბილეს.
დღეს, დასავლეთის ქვეყნების სასამართლოებში ქალები პრე მენსტრუაციული სინდრომის შემამსუბუქებელ გარემოებად გამოყენებას რეგულარულად ცდილობენ. ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მომავალში „ჰორმონალური დაცვა“ ენდოკრინოლოგიური სისტემის დარღვევის მქონე მამაკაცებზეც გავრცელდეს.