ახალი კვლევის მიხედვით ქალის ტვინი მამაკაცზე უფრო ახალგაზრდაა

1783
ახალი კვლევის მიხედვით ქალის ტვინი მამაკაცზე უფრო ახალგაზრდაა
ახალი კვლევის მიხედვით ქალის ტვინი მამაკაცზე უფრო ახალგაზრდაა

სულ ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა სხვადასხვა სქესის ტვინის ახალი განსხვავება აღმოაჩინეს. ასაკობრივი ცვლილებები ქალებში უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მამაკაცებში.

ქალებსა და კაცებს შორის შორის სხვაობა საკმაოდ მწვავე თემაა: ზოგი მათგანი ფიზიოლოგიას ეხება, ზოგი სოციალურ სტრუქტურას და ამის გამო ცხარე დებატები მიმდინარეობს. ამასთან მკაფიო მეცნიერული ფაქტები არსებობს. მაგალითად, ბოლოს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საშუალოდ ქალის ტვინის მეტაბოლიზმი სამი წლით უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცის.

კვლევა ამტკიცებს, რომ ეს შეიძლება იმის მიზეზი იყოს, რომ ქალები, როგორც წესი, სიბერეში ფსიქიკურად შენახული უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე მამაკაცები.

„ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ როგორ ახდენს გავლენას გენდერულ ფაქტორთან დაკავშირებული განსხვავება ტვინის დაბერების პროცესზე და როგორ შეიძლება ეს აისახოს ნეიროდეგენერაციული დაავადების მიმართ ტვინის დაცვაზე“ – კომენტარს აკეთებს ნევროლოგი მანუ გოიალი, სენტ-ლუისში მალინკროდტის რადიოლოგიის ინსტიტუტიდან.

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ რუხი ნივთიერების მოცულობის ასაკობრივი ცვლილება მამაკაცების ტვინში უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ქალებში. ასევე ნაჩვენები იქნა, რომ ხანდაზმულ მამაკაცებს ტვინის მოლეკულების წარმოების და დაყოფის შესაძლებლობა, ქალების ანალოგიურ პროცესებთან შედარებით, უფრო მეტად უმცირდებათ.

მეცნიერებმა ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმი გამოიკვლიეს. ასაკთან ერთად ეს პროცესი ცვლილებას განიცდის. ბავშვებში მეტაბოლური პროცესი, რომელსაც აერობულ გლიკოლიზს უწოდებენ, ძლიერად გამოხატულია, რაც ტვინის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ზრდასრული ასაკის მიღწევასთან ერთად ის მცირდება. ტვინი შაქარს კოგნიტური ფუნქციების შესასრულებლად ჯერ კიდევ იყენებს, მაგრამ 60 წლის ასაკში აერობული გლიკოზის მაჩვენებელი დაბალ დონეს აჩვენებს.

იმის გასარკვევად, ამ საკითხზე სქესობრივი სხვაობა გავლენას ახდენს თუ არა, კვლევითმა ჯგუფმა 20-დან 82 წლამდე 205 ადამიანს (121 ქალი და 84 მამაკაცი) პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET) ჩაუტარა. მეცნიერები ტვინში ჟანგბადის და გლუკოზის ნაკადს აკვირდებოდნენ, რომ აერობული გლიკოზისთვის წარმოებული გლუკოზის წილი განესაზღვრათ.

შემდეგ მექანიკური სწავლების ალგორითმი გამოიყენეს, რომ ტვინის მეტაბოლიზმსა და ასაკს შორის ურთიერთობა დაედგინათ. პირველ ამოსავალ წერტილად მამრობითი ტვინი აიღეს. მკვლევარებმა ალგორითმს მხოლოდ ტვინის მეტაბოლიზმის მონაცემებზე დაყრდნობით ქალის ასაკის შეფასება სთხოვეს. გამოთვლის თანახმად, საშუალოდ ქალები ასაკთან შედარებით 3,8 წლით უფრო ახალგაზრდები იყვნენ.

რატომ გააკეთეს მეცნიერებმა ეს შებრუნებული წესით? მათ საფუძვლის სახით ქალების მონაცემები გამოიყენეს და მამაკაცების ასაკი მხოლოდ მეტაბოლიზმის მონაცემებით შეაფასეს. გამოთვლის მიხედვით, საშუალოდ მამაკაცები თავის ფაქტიურ ასაკთან შედარებით 2,4 წლით უფრო ასაკოვანი იყვნენ. და რაც უფრო საინტერესოა, ეს განსხვავება 20 წლის ადამიანებშიც შეინიშნებოდა.

კვლევის მომდევნო ეტაპზე გუნდის მიზანია, ტვინის „ახალგაზრდობის“ მიხედვით კოგნიტური პრობლემების სიხშირის განსაზღვრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს