ძველი ბრიტანელების სახის გასაოცარი რეკონსტრუქცია, ისინი ცოცხლებივით გამოიყურებიან.

2042
ძველ ბრიტანელებს სახის გასაოცარი რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. რის გამოც ცოცხლები გეგონებათ
ძველ ბრიტანელებს სახის გასაოცარი რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. რის გამოც ცოცხლები გეგონებათ

26 იანვარს, დიდ ბრიტანეთში, ბრაიტონის მუზეუმში სამხრეთ ინგლისში ათასობით წლის წინ მცხოვრები ადამიანების სახის რეკონსტრუქციის გამოფენა მოაწყვეს. კოლექციაში ახალგაზრდა ნეოლითის ხანის ქალი, კრომანიონელი მამაკაცი ჰიპსტერული წვერით და ნეანდერტალელი ქალი შედის.

ადამიანი, რომელმაც ეს პერსონაჟები „გააცოცხლა“ შვედი არქეოლოგი და მოქანდაკე ოსკარ ნილსონია.

გამოსახულების შექმნა თავის ქალის სამგანზომილებიანი ასლის შექმნით იწყება. შემდეგ პიროვნების წარმოშობის, სქესისა და ასაკის გათვალისწინებით კანის და სხვა ქსოვილების სისქე განისაზღვრება. შემდეგ ნილსონი ბიუსტს „ღებავს“. ფერებს გენომის კვლევის მიხედვით არჩევს, რომელიც თვალის, კანის და თმის ფერზე მითითებას იძლევა.

ეს ნეანდერტალელი ქალი (ზემოთ მოცემული სურათი) გიბრალტარში იპოვეს. ნეანდერტალელები დაახლოებით 40 ათასი წლის წინ გარდაიცვალნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქალის ასაკი 40 000 წელი, ან უფრო მეტიც შეიძლება იყოს.

კრომანიონელი მამაკაცი სინამდვილეში საფრანგეთში იპოვეს, მაგრამ არქეოლოგების განცხადებით დიდ ბრიტანეთში მსგავსი კრომანიონელი მოსახლეობა ცხოვრობდა. ისინი ანატომიურად თანამედროვე ადამიანები იყვნენ, რომლებიც ევროპაში 40 000 -10 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ამ ადამიანებს ძლიერი აღნაგობა, მაღალი სიმაღლე, პატარა ფართო სახე და დიდი თავის ქალა ჰქონდათ. ადრეული კრომანიონელები ნეანდერტალელებთან ერთად ცხოვრობდნენ და დნმ-ს მონაცემებით, სავარაუდოდ, მათ მუქი ფერის კანი ჰქონდათ.

ქალი უაიტჰოკი – სახელი დაკრძალვის ადგილის, ბრაიტონის გარეუბნის, საპატივცემულოდ უწოდეს. ის ნეოლითის ხანაში დაახლოებით 5 500 წლის წინ ცხოვრობდა და სიმაღლით მხოლოდ 1,45 მეტრი იყო, რაც იმ პერიოდისთვისაც კი ძალიან დაბალი სიმაღლე იყო. ჩონჩხის კვლევამ აჩვენა, რომ ის ვალიელის საზღვარზე დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად სასექსში გადავიდა, სადაც დაკრძალეს კიდეც. მას დაავადების ან ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. უფრო მეტიც, მენჯის ღრუში ნაპოვნი ნაყოფის ძვლები აჩვენებს, რომ მშობიარობის დროს გარდაიცვალა.

ადამიანი დიტჩლინგ როუდიდან ამავე დასახელების ბრაიტონის გარეუბანში იპოვეს. ის დაახლოებით 4 400 წლის წინ ცხოვრობდა, როცა ბრიტანეთში ცენტრალური ევროპიდან თასების კულტურის ხალხის პირველი ტალღა შემოვიდა. ისინი ღია ფერის კანის ფერმერები იყვნენ, რომლებმაც ბრიტანელების დნმ სამუდამოდ შეცვალეს. კონკრეტულად, ეს მამაკაცი 25-დან 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩონჩხი გვიჩვენებს, რომ მას საკვების უკმარისობა აწუხებდა, რამაც სიმაღლეში ზრდა შეაფერხა.

ქალი რომანო პატჩესი ამავე სახელწოდების ბრაიტონის გარეუბანში იპოვეს. მისი ჩონჩხის ანალიზი აჩვენებს, რომ ის 250 წელს, რომაული ოკუპაციის დროს ცხოვრობდა. არქეოლოგები ვარაუოდობენ, რომ ის 20-30 წლის ასაკში საშინელი სიკვდილით გარდაიცვალა. მის მუხლებთან ნაპოვნი და კეფაში ჩარჭობილი ლურსმნები მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქალი მოკლეს.

მამაკაცი სტაფორდ როუდიდან ბრაიტონში აღმოაჩინეს და ის 550 წელს ანგლო-საქსურ პერიოდში ცხოვრობდა. მისი ნაშთის მიხედვით არქეოლოგებმა განსაზღვრეს, რომ მამაკაცი დაახლოებით 45 წლის, 1,75 სიმაღლის და კარგი სხეულის აღნაგობის მქონე იყო. მრავალრიცხოვანი აბსცესი მიუთითებს, რომ, სავარაუდოდ, პირის ღრუს მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მის საფლავში აღმოჩენილი იარაღი მიუთითებს, რომ ის მეომარი იყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს