ადრეული მკვლევარები თვლიდნენ, რომ ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი ალკოჰოლმა ან მალარიამ გამოიწვია. ახალი თეორია ირწმუნება, რომ დიდებული მმართველი გარდაიცვალა საშინელი დაავადების გამო, რომელმაც მისი 6 დღით პარალიზება გამოიწვია. დაავადებამ თანდათანობით მოძრაობის, ლაპარაკის და სუნთქვის შესაძლებლობა წაართვა. ეს ხსნის იმ ფაქტს, თუ ალექსანდრეს სხეული რატომ არ გაიხრწნა – ის გარდაცვლილი არ იყო. გიენა-ბარეს სინდრომი იშვიათი აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა ვირუსის და ორგანიზმის საკუთარი ბაქტერიის განსხვავებას ვერ ახერხებს.
უძველესი ისტორიკოსების მიერ დატოვებული ინფორმაციის მიხედვით, მთელი ღამე ალკოჰოლური თრობის შემდეგ მმართველს ციებ-ცხელება აწუხებდა და თანდათანობით მოძრაობის და ლაპარაკის უნარს კარგავდა. რუფუს კვინტუს კურციუსი, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე 1 საუკუნეში მოღვაწეობდა, თავის ნაშრომში ირწმუნება, რომ ალექსანდრე მაკედონელის სხეული მისი მკვდრად გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში არ გაიხრწნა, ხოლო ბალზამის გამკეთებლები მისი სხეულის დამუშავებას ვერ ბედავდნენ.
„მისი სიკვდილი ფსევდო თანატოსის ან სიკვდილის ცრუ დიაგნოზის ყველაზე ცნობილი შემთხვევა შეიძლება იყოს, რომელიც კი ოდესმე დარეგისტრირებულა“ – ამბობს კეტრინ ჰოლი, კვლევის ავტორი და ახალ ზელანდიაში დანიდინის სახელობის სამედიცინო სკოლის პროფესორი.
იმ დროინდელი ექიმები პულს არ სინჯავდნენ, არამედ სუნთქვის ნიშნებს ამოწმებდნენ. ტვინის დამბლა ალექსანდრეს სუნთქვის კუნთების თანდათანობით შეკუმშვას იწვევდა. ბოლოს სუნთქვა იმდენად სუსტი გახდა, რომ ექიმები მასში სიცოცხლის ნიშანი ვერ შენიშნეს.
„სავარაუდოდ, მისი ხედვა დაბინდული იყო და დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაში კომაში იქნებოდა. არსებობს შანსი, რომ ალექსანდრე ხვდებოდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა და ესმოდა კიდეც. ამიტომ შესაძლოა ესმოდა, მისი გენერლები მემკვიდრეობის შესახებ როგორ ბჭობდნენ, როგორ მოვიდნენ ეგვიპტელი ბალზამის გამკეთებლები და მუშაობას როგორ იწყებდნენ“ – ამბობს ჰოლი.