1939 წლის 1 სექტემბერს გერმანელმა ჯარისკაცებმა პოლონეთის საზღვარი გადაკვეთეს, რითაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი საომარი კონფლიქტი – მეორე მსოფლიო ომი დაიწყეს. ორი დღის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ, საფრანგეთმა და სხვა ქვეყნებმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. ომმა 6 წლის განმავლობაში დაახლოებით 50-დან 85 მლნ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც იყო, რომლებიც საკუთარი სახლების დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ასეთი მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა უჩვეულო ნათურა.
დღეს გიამბობთ ნათურის შესახებ, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
1939 წლის ივლისის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში №2 საინფორმაციო ფურცელი გამოვიდა, სადაც ღამის დაბომბვის დროს უსაფრთხოების ზომებზე ეწერა, კერძოდ: ელექტროენერგიის და შუქშენიღბვის გათიშვის შემთხვევაში მოსახლეობას რა უნდა გაეკეთებინა. ქვეყანა ომისთვის ემზადებოდა.
შუქშემნიღბავი მეორე მსოფლიო ომის დროს
უსაფრთხოების ზომები არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ მაღაზიების და საწარმოების მფლობელებს უნდა დაეცვათ. ასე ქარხნების მინის სახურავი შავ ფერში უნდა გადაღებილი უნდა ყოფილიყო, მაღაზიის ვიტრინები და სახლის ფანჯრები შუქშემნიღბავი ქსოვილით უნდა დაეფარათ. თუმცა კარის პრობლემა რჩებოდა, რომლის გაღების და დახურვის დროს ქუჩაში სინათლე გადიოდა. სწორედ ამიტომ დამატებითი კარები დააყენეს, რომელიც უნდა დაგეხურათ მანამ, სანამ ქუჩიდან სავაჭრო დარბაზში შეხვიდოდით.
შუქშემნიღბავი საშუალებები ბევრი უბედური შემთხვევის და ავარიის მიზეზი გახდა, სადაც ფეხით მოსიარულე ადამიანები დაიღუპნენ. იმ პერიოდის გაზეთი მძღოლების და ფეხით მოსიარულეთა წესებს აქვეყნებდა. საგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად ავტომობილის სიჩქარე 33 კმ/სთ-მდე შეიზღუდა, ხოლო დამცავი ღობეები თეთრად შეიღება. ცენტრალურ გზაზე თეთრი გამყოფი ხაზები დახაზეს, რომლებიც საგზაო სისტემაში დღემდე გამოიყენება.
შავი ნათურები
შავი ნათურები 1930-იან წლებში გამოიგონეს. რომელიც დღევანდელის არაფრით განსხვავდება ერთი გამონაკლისის გარდა: ქვედა მცირე ნაწილის გარდა, თითქმის შავ ფერში იყო შეღებილი. ასეთი ნათურა სინათლეს მცირე სივრცეზე ავრცელებდა. ამ ნათურის შუქზე სახლის საქმეების შესრულება შესაძლებელი იყო, თუმცა ფანჯრიდან სახლი გაუნათებელი ჩანდა.
1940 წელს, დიდ ბრიტანეთში ღამის ავიაფრენების დროს, მოსახლეობას ფარდები კარგად უნდა დაეხურა და ჩვეულებრივი ნათურის ნაცვლად, ასეთი შავი ნათურები უნდა გამოყენებინათ. ასე სინათლე ბინის გარეთ არ ვრცელდებოდა. მარტივი ნათურა ამ ამოცანას თავს ვერ გაართმევდა: მათგან შუქი არა მხოლოდ წვრილ ხვრელში, არამედ სქელ ფარდებშიც გადის.
შუქშემნიღბავ საშუალებას გერმანელი მფრინავების ორიენტაციისთვის ხელი უნდა შეეშალა, რადგან ღამით ჩამქრალი ქალაქის შემჩნევა რთულია. ბრიტანელები ასეთ ნათურებს არა მხოლოდ სახლებში, არამედ რკინიგზის სადგურებსა და ოფიციალურ შენობებში იყენებდნენ, რომ ქალაქი ღამის დაბომბვისგან დაეცვათ.
ბრიტანეთის ქალაქების დაბომბვა 1940 წლის 12 აგვისტოს დაიწყო და მხოლოდ ზაფხულის ბოლო თვეს ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 7-8 აგვისტოს ღამით დაბომბვის დროს ლონდონის 430 მოქალაქე გარდაიცვალა. შესაძლოა, მსხვერპლი გაცილებით მეტი ყოფილიყო, რომ არა ეს შავი ნათურები.
შუქშემნიღბავი საშუალებები დიდ ბრიტანეთში მხოლოდ 1945 წლის 30 აპრილს გაუქმდა, იმ დღეს როცა ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა.
ომის შემდეგ
მშვიდობიან პერიოდში ჯარისკაცები შავ ნათურებს ავტომობილებში იყენებენ. ასე გარედან შენიღბული რჩებიან: სამხედრო მანქანების ასეთი განათება სიბნელეში ჩუმად გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა.
ბონუსი: შუქშემნიღბავი ტანსაცმელი
დიდ ბრიტანეთში ომის დროს სპეციალური შუქშემნიღბავი ტანსაცმელი იყიდებოდა. ის შუქის ამრეკლავი ქსოვილისგან იყო დამზადებული, რომლის წყალობით სხვა ქვეითი მოსიარულეებისთვის შეუმჩნეველი ხდებოდა. ამ მასალისგან არა მხოლოდ პალტოებს, არამედ საყელოებს, მაჯის თასმებს და სპეციალურ ზოლებს ამზადებდნენ.
შინაური ცხოველებიც არ ავიწყდებოდათ: დიდ ბრიტანეთში ძაღლებისთვის სპეციალური მოსაცმელი იყიდებოდა, რომელიც მას უხილავს ხდიდა.
შავი ნათურის ისტორია იმის მაგალითია, თუ ერთ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო საგანს, რამდენი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. მსგავსი ისტორიის შესახებ იცით?