რჩევები ქურთუკის სწორად და დაუზიანებლად გასარეცხად სარეცხის მანქანაში.

4015

ჯერ კიდევ მოსაწყენი ნაცრისფერი ფერის ქურთუკებს ყიდულობთ? არ გააკეთოთ ასე. თქვენს წინაშეა ბუმბულის ნაწარმის მოვლის უნივერსალური სახელმძღვანელო. ახლა რეცხვის დროს ბუმბული ერთად არ დაგროვდება.

თითქმის ნებისმიერი ჟაკეტი სინთეტიკური ან ბუნებრივი შემავსებლით შეიძლება სარეცხ მანქანაში გაირეცხოს. თუმცა ბევრი ადამიანის ქურთუკის გარეცხვა რულეტის მსგავსად ნამდვილ გამოცდას წარმოადგენს. რადგან არავინ იცის, ძვირადღირებული ნივთის კიდევ ერთხელ ჩაცმას მოახერხებთ თუ არა. რა თქმა უნდა, ქიმწმენდის მომსახურება შეიძლება გამოიყენოთ, მაგრამ ეს იაფი სიამოვნება არაა.

როგორ გავრეცხოთ ქურთუკი სარეცხ მანქანაში

დღეს გიამბობთ, როგორ გარეცხოთ ქურთუკი ისე, რომ ბუმბული ერთ ნაწილში არ დაგროვდეს და ხელით რეცხვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში რატომ უნდა გამოიყენოთ. თუ ნივთი ხარისხიანი, მას არაფერი მოუვა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სარეცხი მანქანაა ცოდვა, ვიდრე ქურთუკი. წაიკითხეთ ინსტრუქცია და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იყავით.

პირველი, რითაც სახლში რეცხვა უნდა დაიწყოთ – დარწმუნდით, რომ ქურთუკის გარეცხვა საერთოდ შეიძლება. ზოგიერთი ქსოვილი მხოლოდ ქიმიურ წმენდას მოითხოვს და ეს ინფორმაცია იარლიყზე მითითებულია. დაახლოებით ისე გამოიყურება, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

ქურთუკის სარეცხ მანქანაში გარეცხვა არ შეიძლება, თუ მას ტყავის ჩანართები აქვს, ტყავი შეიძლება დაჯდეს, ან უფრო უარესი – დაირღვეს. ასევე ჯიბეებზე ბეწვის ჩანართებს ერიდეთ. ერთი გარეცხვა ნატურალურ ბეწვს დააქუცმაცებს.

ყველაზე მარტივად დალიანდაგებული ქურთუკი ირეცხება. მისი გარეცხვა ადვილია და ის სწრაფად შრება და გარეგნულ მხარეს დიდხანს ინარჩუნებს. თუმცა ხშირი რეცხვა სასარგებლო არაა. ქსოვილის გარე ფენა ტავის გამძლეობას კარგავს, ქსოვილი ჰაერის გატარებას იწყებს, ხოლო ბუმბული ტენიანობას კარგავს. სწორედ ამიტომ, არ იზარმაცოთ და პატარა ლაქები ლოკალურად მოაშორეთ.

ქურთუკის სარეცხ მანქანაში რეცხვის წესები

1.ქურთუკი მაღალ ტემპერატურაზე ლაქის ამომყვან და მათეთრებელ საშუალებებთან ერთად არ გარეცხოთ.

2.ქურთუკზე ყველაზე ბინძური ადგილი რომელია? რა თქმა უნდა, საყელო და სახელო. გარეცხვის წინ, ეს ნაწილები დიასახლისის საპონში ან ჭურჭლის თხევად საპონში დაასველეთ. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ხელით ოდნავ გაჩიჩქნოთ. მაგრამ არ გადააჭარბოთ! ხვრელების გაჩენა ძალიან მარტივად შეიძლება.

3.ქურთუკი სარეცხ ფხვნილში არასდროს გარეცხოთ. ის ძლიერად ქაფდება და მისი გავლება ფაქტიურად შეუძლებელია. ფხვნილის გამო ქურთუკის ზედაპირზე თეთრი ლაქები ჩნდება.

4.გარეცხვის წინ მოაშორეთ ყველაფერი, რისი მოხსნაც შეიძლება: ბეწვი, საყელო, პატარა ჩანართები, ქამარი. ჯიბებიდან ყველაფერის ამოღება არ დაგავიწყდეთ.

5.ქურთუკის ელვა, ღილები შეკარით და გადააბრუნეთ. ეს აუცილებელია, რომ ქსოვილის გარე ზედაპირი არ დააზიანოთ.

6.ნივთის სრულად დასველება გარეცხვის წინ აუცილებელი არა. უკიდურეს შემთხვევაში თეთრი ან ძალიან ღია ფერის ქურთუკი ჩაალბეთ. ჩალბობა მაქსიმუმ 2 საათით შეიძლება და აუცილებლად სარეცხ საშუალებაში.

7.ქურთუკი მხოლოდ თხევად სარეცხ საშუალებაში გარეცხეთ. მაღაზიებში იპოვით აღნიშნავს „ქურთუკების რეცხვისთვის“.

8.რეცხვის რეჟიმი უნდა იყოს „ნაზი“, „დელიკატური“ ან „ხელით რეცხვა“. თუ თქვენს მანქანას სპეციალური რეჟიმი არ აქვს, მინიმალური სიჩქარე და 30-40 გრადუსის ტემპერატურა აირჩიეთ.

9.სარეცხ მანქანაში ქურთუკის გაწურვა შეიძლება! ბუმბულისთვის ეს მხოლოდ კარგია! უკეთესი ეფექტის მისაღწევად სარეცხ მანქანაში 5-6 ჩოგბურთის ბურთიც დაამატეთ. წინასწარ გარეცხეთ და დარწმუნდით, რომ ბურთები არ იშლება. დიახ, ეს მანქანას არ დააზიანებს.

10.ყოველთვის ერთ ჯერზე ერთი ქურთუკი გარეცხეთ. ბუმბული ბევრ წყალს იწოვს, მანქანამ გაწურვის დროს შეიძლება შეცდომა დაუშვას. უკიდურეს შემთხვევაში მანქანაში ღია ფერის პირსახოცი შეგიძლიათ ჩადოთ.

11.რეცხვის შემდეგ ქსოვილს ბზარები რომ არ ჰქონდეს, გავლების რეჟიმი ორჯერ ჩართეთ. შეგიძლიათ თეთრეულის კონდიციონერი გამოიყენოთ.

12.იდეალური იქნება, თუ თქვენს სარეცხ მანქანას გაშრობის რეჟიმი აქვს. გამოიყენეთ და სინთეტიკური ქსოვილის რეჟიმის და მაქსიმუმ 30 გრადუსის ტემპერატურა გამოიყენეთ. ბურთები არ გამოიღოთ.

13.ბუნებრივი გაშრობა შემდეგნაირად უნდა მოხდეს: ტანსაცმელი გადმოაბრუნეთ, საკიდზე დაკიდეთ და შეკარით. შენობაში გასაშრობად დატოვეთ, მაგრამ არა სააბაზანოში. ყოველთვის ვერტიკალურად გააშრეთ! ნებისმიერ ზედაპირზე გაშლილი ქურთუკი არ გაშრება, არამედ ყვითელი ლაქები გაუჩნდება.

14.მოთმინება მოიკრიბეთ. გაშრობის დროს პერიოდულად დაფერთხეთ, ხელი გადაუსვით, როგორც ბალიშს, რომ ბუმბული საჭირო ადგილას თანაბრად გადანაწილდეს. ბუმბული შეგიძლიათ ხელით გადაანაწილოთ. გაშრობის პროცესს დააჩქარებთ, თუ ქურთუკთან ახლოს გამათბობელ მოწყობილობას დადგამთ. მათ შორის დაშორება 1 მ უნდა იყოს.

15.თუ ქსოვილის ზედაპირი დაჭმუჭნილია, ორთქლის უთო გამოიყენეთ, რომ გაასწოროთ.

16.ერთ კუთხეში დახვეული ბუმბული დაბალი სიჩქარის მტვერსასრუტით გაწმინდეთ და ფენით გააშრეთ. თუ თქვენს მტვერსასრუტს ფარდების გაწმენდის ფუნქცია აქვს, აუცილებლად გამოიყენეთ. ბუმბული აფუმფულდება.

17.ქურთუკს რომ წყალგაუმტარი თვისება დაუბრუნოთ, სპეციალური ხსნარი გამოიყენეთ, რომელიც ქსოვილის ზედაპირზე თანაბრად უნდა გადაანაწილოთ.

18.უმნიშვნელო თეთრი ლაქა არ გარეცხოთ, არამედ სველი სალფეთქით გაწმინდეთ.

19.თუ ყვითელი ლაქა გაჩნდა, ანუ ქურთული არასწორად გააშრეთ. თავიდან გარეცხვა ან ქიმწმენდის გამოყენება მოგიწევთ.

20.ხელით რეცხვა არავის სჭირდება. ეს ხანგრძლივი და მტანჯველი პროცედურაა. ხელით რეცხვის დროს სარეცხი საშუალების ქურთუკიდან სრულად გამოსვლა პრაქტიკულად შეუძლებელია.

21.ქურთუკები ფრთხილად ატარეთ, თუ საჭიროა გაწმინდეთ – ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები აუცილებლად გამოიყენეთ.

ქურთუკის მოვლის ინსტრუქცია თქვენს მეგობრებს აჩვენეთ, მათ გამოადგებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს