საუკუნეები, ეპოქა, მოდა იცვლებოდა, მაგრამ ტყავის ფეხსაცმელი კვლავ აქტუალური რჩება. ტყავის ფეხსაცმელი ბევრად უფრო გამძლე, ხანგრძლივად გამოსაყენებელი და კომფორტულია, ვიდრე სხვა ხელოვნური მასალები. თუმცა დროის დესტრუქციულ გავლენას დიდხანს ვერც ტყავი ეწინააღმდეგება.
ზოგჯერ ახალ ფეხსაცმელზე ნაკაწრი თითქმის არსაიდან ჩნდება. თუ ფეხსაცმელზე რაიმე პრობლემა შენიშნეთ, არ ინერვიულოთ! მისი მოგვარება შესაძლებელია. დღეს 6 ეფექტური მეთოდის შესახებ გიამბობთ, რომელთა დახმარებით საყვარელ ტყავის ფეხსაცმელს სიცოცხლეს დაუბრუნებთ.
ტყავის ფეხსაცმლის მოვლა
ფეხსაცმლის შეძენის პირველივე დღიდან სწორი მოვლა მისი მსახურობის ვადას გაახანგრძლივებს. ნატურალური ტყავის სასურველი მოდელის შეძენის შემდეგ, მისი მოვლის საშუალებებით დაინტერესდით. წაუგებელი ვარიანტია წყალგაუმტარი სპრეი ან კრემი.
ყოველდღე მტვერი და ჭუჭყი უნდა მოაშოროთ. თუ დაგისველდათ, აუცილებლად გააშრეთ. თუ დეფექტი გაჩნდა, მოაშორეთ. გატეხილი ქუსლის, გახსნილი ნაკერის და მხარდაჭერის გარეშე ფეხსაცმლის ტარება არ შეიძლება. ეს სიტუაციის სწრაფ გაუარესებას გამოიწვევს და თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის.
ერთი და იგივე ტყავის ფეხსაცმელი ყოველდღე არ ჩაიცვათ. ქუსლების ოფლი მასალაში ღრმად ჯდება და მის სტრუქტურას ნელ-ნელა ანადგურებს.
ტყავის ფეხსაცმელს ბოლომდე გასაშრობად 24 საათი სჭირდება, ხოლო თუ წვიმიან ამინდში გეცვათ, მაშინ 2 დღე. თუ გუშინ საღამოს ნაცვამ ტყავის ფეხსაცმელს დილით ჩაიცვამთ, ასე ტყავს გაშრობის საშუალებას არ მისცემთ, რაც მისი ტარების ვადას შეამცირებს.
ასევე მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის სწორად გაშრობა და შენახვა. ტყავის ფეხსაცმელი ბუხრის ან გამათბობლის გვეერდით არასდროს გააშროთ. მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად ტყავის მასალაზე ბზარები ჩნდება.
ფეხსაცმელი ჩასაფენში უნდა შეინახოთ, უმჯობესია ხის, მაგრამ პლასტმასიც შეიძლება. ჩასაფენის გარეშე შენახული ფეხსაცმლის შემდგომი ტარებისას კანის გაწელვა მოგიწევთ, რაც ბზარებს აჩენს.
ფეხსაცმლის აღდგენა სუპერ წებოს დახმარებით
ტყავის ფეხსაცმელზე ყველაზე ღრმა ღრმულიც კი შეუმჩნეველი გახდება, თუ სუპერ წებოს გამოიყენებთ.
1.ფეხსაცმლის აღსადგენად კბილის ჩხირით ცოტა სუპერ წებო აიღეთ. ფეხსაცმელი დაიჭირეთ და საშუალება შიგნითა მხრიდან წაუსვით.
2.შემდეგ გლუვი ფეხსაცმელი აიღეთ და ტყავს ძლიერად დააჭირეთ, რომ მასზე სუპერ-წებო დაამაგროთ.
3.დარწმუნდით, რომ წებო გარეთ არ გამოვა.
4.ქსოვილი 1-2 წუთით გააჩერეთ.
5.შემდეგ ტყავის საღებავი იპოვეთ, რომლის ფერიც თქვენი ფეხსამცლის ფერის იდენტური იქნება და 2-3 ფენა წაუსვით. მას გაშრობა აცადეთ.
ნაკაწრების ცვილით მოშორება
ფეხსაცმლის გამძლეობის, მაღალი ხარისხის საღებავის და ფეხსაცმლის დასაცავად შეგიძლიათ ცვილის პასტა გამოიყენოთ, სასურველია ფუტკრის.
1.ტყავის დაზიანებული ზედაპირი ჯაგრისით გადაწმინდეთ, რომ მტვერი და ჭუჭყი მოაშოროთ, რომლებიც შეიძლება ნაკაწრებში დარჩა.
2.შემდეგ სუფთა ქსოვილს ცოტა ცვილი წაუსვით და ფეხსაცმელს წაუსვით. 5-10 წუთით გააჩერეთ.
3.ზედმეტი ცვილი ქსოვილით მოაშორეთ, თუ იქ მოხვდა, სადაც საჭირო არ იყო. შემდეგ ზემოდან 2-3 საღებავის ფენა წაუსვით და გაშრობა აცადეთ.
როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ზეითუნის ზეთის გამოყენებით
ზეითუნის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ, როცა ტყავი ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ მშრალი ხდება. ის ტყავს ბრწყინვალებას მიანიჭებს და კვლავ ახალივით იქნება.
1.სუფთა, მშრალი ქსოვილის ნაჭერი აიღეთ და მას ზეითუნის ზეთი წაუსვით.
2.შემდეგ მსუბუქი წრიული მოძრაობებით ფეხსაცმლის ნაკაწრების ზედაპირი დაამუშავეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ ზეთი ბოლომდე არ შეიწოვება და ფეხსაცმელი მშრალი არ გახდება.
ტყავის ფეხსაცმლის გაწმენდა ფრჩხილის ლაქის დახმარებით
როცა საქმე ლაქიან ფეხსაცმელს ეხება, ნაკაწრების მოშორება საკმაოდ მარტივია. ძირითადად იმიტომ, რომ ტყავზე წასმული პრიალა ზედაპირი დამატებით დაცვას უზრუნველყოფს.
1.თასი თბილი წყლით აავსეთ და რამდენიმე წვეთი სარეცხი საშუალება დაუმატეთ.
2.სუფთა ბამბის ქსოვილი გამოიყენეთ, ტყავის ზედაპირი გადაწმინდოთ, სადაც ნაკაწრები გაჩნდა.
3.ტყავს გაშრობა აცადეთ.
4.თხელი ფენა გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქა ნაკაწრს ზემოდან წაუსვით და გაშრობა აცადეთ.
ფეხსაცმელზე მარილის ლაქების მოშორება კბილის პასტის დახმარებით
კბილის პასტა მთელი სახლის დასალაგებლად შეიძლება გამოიყენოთ. მისი გამოყენება არა მხოლოდ სააბაზანო ოთახის ან ვერცლის ჭურჭლის გასაპრიალებლად, არამედ ტყავის ფეხსაცმლის გასაწმენდად შეიძლება.
1.ცოტა კბილის პასტა ბამბის ქსოვილს წაუსვით.
2.მსუბუქი წრიული მოძრაობით ფეხსაცმელს წაუსვით.
3.შემდეგ ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისი აიღეთ და მთელი ზედაპირი გადაწმინდეთ.
4.რამდენიმე წუთით გააჩერეთ. შემდეგ სუფთა ბამბის ქსოვილი აიღეთ და დარჩენილი კბილის პასტა მოაშორეთ.
ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოუაროთ ტყავის ფეხსაცმელს. ტყავის აღსადგენად რომელიმე მეთოდები გამოგიცდიათ? გვიამბეთ კომენტარებში.