საქორწინო ბეჭედი სიყვარულის, ნდობის, ერთგულების და საქორწინო ძლიერი კავშირის სიმბოლოა. მის ირგვლივ ბევრი ნიშანი და ლეგენდა არსებობს.
რომელი მათგანი არის მართალი და რომელი გამოგონილი, მნიშვნელოვანია იცოდნენ მათ, ვინც ახლა ოჯახის შექმნას აპირებს, და მათ, ვინც უკვე ქორწინებაში იმყოფება.
დაკარგული საქორწინო ბეჭედი
ჯერ კიდევ წარმართობის დროს, საქორწინო ბეჭედი ახალ შეუღლებული წყვილის ძლიერ დამცველად ითვლებოდა. სწორედ ამიტომ მისი დაკარგვა ზეცის მფარველობის დაკარგვის ნიშანი იყო.
ის, როგორც ნალი, ოჯახურ ბუდეს უბედურებისა და თავდასხმისგან იცავდა. მაგრამ ერთი პირობით, თუ ბეჭდებს არც ქმარი და არც ცოლი ხელიდან არ იხსნიდა.
გოგონამ, რომელიც გათხოვებას აპირებს, მეგობარს ნიშნობის ბეჭედი გასაზომად არ უნდა მისცეს. იგივე ეხება სხვა სამკაულებს, რომლებიც საყვარელმა ადამიანმა მისი გრძნობის ნიშნად გაჩუქათ. ამან არჩეულ მამაკაცთან ბედნიერების მოპოვებას შეიძლება ხელი შეუშალოს.
თუ მაინც საჩუქრებიდან ერთ-ერთის გაჩუქებას აპირებთ, სამკაული ჯერ მაგიდაზე უნდა დადოთ, შემდეგ კი ხელში მისცეთ.
ერთ-ერთი რწმენა, რომელსაც არაფერი კარგი არ მოჰყვება – მორგებამდე ბეჭდის ხელიდან გავარდნა. მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებით: მაღაზიაში, სახლში, თუ საკურთხევლის წინ. ეს იმის ნიშანია, რომ ინტრიგებისა და გარედან უარყოფითი გავლენისთვის უნდა მოემზადოთ. თუ წყვილის სიყვარული ძლიერია, მაშინ ყველაფერი დანაკარგის გარეშე დასრულდება.
დავარდნის შემდეგ ბეჭედს თეთრი ძაფი უნდა გაუყაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიკეთოთ. ასე ცუდი შედეგები შემცირებული იქნება. თავად ძაფი შემდეგ უნდა დაწვათ და თან ეს სიტყვები უნდა თქვათ: „ცეცხლო, ყველა ჩემი უბედურება და წუხილი დაწვი“.
საქორწინო ბეჭედს იკეთებენ და ატარებენ უსახელო თითზე. ითვლება, რომ მას მზესთან, სიკეთის ენერგიასთან და კეთილდღეობასთან კავშირი აქვს. ბეჭედი თქვენი თითის ზომის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, რადგან ქორწინებამდე ან შემდეგ ბეჭდის დაკარგვა ცუდ ნიშნად ითვლება.
თუ ბეჭედი თითიდან ჩამოგივარდათ ან გაიჭედა, ეს უთანხმოებას, გაუგებრობას და ჩხუბს მოასწავებს. თუ ქმარმა საქორწინო ბეჭედი დაკარგა, ანუ მან ურთიერთობაზე თავის შეხედულებებს უნდა გადახედოს და დაფიქრდეს, ოჯახზე პასუხისმგებლობის აღება რამდენად შეუძლია. თუ პატარძალმა დაკარგა, უნდა დაფიქრდეს, ნამდვილად უყვარს საქმრო, რომ მას ცოლად გაყვეს.
რა უნდა გააკეთოთ, თუ საქორწინო ბეჭედი დაკარგეთ? გრძნობები კიდევ ერთხელ დროში გამოსცადეთ. თუ 3 თვის შემდეგ ოჯახის შექმნის სურვილი არ გაქრება, მაშინ ბედისკენ ნაბიჯი ახალი ბეჭდებით გადადგით.
არსებობს ნიშნები მათთვის, ვისაც მომავალში დაქორწინება სურს, მაგრამ აწმყოში წყვილი არ ჰყავს. თუ საქორწინო წვეულების დროს ახალდაქორწინებული წყვილის ბეჭედს ან ბეჭდის ყუთს პირველი შეეხებით, მაშინ მალე საბედისწერო შეხვედრას ელოდეთ.
სასურველია, რომ ბეჭდები მამაკაცმა, მომავალმა ქმარმა იყიდოს: ორი ერთნაირი ბეჭედი ერთ ადგილას და ერთ საათში. მაშინაც კი, თუ ბეჭდების ორივე ერთად არჩევს.
სასურველია, რომ ბეჭდები ერთი მასალის იყოს, ყოველგვარი ნახაზების, წარწერების, ქვების და ინსტრუქციის გარეშე. ის მარტივი და გამძლე უნდა იყოს.
ხოლო, ბეჭედი, რომელსა ნიშნობაზე პატარძალს აძლევენ, შეიძლება იყოს ბრილიანტის ან სხვა ძვირფასი ქვით გაფორმებული. ქორწინებამდე მისი მოხსნა არ ღირს, ამით მტკიცე გადაწყვეტილების დემონსტრირებას მოახდენთ.
დაშვებულია, წინაპრების საქორწინო ატრიბუტების გამოყენება. იგივე ბეჭედი, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათი წინა მფლობელები ქორწინებაში ბედნიერები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში აზრი არ აქვს, ბეჭედთან ერთად ნეგატიური ენერგიაც თქვენზე გადმოვა.