ქარვის მჟავა ანტიოქსიდანტია, რომელსაც ადამიანი უკვე დიდი ხანია იყენებს. ქარვის მჟავა შესანიშნავად არეგულირებს მჟავის ცვლას, ნაბახუსევს აქრობს და ეშმაკი ქალები მას ნაოჭების საწინააღმდეგოდაც კი იყენებენ. თუმცა, დღეს ქარვის მჟავა არა თქვენთვის, არამედ თქვენი სახლის საყვარელი და ლამაზი ორქიდეებისთვის დაგჭირდებათ. როგორც აღმოჩნდა, მათთვის ეს სააფთიაქო საშუალება ცოცხალი წყალივითაა!
მჟავა მცენარის ყველა სტრუქტურაზე მასტიმულირებელ გავლენას ახდენს, მცენარის გულუხვად და ხანგრძლივად ყვავილობას ხელს უწყობს. ერთი სიტყვით, ყვავილების მწარმოებლებისთვის შეუცვლელი დამხმარეა! დღეს მარტივ ხრიკს გთავაზობთ, რომელიც ორქიდეებს მთელი წელი ყვავილობას აიძულებს.
ქარვის მჟავა ორქიდეებისთვის
ორქიდეა სამეფო, მაგრამ ძალიან პრეტენზიული ყვავილია. მიუხედავად იმისა, რომ ყვავილების მაღაზიაში გამყიდველები ამბობენ, რომ სახლის ფალენოპსისი მთელი წელი თავისი ყვავილებით გაგვახარებს, არასწორი მოვლის შემთხვევაში მხოლოდ ფოთლებით აღფრთოვანება მოგიწევთ. აქ კი ყვავილების საყვარელი ქარვის მჟავა დაგეხმარებათ!
უფერო, კრისტალური ნივთიერება, რომელსაც ქარვა, ყავისფერი ნახშირი და ცოცხალი ორგანიზმები შეიცავენ, მცენარეზე მსუბუქ მასტიმულირებელ გავლენას ახდენს და მას ზრდაში ეხმარება. მაღაზიაში ნაყიდი მძიმე სასუქებისა და ფიტოჰორმონებისგან განსხვავებით, ქარვის მჟავა მცენარის ფიზიოლოგიაზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მასში მადას აღვიძებს და ვიტამინების მსგავსად მოქმედებს.
ქარვის მჟავის სარგებელი
1.ქარვის მჟავა ორქიდეას გადატანილი სტრესის შემდეგ (მაგ., გადანერგვა ან ტრანსპორტირება) შესანიშნავად აცოცხლებს.
2.ქარვის მჟავის რეგულარული გამოყენება ყვავილობის პერიოდს ზრდის.
3.მჟავა ფესვების განვითარებას ხელს უწყობს და კალმების გაღვივებას ააქტიურებს.
4.ძალიან მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების შემდეგ ორქიდეას გასაცოცხლებლად მჟავა შეუცვლელია;
5.ქარვის მჟავის გამოყენება ორქიდეების მწვავე პირობების მიმართ მდგრადობას ზრდის.
6.მჟავა ფოთლებს ქლოროფილით გაჯერებაში ეხმარება, რაც ინტენსიურ ზრდას ხელს უწყობს.
7.თავად მცენარეზე დადებითი ზემოქმედების გარდა, ქარვის მჟავა ნიადაგის ხარისხს ზრდის: ის მიკროფლორას აუმჯობესებს, ტოქსიკურ ნივთიერებებს ანადგურებს, ორქიდეის მიერ სასუქის შეწოვას აჩქარებს.
როგორ მოვამზადოთ ხსნარი სასუქისთვის
ქარვის მჟავა როგორც ტაბლეტის, ასევე ფხვნილის სახით იყიდება. შესაბამისად, ხსნარის მომზადების მეთოდი გამოყენებულ ფორმაზეა დამოკიდებული.
1.თუ ხსნარის დასამზადებლად ქარვის მჟავას ტაბლეტის სახით იყენებთ, მაშინ 1 ტაბლეტი ოთახის ტემპერატურის 1 ლ წყალში უნდა გახსნათ. ამასთან, ტაბლეტი ბოლომდე გასახსნელად ჯერ 200 მლ წყალს აურიეთ და შემდეგ დანარჩენ წყალს უმატებენ. ორქიდეას სასუქი მზადაა!
2.ფხვნილის გამოყენების შემთხვევაში 1 ლ სითხეში 1 გრ ქარვის მჟავის ფხვნილი გახსენით.
მნიშვნელოვანია! ასეთი საკვები სასუქი ორქიდეების გამოსაკვებად სასუქის მომზადებიდან 2-3 დღე ვარგისია. ვადის გასვლის შემდეგ სასუქი ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.
გამოყენების მეთოდები:
1.მორწყვა
თუ ორქიდეა კომფორტულ ადგილას არის, ორპირი ქარი და მზის პირდაპირი სხივები არ ხვდება, ყვავილები დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ მორწყათ. წინააღმდეგ შემთხვევაში გირჩევთ, ყვავილები დილით მორწყათ, რომ საღამომდე გაშრეს.
ყვავილები პატარა სარწყავით უნდა მორწყათ: მკვებავი სითხე ნელ-ნელა უნდა მიაწოდოთ, თანდათან ასე ნიადაგის მთელი ზედაპირი უნდა დაფაროთ. როცა ხსნარი ქოთნის ხვრელიდან გამოსვლას დაიწყებს, მორწყვა შეწყვიტეთ.
2.ფოთლების მოვლა
ორქიდეას ფოთლები სასურველია დილით ან დღის მონაკვეთში გაწმინდოთ. ქარვის მჟავის ხსნარში ბამბის ქსოვილი ან ბამბის დისკი დაასველეთ და ფოთლების გაწმენდა დაიწყეთ. შეგიძლიათ როგორც შიდა, ასევე ორივე მხარე გაწმინდოთ. ხსნარის ზედმეტი ნარჩენები რომ მოაშოროთ, 2 დღის შემდეგ ფოთლები ჩვეულებრივი წყლით გაწმინდეთ.
3.ფესვების სისტემის მოვლა
ფესვების დამუშავება, როგორც წესი, ორქიდეას გადანერგვამდე ხდება. ფესვების ზრდის სტიმულაციისთვის მცენარის ფესვები ქარვის მჟავის ხსნარში 30 წუთით ჩადგით. თუ მცენარეს სასწრაფოდ აღდგენა სჭირდება, ფესვები ხსნარში 2-2,5 საათით დატოვეთ.
ამის შემდეგ, ფესვები კარგად გააშრეთ, შემდეგ კი ყვავილის გადანერგვას შეუდექით. ასეთი მკვებავი პროცედურის შემდეგ ფესვები შესამჩნევად გააქტიურდება, ხოლო კოკრებიდან ყვავილები სწრაფად გაიშლება.
4.ორქიდეას გაცოცხლება ფესვების გარეშე
მცენარე რომ სიკვდილისგან იხსნათ, მისი ყლორტები და ფოთლები ყოველდღიურად ქარვის მჟავის კონცენტრირებული ხსნარით (4 ტაბლეტი 1 ლ წყალში) დანამეთ, სასურველია დილით. ამისთვის პულვერიზატორი გამოიყენეთ და არ შეგეშინდეთ გადაჭარბების, ყვავილი მხოლოდ იმდენს მიიღებს, რამდენიც საჭიროა.
და რაც ყველაზე მთავარია – ორქიდეა ქარვის მჟავის ხსნარით 20-30 დღეში მხოლოდ ერთხელ უნდა დაამუშაოთ. სასუქის მუდმივად გამოყენება გონივრული არაა, რადგან ყვავილებს ასეთი დიდი რაოდენობით სასუქის მიღების უნარი უბრალოდ არ გააჩნიათ. ეს თეთრებად ღირებული სასუქი გამოიყენეთ და თქვენი სახლის ლამაზმანი ლამაზი და ხანგრძლივი ყვავილობით გაგახარებთ.