10+ ტრენდული ვარცხნილობა და თმის შეღებვის მეთოდი, რომლებიც 2019 წელს მეგაპოპულარული იქნება

0
1191
10+ ტრენდული ვარცხნილობა და თმის შეღებვის მეთოდი, რომლებიც 2019 წელს მეგაპოპულარული იქნება
10+ ტრენდული ვარცხნილობა და თმის შეღებვის მეთოდი, რომლებიც 2019 წელს მეგაპოპულარული იქნება

თუ 2019 წელს ცვლილებები გსურთ, შეიძლება ყველაზე მარტივი და გასართობით დაიწყოთ: თქვენი იმიჯში რაღაც შეცვალეთ. მაგ., თმის ფერი. არჩევანი მრავალფეროვანია. 2019 წელს პოპულარული იქნება როგორ დემოკრატიული ბუნებრივი ფერები, ასევე შეუდარებელი ყვავილოვანი ფერები. ასევე შეგიძლიათ ვარცხნილობა შეიცვალოთ: ტრენდშია პიქსის და ბობის ახალი ვარიანტებია, ძველი, კეთილი რეტრო აჩეჩილის და სველი დავარცხნილის სახით ბრუნდება.

დღეს სოციალური ქსელის Instagram-ის ყველაზე ცნობილი და მოდური ადამიანები შევისწავლეთ და გავიგეთ, თუ რა ფრად შეღებვა და როგორი ვარცხნილობა არის რეკომენდებული. დაათვალიერეთ და გაითვალისწინეთ

Babylights და Air Touch

Babylights – შეღებვის ვარიანტი, რომლის დროსაც თმის მხოლოდ პატარა ნაწილი იღებება, ჩვეულებრივ სახესთან და ბოლოებში. იდეალურია მათთვის, ვინც კარდინალური ცვლილებებისთვის მზად არ არის, მაგრამ იმიჯის ოდნავ განახლება სურს. „ბეიბილაითი“ თქვენ დასვენებულ იერს შეგძენთ, თითქოსდა კურორტიდან ახლახანს დაბრუნდით, სადაც თქვენი თმა მზეზე ყოფნისგან ოდნავ გახუნდა. შეღებვის დროს მთავარი წესი: მნიშვნელოვანია, რომ გაღიავებული თმის ნაწილი დანარჩენი თმის ფერისგან მაქსიმუმ 2-3 ტონით ღია იყოს, ასე საკმაოდ ბუნებრივი იქნება.

მეორე მეთოდი თმის მსუბუქი და ღია შეფერილობის მისაღებად და თმის ნაკლებად დაზიანების გარეშე – ძალიან პოპულარული ტექნიკა Air Touch (ჰაერის შეხება). ოსტატი ჰაერის ნაკადს თმისკენ ისე მიმართავს, რომ ახალი პატარა თმა გრძელი თმისგან დააცალკეოს. მხოლოდ დარჩენილი გრძელი თმა იღებება. ეს ტექნიკა ნებისმიერი ვარცხნილობის, სტრუქტურის და თმის ფერის დროს გამოგადგებათ, განახლება 4-5 თვეში დასჭირდება, ამიტომ ფერადი თმის მოყვარულებს შორის ძალიან პოპულარულია.

თაფლისფერი ბრონდი

ბრონდი (ინგ., brown + blond – ყავისფერი + ქერა) – ეს ფერადი შეღებვაა, რომლის დროსაც ღია და მუქი ტონების შეხამება ხდება. შედეგად თმა ბევრად უფრო სქელი, მოცულობითი ხდება და ფერები ერთმანეთში ლამაზად გადადის. 2019 წელს ტრენდში თაფლისფერი ბრონდი იქნება – რბილი ნათელი-წაბლისფერი ბაზა ოქროსფერი-თაფლისფერი ნათებით. ჩერინ ჩოი, ლოს-ანჯელესის კოლორისტი თვლის, რომ ოქროსფერი დეტალები ნებისმიერ ბაზაზე ლამაზია: ქმნის ილუზიას, რომ სანაპიროზე მშვიდი კვირა გაატარეთ. ბრონდი ნებისმიერი ფერის კანს ესადაგება, ამასთან რთული მოვლა არ სჭირდება.

Baby blonde და “ქოქოსის თმა“

ქერა თმის ყველა სახის შეფერილობა კვლავ ტრენდულია. განსაკუთრებით ბუნებრივი ფერი. მაგ., Baby Blonde, ისეთი ნათელი ფერის თმა, როგორიც ბავშვებს აქვთ, ან Nude blonde, ნატურალური შეფერილობა, რომელიც ღია ყავისფერთან ახლოს არის. ასევე პოპულარულია ოქროსფერი ფერი თაფლისფერი შეფერილობით – Honey blonde. “ყინულოვანი, უფერო ქერა ადგილს ჯანსაღ ოქროსფერს უთმობს და თმა ამ ცვლილების გამო მადლობას გეტყვით“ – გვპირდება კოლორისტი, სინტია დირსენი.

კიდევ ერთი ულტრათანამედროვე ტრენდი დასავლეთიდან, რომელიც ქერა თმაზე მეოცნებე მუქი ფერის თმის მფლობელებს გამოადგებათ. ე.წ ქოქოსის თმა ან თმა შემწვარი ქოქოსის ფერში  Toasted Coconut. მუქი ფერის ძირებიდან თმა ბუნებრივად მაქსიმალურად ღია ფერის ბოლოებში გადადის. 2019 წელს სტილისტები გირჩევენ გაზრდილ თმის ძირზე დიდად არ ინერვიულოთ, ან პირიქით სპეციალურად გამოყოთ. მუქი ფერის ძირი თმას მოცულობას მატებს და მსუბუქ მოდურ ელეგანტურობას მატებს.

ყავის ელფერები და ცივი ბურახის ფერი

„ყავისფერი შეფერილობა 2019 წელს ძალიან პოპულარული იქნება, განსაკუთრებით გაზაფხულზე“ – თვლის ტოპ-სტილისტი, ჯოელ უორენი. ფანტაზიისთვის აქ დიდი სივრცე გაქვთ: გაჯერებული მუქი-ყავისფერი ფერიდან დაწყებული, რომელიც ძლიერ ესპრესოს მოგაგონებთ, დამთავრებული ცივი და გარდამავალი ფერებით, რომელიც ნაყინის ყავას ჰგავს.

კიდევ ერთი აქტუალური ტრენდი – Cold Brew, რომელიც ყინულიანი ბურახის ფერს ჰგავს. აქ მუქი-ყავისფერ საფუძველს მოწითალო ფერები ემატება. მდიდარი ღია შეფერილობა მიიღება/

მელნისფერი შავი და გარდამავალი ნაცრისფერი

შავი ფერი კვლავ მოდაშია, მაგრამ ფრთხილად იყავით: ეს უკვე მშრალი ფერი არაა, როგორც სკოლის დროს იღებავდით. აირჩიეთ ღრმა თბილი სპექტრის ფერები, მაგ., ცხელი შოკოლადი მსუბუქი წითელი ან იისფერი ქვეტონებით. „რაც ყველაზე მთავარია – დარწმუნდით, რომ თმა გლუვია და ბზინავს, რადგან მშრალ თმას არავინ იღებავს“ – შეგვახსენებს ფრედ კონნორსი, კოლორისტი ნიო-იორკიდან.

გახსოვდეთ, რამდენიმე წლის წინ მოდაში „ბებიას თმები“ იყო, რომელიც ჭაღარის იმიტაციას წარმოადგენდა. ეს ტრენდი კვლავ მოდაშია, მაგრამ გარკვეული ცვლილებებით: ახლა უპირატესობა ენიჭება მშვიდ, დამჯერ ნაცრისფერს, ამასთან თმის მთელი სიგრძე არ იღებება. სტილისტი ბრიტ უაიტი გვაფრთხილებს, რომ ვერცხლისფერ შეფერილობას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თმამ ცივი ფერი რომ შეინარჩუნოს, იისფერი პიგმენტის მქონე შამპუნი უნდა გამოიყენოთ, რომელიც სიყვითლეს ანეიტრალებს.

ღრმა მწვანე

ფერადი შეფერილობა კვლავ ჩვენთან არის. წელს უპირატესობა დამჯერ ფერებს ანიჭებენ. მთავარი ფავორიტი – ღრმა ზურმუხტისფერი მწვანე, მინის ბოთლის ფერია. „ეს ნამდვილად ჩემი საყვარელი ფერია, ძალიან მოდური და სადღესასწაულოა ზამთარში, განსაკუთრებით ოქროსფერი, ღვინისფერი და ყავისფერი შეფერილობის ტანსაცმელთან შეხამებული“ – თვლის სტილისტი, ლიზა უაიტმენი.

ვარდისფერი და იასამნისფერი პალიტრა

2019 წელი ვარდისფერის ყველა სახის შეფერილობით გვახარებს. ეს არის ბლონდი მსუბუქი ვარდისფერი ტონით და გაჯერებული ვარდისფერი და „მარწვისფერი თაფლი“. ასეთი ნაზი ფერის თმით ნამდვილ პრინცესად გადაიქცევით.

„2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის“ კოლექციაში ბევრი დიზაინერი ვარდისფრად შეღებილ მოდელებს იყენებს. „უპირატესობა მიანიჭეთ პასტელურ ფერებს  – ეს ვარდისფერის „ზრდასრული“ ვარიანტია. ნებისმიერი ფერის კანს მოუხდება, ძალიან თანამედროვე და ელეგანტურია“ – გვირჩევს ადამ რიდი, სტილისტის L’Oreal Professional.

ასევე პოპულარულია იასამნისფერი და მეწამული ფერები, განსაკუთრებით ლავანდას ფერი. მთავარი წესი – არა ძალიან ნათელი, არამედ დინამიური. შეგიძლიათ მუქი ფერის ბაზას შეუხამოთ.

ცისფერი პალიტრა

და რას იტყვი საყვარელი ჯინსის ფერზე? ასეთიც არსებობს. ჯინსი მოდიდან არასდროს გადადის, ასე რომ შეგიძლიათ ჯინსის მსგავსი სიგიჟე თმაზე სცადოთ. ლურჯი და ცისფერი ფერები, რომელიც ჯინსის ქსოვილს ჰგავს ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა. თუ თქვენ ცივი ვარდისფერი კანის ფერი გაქვთ, აირჩიეთ ცივი შეფერილობა, ხოლო თუ თქვენი კანი ზეითუნის ან მოყვითალო ფერისაა, უფრო გაჯერებული ფერი აირჩიეთ მწვანე შეფერილობით: ფირუზი, პიტნა, ზღვის ტალღისფერი.

რა თქმა უნდა, ასეთი ფერის მიღება მარტივი არაა, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. თუ რისკზე წასვლა გაშინებთ, შეგიძლიათ მხოლოდ ბოლოების შეღებვით დაიწყოთ.

„ბენზინის ლაქები“

ყველაზე ექსტავაგანტული მოდის კოლორიტები გირჩევთ სიახლეს – Oil Slick Hair. თმა ბენზინის ლაქის ეფექტი. ყველამ იცის, თუ როგორ გამოიყურება გუბე, რომელშიც ბენზინი მოხვდა: ლამაზი სხვადასხვა ფერი ერთმანეთში გადადის. ასე რომ, ასეთი „გუბე“ შეგიძლიათ საკუთარ თმაზეც სცადოთ. ძალიან მოდურია.

მსგავსი შეფერილობა განსაკუთრებით მაგარი მუქი ფერის თმაზეა. მისი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თმის წინასწარ ერთ ფერში შეღებვა არ სჭირდება, როგორც ეს ღია ფერის შეფერილობის მიღების დროს არის საჭირო. ასე რომ, თმას ნაკლებ ზიანს მიაყენებთ.

ეს საკმაოდ რთული შეღებვის ტექნიკაა, ამიტომ მხოლოდ პროფესიონალს მიმართეთ. ოსტატს სურათი ანახეთ, რისი მიღებაც გსურთ, თუ მას ეჭვი გაუჩნდა, თავიდან მხოლოდ რამდენიმე ზოლი შეიღებეთ.

ბონუსი:2019 წლის პოპულარული ვარცხნილობა

1.დაგრძელებული პიქსი

2.კარე-ბობი ჩოლკით

3.ტალღები

4.დიდი აქსესუარები

5.რეტრო:სველი დავარცხნა და აჩეჩილი

წელს თქვენ როგორ ვარცხნილობას და თმის ფერს ირჩევთ?

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი