რისთვის არიან დაბადებულნი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი? 90%-იანი სიზუსტით ახსნა

4232
რისთვის არიან დაბადებულნი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი? 90%-იანი სიზუსტით ახსნა
რისთვის არიან დაბადებულნი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი? 90%-იანი სიზუსტით ახსნა

თითოეული ადამიანის ცხოვრებისეული გზა ბევრ რამეში დამოკიდებული არის თანავარსკვლავების განლაგებაზე, რომლის ქვეშ ადამიანი დაიბადა. სწორედ ამიტომ საკუთარი დანიშნულების გაგება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგიძლიათ.

მოდით ერთად გავიგოთ, რისთვის არიან დაბადებულნი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი. აი განმარტება.

ვერძი (21 მარტი -19 აპრილი)

ვერძი სახიფათო მოწინააღმდეგეა, მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ. მათი სიჯიუტის და შეუპოვრობის შეიძლება მხოლოდ გშურდეთ. ეს თვისება ვერძს დასახული მიზნის მიღწევაში ეხმარება და ზუსტად იციან, თუ რა სურთ

შეყვარებული ვერძი ძალიან ნაზი და მოსიყვარულეა, ამავდროულად ცეცხლოვანი და ვნებიანი. საკმაოდ უცნაური კომბინაცია, არა? ვერძი ერთ-ერთი საუკეთესო საყვარელია! თუ შესაძლებლობა გექნებათ, ამაში თავად დარწმუნდით.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

კუროს წამიერი რომანი არ აინტერესებს. ის სერიოზულ და ხანგრძლივ ურთიერთობას ეძებს. კურო შუა გზაზე არ ჩერდება. მათთვის მიზნის მიღწევა იქნება ეს სამსახურში, თუ სიყვარულში პრინციპულად მნიშვნელოვანია.

მათი მთავარი თვისება არის თავდაჯერებულობა. კურო მოთმინებით ელოდება, როცა მსოფლიო მის ფეხქვეშ გაეგება. დროთა განმალობაში ასეც ხდება! კურო შესანიშნავი მშობელი და მეუღლე არის!

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

ტყუპები ორმხრივობით გამოირჩევა. ისინი ენამხვილები და შრომისმოყვარეები არიან, მდიდარი ფანტაზია და საიდუმლო მიზიდულობა გააჩნიათ. მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთი შეხედვით ადამიანს თავი შეაყვარონ.

ტყუპების რჩევა შეიძლება უსარგებლო და სულელური მოგეჩვენოთ, მაგრამ დრო მოვა და დარწმუნდებით, რომ მისი მოსმენა ღირდა. ტყუპები ნდობას იმსახურებენ, შეგიძლიათ რთულ დროს მისი იმედი გქონდეთ.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბისგან სითბოს და სახლის სიმყუდროვე მოდის. „ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად და ერთ დღეს დაიღუპნენ“ – აი, რაზე ოცნებობენ კირჩხიბები. თუ მათ უყვართ, მხოლოდ ხანგრძლივად.

კირჩხიბს წარმოუდგენელი ქარიზმა აქვს და არა ერთი, არამედ რამდენიმე ნიჭი. მათი შრომისმოყვარეობის შეიძლება მხოლოდ გვშურდეს. მათ ნებისმიერი საქმის შესრულება შეუძლიათ. ერთი შეხედვით შეიძლება ჩაკეტილი და მორცხვი ადამიანი გეგონოთ, მაგრამ „სწორ“ სივრცეში საკმაოდ აშვებულად იქცევიან.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

ისინი მმართველებად არიან დაბადებულნი. თუ ლომს „თეთრი გზა“ აქვს, იღბალი ხელში თავად უვარდება, ხოლო თუ „შავი გზა“ აქვს, ისინი დეპრესიაში ვარდებიან და თვითკრიტიკით კავდებიან.

ლომი ვნებიანი და ძლიერი არსებაა. მათ ბრძნულ რჩევას უნდა მოუსმინოთ. მათთან ნებისმიერი წვეულება დაუვიწყარი გახდება. ლომი შესანიშნავი საყვარელია. ამაში დარწმუნების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

ქალწულის შესანიშნავი თვისებებია ერთგულება და ვნებიანობა. უბრალოდ ეცადეთ მას გზა გადაუღობოთ! ქალწული მზრუნველი, შრომისმოყვარე და საიმედო ადამიანია. მათ მოსმენა და ბრძნული რჩევის მიცემა შეუძლიათ. საუბრის მხარდაჭერის უნარში მათ თანაბარი არ ჰყავთ.

ქალწული არასდროს მოატყუოთ! მისგან მეორე შანს ვერ მიიღებთ. თუ თქვენს ცხოვრებაში ქალწული გამოჩნდა, მას ხელი ჩასჭიდეთ. ისნ ნებისმიერი სირთულის დროს დაგეხმარებათ, რთული მდგომარეობის დროს დახმარების ხელს გამოგიწვდით.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ბალანსის პოვნა – აი, რისკენ მიისწრაფვის სასწორი. დედამიწაზე ყველაზე ნათელი ადამიანები არიან. მათთან ურთიერთობას დიდხანს დაიმახსოვრებთ. სასწორი შეიძლება ძალიან მომთხოვნი იყოს. ეს პერიოდი უნდა გადალახოთ.

სასწორი ცდილობს დროს ფეხი აუწყოს. ძალიან ხშირად მშვენიერ განწყობაზე არიან. სასწორი ოპტიმიზმით აღსავსე, საიმედო და ერთგული ადამიანია. მათან ურთიერთობა საინტერესო და მსუბუქია.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

მორიელი თავისკენ გიზიდავთ. მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც სხვების ძალებს აღემატება. ისინი მომხიბვლელი არსებები არიან წარმოუდგენელი იუმორის გრძნობით და მყარი ნერვებით. მათი სექსუალურობა ჭკუაზე გადაგიყვანთ.

მორიელი ფულის მიმართ გულგრილი არ არის, უფრო სწორად ბევრი ფულის მიმართ. უპირატესობას ხანგრძლივ ურთიერთობას ანიჭებენ, მაგრამ მსუბუქ ფლირტზეც უარს არ ამბობენ. მორიელი ცხოვრობს დევიზით „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

ერთგულება და საიმედოობა – მშვილდოსნის მეორე სახელია. მათგან შესანიშნავი მშობლები გამოდიან, მაგრამ მათთან ცხოვრება ძალიან რთულია. თითოეული კამათი დიდ სკანდალში გადადის. მშვილდოსანი ღრუბლებში იშვიათად დაფრინავს – სასწაულების პრაქტიკულად არ სჯერა.

მშვილდოსანი მიწიერი და პრაქტიკული ადამიანია. მათი ამოცანაა – სახლის აშენება, ბავშვის გაზრდა და ხის დარგვა. მათ ახლობლებსა და ნათესავებზე ზრუნვა და მათთვის სტაბილურობის შეგრძნების მინიჭება შეუძლიათ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

მისგან ყველაფერს უნდა ელოდოთ. თხის რქა მშვიდი არსებაა მყარი ნერვებით და წარმოუდგენელი ნებისყოფით. მიზნისკენ ჯიუტად მიისწრაფვიან. მისთვის გზის გადაღობვას არავის ვურჩევ. ამასთან თხის რქა ერთგული მეგობარი და შესანიშნავი მოსაუბრეა.

შეიძლება ჩაკეტილი მოგეჩვენოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. მას დრო მიეცით და დაინახავთ წარმოუდგენლად მიმზიდველ პიროვნებას მდიდარი შინაგანი სამყაროთი.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

შრომისმოყვარე და საიმედო – აი, მერწყულის დამახასიათებელი თვისებები. მათ საკუთარი თავის ფასი იციან. შეგიძლიათ ნებისმიერი საიდუმლო ანდოთ. მერწყული ჭორებს არ გაავრცელებს და არარსებულს არ მოიფიქრებს.

საწოლში თანასწორი არ ჰყავთ, მათი როლი – დომინანტია, უყვართ მრჩევლის და მასწავლებლის როლი. მერწყული სამართლიანობისთვის მებრძოლია. თუ ამოცანა მათ ღირსებას ეხება, აუცილებლად შურს იძიებენ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ახლობლების და ნათესავების წრეში თევზები თავს თავისუფლად და მსუბუქად გრძნობენ, მაგრამ უცნობის გამოჩენისთანავე იკეტებიან, დაკვირვებას იწყებენ. თევზი საყვარელ ადამიანს ზრუნვით და სიყვარულით ავსებს.

აი თევზთან კამათს არ გირჩევთ. მათ გადარწმუნებას ვერ შეძლებთ. ადამიანებს გამჭოლი თვალით ხედავენ, ინტუიცია შესანიშნავად აქვთ განვითარებული. თევზები გარეგნობას ყურადღებას აქცევენ, შეუძლებელი არ შეამჩნიოთ.

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათებას ეთანხმებით? გსურთ რაიმეს დამატება?