6 ულამაზესი სოფელი, რომელიც პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა მოინახულოთ.

0
603
6 ულამაზესი სოფელი
6 ულამაზესი სოფელი

ბოლო დროს ფრაზა “მივატოვო ყველაფერი და გადავსახლდე სოფელში” ნამდვილ იდეაფიქსად და ოცნებად იქცა ჩვენებური მეგაპოლისების უამრავი მკვიდრისთვის. რაღათქმაუნდა დიდი ქალაქების საოცარ რიტმში ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი გამოუყენებლად გადის, რადგან წარმატებისა და გამდიდრების დევნაში ვერც კი ვამჩნევთ როგორ ანაცვლებენ წლები ერთმანეთს. თუკი თქვენ ძალიან დაიღალეთ და გადაწყვიტეთ უარი თქვათ ცივილიზაციის უპირატესობებზე, მაშინ სწორედაც დროა გაეცნოთ ვივიენისს მიერ მომზადებულ, მსოფლიოს ყველაზე ფერწერული და მყუდრო სოფლების რეიტინგს, იქ თქვენ აუცილებლად დაგხვდებათ სუფთა ჰაერი, ლამაზი ბუნება, ჯანსაღი პროდუქტები და კეთილშობილი მეზობლები.

მარსაშლოკი, მალტა

მარსაშლოკი, მალტა
მარსაშლოკი, მალტა

მალტაში მდებარე ეს კოლორიტული მეთევზეთა სოფელი სადაც ყველა სახლი ყვითელი ქვიშით არის ნაშენები წყალთან არის მჭიდროდ განლაგებული, მათ შორის მხოლოდ ვიწრო გზა რჩება (სანაპიროს ზოლი) ფეხით მოსიარულეთათვის და მცირერიცხოვანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 3 ათას ადამიანს შეადგენს, ძირითადი სამუშაო არის თევზჭერა და მისი გაყიდვა. ამიტომ თუკი თქვენ ცხოვრება არ შეგიძლიათ ზღვის დელიკატესების გარეშე, თქვენ უეჭველად მოგეწონებათ ეს ადგილი.

ალბერობელო, იტალია

ალბერობელო, იტალია
ალბერობელო, იტალია

ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს ამ ადგილს, რათა საკუთარი თვალით იხილონ 1 400 სახლისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც იუნესკოს მიერ აღიარებულია ისტორიულ და ჰუმანიტარულ მემკვიდრეობად. ამ სახლების უნიკალურობას წარმოადგენს მშენებლობები მშრალი კედლებით (ცემენტის გარეშე). ან სახკებშუ გკეხებუ ცხოვრობდენ, ახლა კი მათი შთამომავლობები წარმოადგენენ ადგილობრივ მოსახლეობას. ეს ადგილი ერთხელ მაინც უნდა მოინახულოთ იმისთვის მაინც, რომ შეიგრძნოთ გასაოცარი ატმოსფერო და დატკბეთ იტალიური სტუმარ-მასპინძლობით.

სიმიან ლა როტონდა, პროვანსი, საფრანგეთი

სიმიან ლა როტონდა, პროვანსი, საფრანგეთი
სიმიან ლა როტონდა, პროვანსი, საფრანგეთი

ამ სოფელის მთავარ ღირსშესანშნაობას წარმოადგენს – აგუს(Château des Agoult) ციხესიმაგრე რომელიც XII საუკუნით თარიღდება. ფერწერულ სურათს ავსებს ანტიკური მუსიკის საზაფხულო ფესტივალები, ლავანდის მინდვრები, ალპები, ხმეთაშუა ზღვის სამზარეულო და პროვანსის მომხიბვლელობა.

ჰალშტატი, ავსტრია

ჰალშტატი, ავსტრია
ჰალშტატი, ავსტრია

თუ თქვენ ჩვენი გვერდებიდან რომელიმეს მომხმარებელს წარმოადგენთ აუცილებად შეამჩნევდით ჩვენი რედაქციის სიმპათიას ამ საოცარი სოფელის მიმართ. როდესაც თქვენ აქ პირველად მოხვდებით აუცილებად დაგეუფლებათ შეგრძნება, რომ ნამდვილ ზღაპარში იმყოფებით! სათამაშოების მსგავსი ფერადი სახლები, რომელიც მთის ფერდობზე რამოდენიმე იარუსად არიან განლაგებულები, ზურმუხტისფერი ტბა ჰალშტატერზე, სამეფო გედები, ალპები უბრალოდ გაჯადოვებს და გაიძულებთ ირწმუნოთ სასწაულები.

ბიბური, დიდი ბრიტანეთი

ბიბური, დიდი ბრიტანეთი
ბიბური, დიდი ბრიტანეთი

თუ თქვენ ჰარი პოტერის თაყვანისმცემელი ხართ (და ყოველივესი რაც ამ პერსონაჟს უკავშირდება), მაშინ თქვენ აუცილებლად ღირსეულად შეაფასებთ ბიბურის,რომელიც სრულად სამართლიანად ითვლება ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ, ფერწერულ და უხუცეს დასახლებად. ამ სოფელში, სადაც მიმდინარეობდა ფილმის “ბრიჯიტ ჯონსის დღიურების” გადაღება, ყოველწლიურად იკრიფებიან პოეტები, მხატვრები და კინომატოგრაფიის წარმომადგენლები რათა მოიძიონ შთაგონება და შექმნან მორიგი შედევრი.

გიტჰორნი, ჰოლანდია

გიტჰორნი, ჰოლანდია
გიტჰორნი, ჰოლანდია

ნიდერლანდების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სოფელი, მას ასევე იცნობენ ჰოლანდიური ვენეციის სახელით. ის განლაგებულია 7,5 კილომეტრი სიგრძის მქონე ფერწერული სილამაზის წყლის არხებზე. დასახლებში რომელიც ჯერ კიდევ 1230 წელს დაარსდა, ყველა სახლი განლაგებულია კუნძულებზე და შეერთებული არიან ხის ხიდებით. ეს საოცრად რომანტიული ადგილია, დარწმუნებული ვარ თქვენ უბრალოდ აღარ მოგინდებათ მისი დატოვება.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი