9 ცხადი ნიშანი, რომ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია

7497
9 ცხადი ნიშანი, რომ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია
9 ცხადი ნიშანი, რომ ორგანიზმს მაგნიუმი აკლია

თუ რეგულარულად დაღლილობას გრძნობთ, დროდადრო თვალი გიციმციმებთ ან კუნთოვანი სპაზმი გაქვთ, სავარაუდოდ, მიზეზი მაგნიუმის ნაკლებობაში მდგომარეობს. მაგნიუმი ორგანიზმში ბევრ პროცესებზე არის პასუხისმგებელი. მისი დეფიციტი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და შეიძლება სერიოზული დაავადება გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ სხეულის მიმართ ყურადღებით უნდა იყოთ, რომ პრობლემა დროულად აღმოაჩინოთ.

ჩვენ თქვენი დახმარება გვსურს და ამიტომ მაგნიუმის დეფიციტის ყველაზე მთავარი ნიშნები შევაგროვეთ.

1.ტკბილეულის მიღების სურვილი

ტკბილეულის მირთმევის მწვავე სურვილი ორგანიზმში ზოგიერთი მინერალის, მათ შორის მაგნიუმის, ნაკლებობას მიუთითებს. ჯანმრთელ ადამიანებს შორის ტკბილეულის მიღების უეცარი სურვილი ხშირად ქალებს მენსტრუაციის დროს, ხოლო სპორტსმენებს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ აქვთ.

ორივე შემთხვევაში ორგანიზმიდან მაგნიუმი დიდი რაოდენობით გამოდის, რის გამოც შაქრის მიღების სურვილი გიჩნდებათ.

2.კუნთების ტკივილები და სპაზმები

კუნთების გაშეშება და სპაზმები შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. თუ ისინი ხშირად მეორდება, მაშინ ეს მაგნიუმის ნაკლებობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი არის. მათ მოშორებას არა მხოლოდ ამ ელემენტის აღდგენით, არამედ კომპლექსურად B, E და D ვიტამინების მიღებით შეძლებთ.

ორგანიზმში ამ მიკროელემენტის რაოდენობის შესამოწმებლად ექიმს მიმართეთ. კუნთოვანი დაძაბულობის სწრაფად მოსახსნელად კი მტკივნეული ადგილი წრიული მოძრაობით დაიმასაჟეთ.

3.უძილობა

მაგნიუმის დეფიციტი ხშირად უძილობას იწვევს. ეს ნივთიერება ტვინის მოდუნებასა და მშვიდად დაძინებაზე არის პასუხისმგებელი. თუ მაგნიუმის დეფიციტი გაქვთ, „რელაქსაციის ფუნქცია“ ირღვევა.

დაძინებას ხელზე უშლის კრუნჩხვებიც, რომელზე ზემოთ ვისაუბრეთ. მედიცინაში მას „მშფოთვარე ფეხის სინდრომს“ უწოდებენ. დაძინების და ძილის დროს ქვედა კიდურების კრუნჩხვა ხდება, რის გამოც ძილის ხარისხი მნიშვნელოვნად უარესდება.

4.ძვლების ტკივილი

მაგნიუმის დეფიციტი დროთა განმავლობაში მოტეხილობის, ძვლის ამოვარდნის და ძვლებთან და სახსრებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებს იწვევს. ამის მიზეზი – კალციუმის დონის შემცირება არის, რომელსაც მაგნიუმის დეფიციტი იწვევს. კალციუმი კი, თავის მხრივ, ძვლების ჯანმრთელობისთვის გვჭირდება.

5.მჟავე რეფლუქსი

მაგნიუმის დეფიციტის დრო დაუმუშავებელი საკვები და კუჭის წვენი უკან პირის ღრუში ბრუნდება. რის გამოც წვის შეგრძნება გვაქვს, რასაც გულძმარვას უწოდებენ.

6.აპათია და სტრესი

მაგნიუმი ნერვული სისტემის ნორმალური მუშაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის ორგანიზმის მოდუნებაზე არის პასუხისმგებელი. მისი ნაკლებობის შემთხვევაში ადამიანს დამშვიდება უჭირს, მუდამ სტრესს და დაძაბულობას განიცდის. დროთა განმავლობაში შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.

7.შეკრულობა

შეკრულობას ბევრი მიზეზი აქვს: სტრესიდან დაწყებული უჯრედისით ნაკლებობით დამთავრებული. და ერთ-ერთი მიზეზი მაგნიუმის ნაკლებობაა. როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, ის ორგანიზმის მოდუნებაზე არის პასუხისმგებელი. ეს მათ შორის საჭმლის მომნელებელ სისტემას ეხება. ამ მინერალის ნაკლებობის გამო ნაწლავების ზოგიერთი ფუნქციის მუშაობა ირღვევა, რაც შეკრულობას იწვევს.

8.დაღლილობა

სხეულის უჯრედებში ენერგია მაგნიუმის დახმარებით გროვდება. მისი ნაკლებობის შემთხვევაში უჯრედები აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო ენერგიის გამომუშავებას ვერ ახერხებს. ამის გამო ადამიანს უჩნდება სიმპტომები, როგორიცაა სწრაფი დაღლილობა, მუდმივი დაღლილობა, აპათია და სიზარმაცე.

9.ძლიერი თავის ტკივილები

სასარგებლო ნივთიერებების ქრონიკული დეფიციტი ძლიერ თავის ტკივილს იწვევს. ტკივილის ლოკაციის მიხედვით შეიძლება მიხვდეთ, თუ ადამიანს რომელი ორგანიზმი აკლია – A, B, C, თუ D. მიკროელემენტის ნაკლებობის შემთხვევაში ტკივილის მხოლოდ ერთ ნაწილში ლოკალიზაცია არის დამახასიათებელი.

მაგნიუმის დეფიციტის დროს ტვინის სისხლძარღვები სწრაფად ფართოვდება და ვიწროვდება, რაც უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. მაგნიუმის დონის აღდგენა სისხლძარღვების მუშაობას აღადგენს და თავის ტკივილს აქრობს.

რომელი პროდუქტები შეიცავენ მაგნიუმს?

ბევრ ადამიანს მაგნიუმის ნაკლებობა არასწორი კვების და მავნე ჩვევების გამო უჩნდებათ. სწორად შერჩეული დიეტა ამ ნივთიერების დღიურ ნორმას აღადგენს.

ქვემოთ მოცემული პროდუქტები ორგანიზმში მაგნიუმის დონეს გაზრდიან:

  • მარცვლეული
  • კაკალი
  • ახალი ხილი და ჩირი
  • მწვანილი
  • თევზი

თქვენ შეგიმჩნევიათ ორგანიზმში მაგნიუმის ნაკლებობა? ამ უსიამოვნო სიმპტომების გაქრობაში რა დაგეხმარათ? გთხოვთ, თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ.