ავოკადო და ბანანი – ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და დაბერების პროცესის შესაფერხებლად

1488
ავოკადო და ბანანი - ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და დაბერების პროცესის შესაფერხებლად
ავოკადო და ბანანი - ჯანმრთელობის გასაძლიერებლად და დაბერების პროცესის შესაფერხებლად

ინსულტის და გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად დღეში ერთი ბანანის ან ავოკადოს ნაყოფის მიღება საკმარისი არის. უმჯობესია ერთდროულად. ეს ალაბამის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს და დაამტკიცეს.

პროდუქტები, რომლებიც გულისთვის სასარგებლოა

როცა ბანანი და ავოკადო ერთიანდება და ერთად ღებულობთ, ორგანიზმი საკვები ნივთიერებებით სრულყოფილად ივსება და ორგანიზმისთვის წარმოუდგენელი სარგებელი მოაქვს.

1.ვიტამინები და მინერალები

ავოკადოც და ბანანიც მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და სხვა უნიკალური ნივთიერებებით. ბანანი A,E,B6 ვიტამინებით, მანგანუმი და სპილენძი. კალიუმის შემცველობით თანასწორი თითქმის არ ყავთ. ბანანი ასევე შეიცავს რამდენიმე ანტიოქსიდანტს, რომლებიც ორგანიზმის დაბერების პროცესს აფერხებენ.

ბანანის ხილი რბილ, ადვილად ათვისებად უჯრედებს შეიცავს მარტივი შაქრით – ფრუქტოზით და საქაროზით. ბანანი სხეულს ენერგიით სწრაფად ავსებს. ბანანის ამ თვისებას სპორტსმენები აქტიურად იყენებენ.

ავოკადო ასევე მდიდარია ვიტამინებით, ასევე შეიცავს C ვიტამინს, B ჯგუფის ვიტამინებს, A პროვიტამინს, PP და D ვიტამინებს, E ვიტამინის შემცველობით ლიდერობს, რომლებიც უჯრედებს დაბერებისგან იცავს და მათ ჟანგბადით გამდიდრებას ხელს უწყობს.

ზეთოვან ხილში მინერალური ნივთიერებები ფართოდ წარმოდგენილია: კალიუმი (ავოკადოში უფრო მეტია, ვიდრე ბანანში), ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, რკინა და სხვა.

2.გულის ჯანმრთელობისთვის

კვლევის თანახმად, ყოველწლიურად 800 ათასზე მეტი ადამიანი გულის დაავადების, უეცარი ინფარქტის გამო იღუპება.

ავოკადოსა და ბანანში ბევრ კალიუმს შეიცავს, რომელიც გულის სწორ მუშაობს ხელს უწყობს, ინსულტის და ინფარქტის რისკს ამცირებს, სისხლძარღვებს უფრო ელასტიურს ხდის.

ავოკადო მასში შემავალი ნახევრად გაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავების წყალობით გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს. სწორედ ამ მჟავების ნაკლებობა ათეროსკლეროზის განვითარებას და ქოლესტერინის ბალანსის დარღვევას იწვევს.

3.საკვების მოსანელებლად

ბანანის და ავოკადოს შეთავსება საკვების მონელებას ხელს უწყობს. ბანანის საკვები ბოჭკოები საკვების მონელების პროცესზე დადებით გავლენას ახდენს. ისინი კუჭის ლორწოვან გარსს არ აღიზიანებენ, გულძმარვას არ იწვევს, ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებს და შეკრულობისგან დაგიცავთ. უფრო მეტიც, ბანანის ბოჭკოვანი სტრუქტურა სხეულს გაჯერებული ცხიმებით ავსებს, ამით ცუდი ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

ბანანის რბილობი მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, კატექოლამინებს შეიცავს.ამ ნივთიერებების წყალობით ბანანი ნაწლავების დაავადებების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს აქტიურად გამოიყენება.

ავოკადო საკვების მონელებას აუმჯობესებს და შეკრულობას თავიდან მოგაშორებთ. ერთი საშუალო ნაყოფი 12 გრამ სასარგებლო ბოჭკოებს შეიცავს, რაც მას შეკრულობის საწინააღმდეგო შესანიშნავ პროფილაქტიკურ საშუალებად ხდის.

4.ანტიოქსიდანტების წყარო

ბანანის და ავოკადოს ნარევი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ორგანიზმში ანთებით პროცესს აქრობს, ბანანი, რომლის კანი (ოღონდ არა რბილობი) გაშავებას იწყებს, სიმსივნის საწინააღმდეგო ძლიერ ანტიოქსიდანტებს შეიცავს.

ავოკადო მდიდარია გლუტატოინებით, რომელიც დაბერების, სიმსივნის და გულის დაავადების პროფილაქტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ნაყოფი ასევე შეიცავს უფრო მეტ კაროტინოიდებს, კერძოდ ლუტეინს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ხილის ნაყოფი. ლუტეინი მთავარი ანტიოქსიდანტია, რომელიც თვალის და კატარაქტის უჯრედების დეგენერაციას აფერხებს.

5.წონის შესამცირებლად

დანაყრების ხანგრძლივი შეგრძნების გამო (სახამებლის და უჯრედების წყალობით) ბანანი იდეალური დიეტური საუზმეა. მაგრამ გახსოვდეთ, დღეში მხოლოდ ერთი საშუალო ზომის ბანანი უნდა მიირთვათ, რადგან  ნახშირწყლების დღიური ნორმის 40 %-ს შეიცავს.

ბანანის მსგავსად, ავოკადო ხელს უწყობს წონის დაკარგვას, სრულყოფილების შექმნას და მადის დაქვეითებას. ამ ნაყოფებში დიდი რაოდენობებით ბოჭკოვანი და ჯანსაღი ცხიმებია. სწორედ ამიტომ, კალორიების კრიტიკის მიუხედავად, ავოკადოს სარგებელი წონის შესამცირებლად უბრალოდ შეუფასებელია.

სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ბანანს მხოლოდ პერიოდულად ღებულობენ, ხოლო ავოკადო სუფრაზე კიდევ უფრო იშვიათად ჩნდება. ზოგჯერ მას საერთოდ ივიწყებენ.

ამ ხილების ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ დღეს ავოკადოს და ბანანის სმუზის რეცეპტს გთავაზობთ.

ავოკადოს და ბანანის სმუზი

სასმელის ინგრედიენტები – ბანანი, ავოკადო და ნუშის რძე, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ჯანს მზის ნეგატიური სხივებისგან და ნაადრევი ნაოჭებისგან იცავს, ორგაზმის მჟავურ რეაქციას ანელებს.

ინგრედიენტები:

  • 5 ს/კ ავოკადოს რბილობი
  • ½ ბანანი
  • 1 ჭიქა ნუშის რძე
  • ¼ გაწმენდილი ნუში

მომზადება:

1.ბლენდერში ყველა პროდუქტი დააბლენდერეთ.

2.სასმელი გაგრილებული დალიეთ.