წონაში დაიკლებთ, თუ რაციონიდან ამ 4 პროდუქტს გამორიცხვათ – ალექსი კოვალკოვის რჩევები

81867
წონაში დაიკლებთ, თუ რაციონიდან ამ 4 პროდუქტს გამორიცხვათ - ალექსი კოვალკოვის რჩევები
წონაში დაიკლებთ, თუ რაციონიდან ამ 4 პროდუქტს გამორიცხვათ - ალექსი კოვალკოვის რჩევები

ალექსი კოვალკოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი დიეტოლოგია. ჯერ კიდევ 10 წლის წინ სამედიცინო მეცნიერების ექიმს ზედმეტი წონა თავად აწუხებდა. სწორედ ამან აიძულა მას დიეტოლოგის საფუძვლებში ჩაღრმავება და კორექტული, მკურნალი ექიმის პროფესიული ხედვის მიხედვით კვების სისტემის შექმნა, რომელიც წონის ჯანსაღად შემცირებისთვის არის განსაზღვრული.

ალექსი შედგენილი სქემის მიხედვით ნახევარი წელი იკვებებოდა და შესანიშნავ შედეგს მიაღწია. ექიმმა 52 კგ დაიკლო. საკუთარმა წარმატებამ წონის დაკლების განსაკუთრებული მეთოდის შექმნისკენ უბიძგა. ასევე სამედიცინო მეცნიერების ექიმმა დაარსა კლინიკა, სადაც უკვე 6 ათასზე მეტ პაციენტს ზედმეტ წონასთან ბრძოლაში დაეხმარნენ.

კოვალკოვი დიეტას არ აღიარებს. ის დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი აკრძალვა დროთა განმავლობაში გადაულახავ სურვილად გარდაიქმნება. ექიმი დარწმუნებული არის, რომ წონის ჯანსაღად დაკლებისა და ნორმალური წონის შენარჩუნებისთვის ნებისმიერმა ადამიანმე შემდეგი მომენტები უნდა გაარკვიოს:

  • წონის მომატების ინდივიდუალური მიზეზის გაგება;
  • გახდომის პროცესზე პასუხისმგებლობის აღება;
  • მიზნების ზუსტად ფორმულირება;

კოვალკოვის გახდომის პროცესის მთავარი პრინციპები

მოსამზადებელ ეტაპზე რაც შეიძლება მეტი დრო მოძრაობაში უნდა გაატაროთ. ამ დროს ნაბიჯების მთვლელი საუკეთესო დამხმარე ხელსაწყო არის. დღეში 8000-დან 12000-მდე ნაბიჯი უნდა გაიაროთ. ასევე თავი უნდა აარიდოთ პროდუქტებს, რომლებიც სწრაფ ნახშირწყლებს შეიცავენ: სწრაფი კვების პროდუქტები, ცომის პროდუქტები, ტკბილეული და ტკბილი გაზიანი სასმელი.

ერთ-ერთი მთავარი წესია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნაზი გაწმენდა. მომზადების ეტაპი 2-4 კვირა გრძელდება. ახალი ჩვევების მიღებით კოვალკოვის პაციენტები 3-დან 5 კგ-მდე დაკლებას ახერხებენ.

გახდომის მთავარ ეტაპზე დაბალანსებულ კვებას და სწრაფ სიარულს ძალოვანი ვარჯიშები ემატება. გახდომის მსურველები სასარგებლო პროდუქტების სწორი შეთავსებით სიამოვნების  მიღებას  სწავლობენ. ასეთი მეთოდი პაციენტს დღეში 100-200 გრ-ის დაკლების საშუალებას აძლევს. ეს ეტაპი გრძელდება მანამ, სანამ პაციენტი დასახულ მიზანს არ მიაღწევს.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი – შედეგის გამყარებაა. ის 12-18 თვე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ადამიანი ახალ კვების ჩვევებს და აქტიური ცხოვრების წესს ეჩვევა. მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში 8000-12000 ნაბიჯი უნდა გაიაროთ, სწორი პროდუქტებით იკვებოთ და მათი სწორად შეთავსება უნდა ისწავლოთ.

სწორი კვების მთავარი პრინციპები

ყურადღება დაბალი ცხიმის შემცველ ცილოვან პროდუქტებზე გაამახვილეთ. ექიმი დაჟინებით გირჩევთ, რომ ყოველდღე ძილის წინ 2 მოხარშული კვერცხი მიირთვათ.

მიირთვით ქატო. ის ნოყიერების შეგრძნებას მოგცემთ და ცხიმის დაგროვებას არ იწვევს.

კოვალკოვი პაციენტებს რაც შეიძლება ბევრი მწვანილის მიღებას ურჩევს. უჯრედისით მდიდარია ბოსტნეულის ფურცლები, ახალი კიტრი, მწვანილი და ბულგარული წიწაკა. ეს პროდუქტები შეგიძლიათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუზღუდავი რაოდენობით მიირთვათ.

კედრის კაკალში შემავალი ლ-არგინინი ორგანიზმს ზედმეტ ცხიმებთან ბრძოლაში ეხმარება და ადამიანს უფრო მეტს ენერგიას და სტრესის გამძლეობას აძლევს.

საუზმეზე უმჯობესია მიირთვათ რთული ნახშირწყლები (შვრია, წიწიბური). მათი წყალობით თქვენ მთელი დღე ენერგიით დამუხტული იქნებით და შიმშილის უეცარი გრძნობით არ შეწუხდებით.

დიეტოლოგი თვლის, რომ გახდომის უნივერსალური მეთოდი არ არსებობს, რადგან თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. თუ თქვენ ზედმეტი 5 კგ-ს მოშორება გსურთ, შეგიძლიათ მას თავად, ნელ-ნელა კოვალკოვის მთავარი რჩევების გამოყენებით  ებრძოლოთ.მაგრამ თუ სერიოზული პრობლემა გაქვთ, უმჯობესია თუ კვალიფიციურ დიეტოლოგს მიმართავთ, რომ წონის მომატების მიზეზი აღმოფხვრათ და პროცესი შეაჩეროთ.

ალექსი კოვალკოვი დაჟინებით სთხოვს გახდომის მსურველებს, ყურადღება ჯანმრთელობას მიაქციოთ. თუ რომელიმე მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში არ არის, ექიმს მიმართეთ.

დიეტოლოგი, მისი აზრით, ერთადერთ,  უნივერსალურ წესს გიზიარებთ, რომლითაც ყველა გახდომის მსურველმა უნდა იხელმძღვანელოს. ის გირჩევთ რაციონიდან გამორიცხოთ შემდეგი 4 პროდუქტი: შაქარი და ყველა კერძი, რომელიც მას შეიცავს, ცომის პროდუქტები, კარტოფილი და თეთრი ბრინჯი.

ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებთ! და ორგანიზმი მკაცრი დიეტით სტრესში არ ამყოფოთ. ნელ-ნელა დაიკელით, სწორი კვების პრინციპებით იხელმძღვანელეთ და ყოველდღიური ფეხით გასეირნება არ დაგავიწყდეთ. თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!