მოიხსენით ფეხების დაღლილობა და ავადმყოფობა! სხეული ტოქსინებისგან გაათავისუფლეთ, ამ ხსნარში 20 წუთით ფეხების ჩადებით

38145
მოიხსენით ფეხების დაღლილობა და ავადმყოფობა! სხეული ტოქსინებისგან გაათავისუფლეთ, ამ ხსნარში 20 წუთით ფეხების ჩადებით
მოიხსენით ფეხების დაღლილობა და ავადმყოფობა! სხეული ტოქსინებისგან გაათავისუფლეთ, ამ ხსნარში 20 წუთით ფეხების ჩადებით

ფეხის მოვლა და სილამაზე მის მფლობელზე ბევრს ამბობს. მოუვლელი ფეხები სიარულს აზიანებს, პოზას აუარესებს, სწრაფ დაღლას იწვევს, ხოლო ზოგჯერ სიარულის დროს ტკივილსაც. ფეხების მოვლის მისაღები მეთოდია სამკურნალო აბაზანები.

ფეხის აბაზანა შეიძლება იყოს: სამკურნალო, მატონიზირებელი, გამწმენდი, დამარბილებელი. თავად პროცედურა საკმაოდ მარტივია, მაგრამ წესების დაცვა მაინც აუცილებელია.

  1. უმჯობესია თუ აბაზანას ძილის წინ მიიღებთ. ასე ფეხები პროცედურის შემდეგ დასვენებას და მოდუნებას შეძლებს.
  2. პროცედურა აბაზანის მომზადებისთანავე უნდა ჩაიტაროთ, სანამ წყალი ჯერ კიდევ თბილია. ასე მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ.
  3. მომზადების დროს რეცეპტში მითითებულ დოზირებას ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ წესის უარყოფა კანს უფრო დიდ პრობლემას შეუქმნის.
  4. ფეხის აბაზანის მიღების შემდეგ ქუსლი კანის პილინგი ჩაიტარეთ პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის გამოყენებით. შემდეგ ფეხები შეიმშრალეთ და დამატენიანებელი ან მკვებავი კრემი წაისვით.

ფეხის აბაზანები არა მხოლოდ პრობლემის აღმოსაფხვრელად, არამედ პროფილაქტიკის მიზნით შეგიძლიათ ჩაიტაროთ. აბაზანის შერჩევის დროს თქვენი ორგანიზმის თავისებურება უნდა გაითვალისწინოთ და ალერგიული რეაქციის გამომწვევი კომპონენტები არ უნდა აირჩიოთ.

სახლის აბაზანა ფეხისთვის

  1. გარქოვანებული კანის დასარბილებლად

დამარბილებელი აბაზანის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-4 ს/კ თეთრი თიხა, რომელიც შესანიშნავად არბილებს სოკოს და ფეხის კანს. ცხელი წყლით სავსე თასში თეთრი თიხა გაურიეთ, კარგად გახსენით. ფეხები წყალში 15-20 წუთის განმავლობაში გქონდეთ ჩადებული, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

  1. ქუსლებზე ბზარების დროს

ასეთი აბაზანის მოსამზადებლად 5 ს/კ გამხარი მცენარეების – პიტნა, გვირილა და არყის ხის ფოთლების ნარევი დაგჭირდებათ. ინგრედიენტებს 2-3 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 1 საათი დააყენეთ. ხსნარი გადაწურეთ და შეგიძლიათ ფეხის აბაზანა ჩაიტაროთ.

  1. კატარალური დაავადებების დროს

ფეხის ცხელი აბაზანის გამათბობელ ეფექტს მდოგვი კიდევ უფრო აძლიერებს, სისხლის ნაკადს აუმჯობესებს.  აბაზანის მოსამზადებლად 2 ს/კ მდოგვი 3 ლ მდუღარე წყალში გახსენით. ოპტიმალური ტემპერატურა 38-40 გრადუსი. პროცედურა 20-25 წუთის განმავლობაში ჩაიტარეთ. ბოლოს ფეხები მშრალ თბილ ბამბის პირსახოცზე შეიმშრალეთ და წინდები ჩაიცვით. მაღალი ტემპერატურის დროს მდოგვის აბაზანის მიღება უკუჩვენებულია!

  1. ოფლიანობის და ფეხის უსიამოვნო სუნის დროს

თუ ზედმეტი ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი გაწუხებთ, შემდეგი შემადგენლობა გამოიყენეთ: 200 მლ  მუხის ქერქის ნაყენი, 60 გრ ზღვის მარილი, 5 წვეთი ჩაის ხის ეთეროვანი ზეთი, 3 ლ თბილი წყალი. მარილის ფეხის აბაზანა ასევე ფეხის შეშუპების წარმოქმნას ხელს უშლის.

  1. ფეხის დაღლილობის დროს

ფეხის დაღლილობის დროს კონტრასტული აბაზანის მიღება ეთეროვანი ზეთებით საუკეთესო გამოსავალია. ქუსლები 5 წუთით ცხელ ზეთიან წყალში ჩადგით, შემდეგ 10 წუთით ცივ წყალში. ასეთი პროცედურა დაღლილობას მოგიხსნით და სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს.

  1. ფეხის შეშუპების დროს

ფეხის წესრიგში , ხოლო სახსრების ტონუსში  მოსაყვანად ძმრის აბაზანა დაგეხმარებათ. ამისთვის 9%-იანი 1 ჭიქა ვაშლის ძმარი და 2 ლ თბილი წყალი დაგჭირდებათ. ფეხები ასეთ აბაზანაში მაქსიმუმ 20 წუთით გაიჩერეთ.

გირჩევთ სხვადასხვა სახის აბაზანის 3-4 პროცედურა ჩაიტაროთ. თუ კომპონენტების მოქმედება თქვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, შეგიძლიათ სრულყოფილი კურსი (10-15 პროცედურა) ამ შემადგენლობით გააგრძელოთ.

სახლის პირობებში ფეხის აბაზანის ჩატარება -სპა სალონების შესანიშნავი ალტერნატივაა. ასეთი პროცედურის ჩატარება დიდ თანხებთან არაა დაკავშირებული, ხოლო ეფექტი გაგაოცებთ!