შეიძლება თუ არა ბოსტნეული და პარკოსნები ახალგაზრდობის წყარო გახდეს

0
1108

თუ დიდხანს ცხოვრება გსურთ, ცილის მისაღებად ძროხის ხორცის ნაცვლად ლობიო აირჩიეთ, ვარაუდობს ახალი ანალიზი. 31 კვლევის მონაცემებმა აჩვენა, რომ დღეში მცენარეული ცილების მიღებით დამატებით 3% ენერგია უკავშირდება ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკის 5%–ით შემცირებას. კვლევის შედეგები 22 ივლისს BMJ-ში გამოაქვეყნეს.

„ამ დასკვნებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი შედეგები აქვთ, რადგან მცენარეული ცილების მოხმარება მარტივად შეიძლება გაიზარდოს ცხოველური ცილებით ჩანაცვლებით და ამან შეიძლება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე დიდი გავლენა მოახდინოს“ – ამბობენ მკვლევარები.

დიეტები მცენარეული ცილების მაღალი შემცველობით (პარკოსნები, ბარდა, ლობიო და ოსპი, მთელი მარცვლეული და კაკალი) დიაბეტის, გულის დაავადებების და ინსულტის უფრო დაბალ რისკს უკავშირდება მაშინ, როცა დიეტები ცხოველური ცილების მაღალი შემცველობით ჯანმრთელობის პრობლემებთან არის დაკავშირებული.

კვლევის შედეგები

მეცნიერთა ჯგუფმა 31 კვლევა გაანალიზეს, რომელშიც გულის დაავადებების, სიმსივნის და ნებისმიერი სხვა მიზეზით სიკვდილის რისკი 19 და უფრო მეტი ასაკის ადამიანებში შეისწავლეს. 32 წლის განმავლობაში 715 ათასზე მეტ კვლევის მონაწილეში სიკვდილის თითქმის 113 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ცილების მაღალი მოხმარება ყველა სახის მიზეზით სიკვდილის უფრო დაბალ რისკს უკავშირდებოდა.

მცენარეული ცილების მიღება ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის რისკს 8%–ით და გულ–სისხძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების რისკის 12%–ით ამცირებს. კვლევის ფარგლებში, ცხოველური ცილების მიღება გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით ან სიმსივნით გარდაცვალების რისკთან დიდად არ იყო დაკავშირებული.

მცენარეული ცილების დადებითი მოქმედების შესაძლო მიზეზები მოიცავს არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონის შემცირებას, რაც ორგანიზმს ეხმარება ისეთი მდგომარეობის რისკის შემცირებაში, როგორიცაა გულის დაავადებები და მე-2 ტიპის დიაბეტი.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი