გენი ცხიმში ინსულინრეზისტენტობაში მთავარ როლს ასრულებს

4264

ვირთხების მხოლოდ ცხიმოვან ქსოვილებში გენის მოშორება აჩვენებს მის მნიშვნელობას ინსულინრეზისტენტობის მიმართ. UT Southwestern–ის მეცნიერების მიერ ჩატარებული ახალი კვლევა ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა. კვლევის მონაცემებს შეუძლია სინათლე მოფინოს მე–2 ტიპის დიაბეტს და ინსულინრეზისტენტობის სხვა დარღვევებს, რომლებიც ათწლეული გამოკვლევების მიუხედავად მაინც ნაკლებად შესწავლილია.

2016 წელს ბრიუს ბოიტლერმა, UTSW–ს იმუნოლოგმა და გენეტიკოსმა, ჯაო ჯანის მედიცინის დოქტორმა, და მისმა კოლეგებმა გენის KBTBD2-ის ინაქტივაციის შედეგად (ეს გენი ადამიანის და ვირთხის მთელ ორგანიზმში ფართოდ არის გამოხატული) განაცხადეს თაგვის ახალ მუტანტზე, რომელსაც teeny დაარქვეს. მეცნიერებმა ამ ცხოველებში პატარა ზომასთან ერთად (თითქმის 2-ჯერ უფრო პატარა, ვიდრე ჩვეულებრივი, „ველური ტიპის“ თაგვი) სწრაფად შეამჩნიეს, რომ პატარა თაგვები ბევრს შარდავდნენ – დიაბეტის ნიშანი.

ტესტებმა აჩვენა, რომ ამ ცხოველებს სისხლში შაქრის ძალიან მაღალი დონე და გამოხატული ინსულინრეზისტენტობა ჰქონდათ. ასევე ორგანიზმში არანორმალურად დაბალი ცხიმი, მაგრამ ცხიმოვანი ღვიძლი ჰქონდათ. ნორმალური თაგვის ცხიმოვანი ქსოვილის გადანერგვამ ეს პრობლემა დიდწილად გადაჭრა, რაც იმის მანიშნებელია, რომ KBTBD2 ცხიმოვან ქსოვილებში მნიშვნელოვანია. თუმცა გაურკვეველია, ეს პრობლემები იყო თუ არა დაკავშირებული ასევე სხვა ინსულინის მიმართ მგრძნობიარე ქსოვილებში, მაგალითად, კუნთებსა და ღვიძლში, KBTBD2–ს აქტიურობასთან.

კვლევის შედეგები

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მეცნიერებმა თაგვების სხვადასხვა მუტანტები შექმნეს, რომელთაც KBTBD2 ცხიმში, კუნთში ან ღვიძლში შერჩევითად არა აქტიური ჰქონდათ.

თითოეული მღრღნელი ნორმალურ ზომამდე გაიზარდა – მიგვითითებს, რომ ეს გენი სხეულის ზრდის რეგულირებაზე სხვა გზით მოქმედებს. მათ, ვისაც KBTBD2 ცხიმოვან უჯრედებში ინაქტიური ჰქონდათ, პატარა ზომის რამდენიმე სხვა განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდათ. ამ ცხოველებს ინსულინის მიმართ მაღალი რეზისტენტობა ჰქონდათ, თუმცა სისხლში შაქრის დონე ზომიერად მაღალი იყო.

მიღებული მონაცემები ირწმუნება, რომ KBTBD2 ცხიმში თავისი როლის წყალობით ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დარეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სურათზე: ნაჩვენებია KBTBD2–ის იდენტიფიკაცია, როგორც მნიშვნელოვანი გენი მთელი სხეულის ინსულინის მიმართ მგრძნობელობის მხარდასაჭერად ცხიმში მისი როლის მეშვეობით.