ოსტეოპოროზის მედიკამენტმა შეიძლება სმენის დაქვეითება შეაფერხოს

3119

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარების წინასწარმა შედეგებმა შეიძლება მედიკამენტების კვლევას გზა გაუხსნას იმისთვის, რომ სმენის დაქვეითებისას ძვლოვანი ქსოვილების სიმკვრივე გაზომონ. აღმოჩენა 14 ივლისს Molecular Neuroscience–ში გამოქვეყნდა.

სმენის დაქვეითება, რომელიც გამოწვეულია ნერვის დაზიანებით, იქნება ეს ხმის ზემოქმედება ან სიბერე, შეუქცევადია. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პრეპარატმა „ბისფოსფონატმა“, რომელსაც ჩვეულებრივ ძვლების სიმკვრივის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად იყენებენ, პერცეპტიული სიყრუის მქონე ვირთხებში შიდა ყურის დაზიანებული ნერვული კავშირების აღდგენა შეძლო. შედეგები ცხოველებზე დამატებით კვლევას მოითხოვს. მკვლევარების ჯგუფი იმედოვნებს, რომ ეს შეიძლება იყოს დამაიმედებელი მიზანი ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩასატარებლად.

„ეს მნიშვნელოვანი დასკვნაა, რადგან პერცეპტიული სიყრუის სამკურნალოდ ბისფოსფონატის ხელახლა გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, რომლითაც ჩვეულებრივ მძიმე ოსტეოპოროზს  და ძვლების მეტასტაზურ დაავადებებს კურნავენ. ვიმედოვნებთ, რომ ამ საპილოტო კვლევის დამაიმედებელი შედეგები მომდევნო რამდენიმე წელში კლინიკურ კვლევამდე მიგვიყვანს“ – წერენ ავტორები.

ჯგუფი ასევე ვარაუდობს, რომ მათმა შედეგებმა შეიძლება ახსნას, თუ რატომ გაუუმჯობესდა ზოგიერთ პაციენტს მეტყველების გამოცნობის უნარი ბისფოსფონატით მკურნალობის შემდეგ. ასევე ვარაუდობენ, რომ ბისფოსფონატი იმსახურებს, რომ ადამიანებში პერცეპტიული სიყრუის მკურნალობისას ნერვული კავშირების დაკარგვა უკუაქციოს.