მეცნიერები პრედიაბეტის ნაადრევად გამოვლენისკენ მოგიწოდებთ. ასე ინსულტს და გულის დაავადებას თავიდან აიცილებთ

0
1527

დიაბეტთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები, მათ შორის გულის შეტევა და ინსულტი კარგად ცნობილია. ის შეიძლება დიაგნოზის დასმამდე დიდი ხნით ადრე არსებობდეს. ჯორჯის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, რომელიც ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში (British Medical Journal) გამოქვეყნდა, პრედიაბეტის გამოვლენა ჯანდაცვაზე დატვირთვას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ჯორჯის ინსტიტუტის და შუნდეს საავადმყოფოს (სამხრეთ სამედიცინო უნივერსიტეტი, ჩინეთი) მეცნიერებმა 129 კვლევის შედეგები გაანალიზეს, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. უმეტესობა მათგანი ევროპიდან, აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან იყო.

კვლევის შედეგები

მათ განიხილეს საკითხი, იყო თუ არა პრედიაბეტი დაკავშირებული სიკვდილიანობის უფრო მაღალ რისკთან ანამნეზში გულ–სისხლძარღვთა დაავადების და ასეთი დაავადების არ მქონე ხალხში. ასევე ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა კრიტერიუმებს, რომელთაც პრედიაბეტის გამოსავლენად იყენებენ.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ადამიანებთან შედარებით, რომელთაც სისხლში გლუკოზის ნორმალური დონე ჰქონდათ, პრედიაბეტის მქონე ხალხს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კრიტერიუმების თანახმად, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მაღალი რისკი და ნებისმიერი მიზეზით სიკვდილის უფრო მაღალი ალბათობა ჰქონდათ. პრედიაბეტის სხვადასხვა განსაზღვრა უკავშირდებოდა ანალოგიურ პროგნოზს იმ პაციენტებში, რომელთაც გულ–სისხლძარღვთა დაავადებების ისტორია უკვე ჰქონდათ.

პრედიაბეტის რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. 2030 წელს 470 მლნ–ზე მეტ ადამიანს პრედიაბეტი ექნება.

„რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მილიონობით ადამიანმა არ იცის, რომ მათ ეს მდგომარეობა აქვთ და საჭირო ზომებს არ იღებენ. ნაადრევი გამოვლენა და სწორი მკურნალობა შეიძლება დიდი უპირატესობა იყოს, მაგრამ პრობლემის მოგვარების გარეშე გართულებებს შეიძლება ჯანმრთელობისთვის დამანგრეველი შედეგები მოჰყვეს“ – წერენ ავტორები.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი