მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომ არის ემოციებთან და შიშთან მიჯაჭვული მოგონებები ასეთი ძლიერი

0
1173

ძლიერ ემოციებთან დაკავშირებული მოგონებები ტვინში ხშირად იბეჭდება. ადამიანების უმეტესობას შეუძლია გაიხსენოს, თუ სად იყვნენ 11 სექტემბერს ან როგორი ამინდი იყო მათი პირმშოს დაბადების დღეზე. 10 სექტემბრის მსოფლიო მოვლენის და გასული სამშაბათის სადილის შესახებ მოგონებები დიდი ხნის წინ წაშლილია. რატომ არის ემოციებთან მიჯაჭვული მოგონებები ასეთი ძლიერი?

„ჩვენ ყველაფერი არ გვახსოვს და ამას აქვს აზრი“ – ამბობს რენე ჰენი, ფსიქოლოგიური მეცნიერების დოქტორი, ფსიქიატრიის პროფესორი და ნეირობიოლოგი კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმების და ქირურგების კოლეჯში, – „ჩვენ ტვინის შესაძლებლობები შეზღუდული გვაქვს. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმის ცოდნა, რაც ჩვენი მომავალი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია“.

დღემდე ამოცანას წარმოადგენს, თუ რატომ არის ტვინის ჰიპოკამპუსის მიერ ჩაწერილი მოგონებები ასეთი ძლიერი.

ამის გასარკვევად ჰენ და ჯესიკა ჰინესებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან, ვირთხები ახალ საშიშ გარემოში შეუშვეს და დააკვირდნენ ჰიპოკამპუსის ნეირონების აქტივობას, რომლებიც ტვინში შიშის ცენტრს (ნუშისებრი ჯირკვლები) აღწევენ. ნეირონების აქტივობა დაფიქსირდა ასევე მოგვიანებით, როცა ვირთხები გამოცდილების მოგონებების აღდგენას ცდილობდნენ.

გასაოცარი არაა, რომ ნეირონები, რომლებიც საშიშ გარემოზე რეაგირებენ, ამ ინფორმაციას ტვინის შიშის ცენტრს უგზავნიან.

„გასაოცარი იყო, რომ ნეირონები სინქრონიზებული იყვნენ, როცა ვირთხა მოგვიანებით შემთხვევას იხსენებდა. ჩვენ დავინახეთ, რომ სწორედ სინქრონიზაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შიშის მეხსიერების დასადგენად და რაც უფრო მეტია სინქრონიზაცია, მით უფრო ძლიერია მეხსიერება“ – ამბობს ჰენი.

ახალი შესაძლებლობა პოსტტრამვული სტრესული აშლილობის (პტსა) სამკურნალოდ

ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ და როდის ხდება სინქრონიზაცია, მაგრამ პასუხს ტვინის შინაგანი მუშაობის ახსნა შეუძლია, რომელიც მთელი ცხოვრება მოგონებებს ქმნის და მივყავართ პტსა–ს მკურნალობის ახალ მეთოდამდე.

„პოსტტრამვული სტრესული აშლილობის მქონე ხალხს მსგავსი მოვლენები ახსენებთ საწყის საშიშ სიტუაციებს და, შესაძლოა, სინქრონიზაცია ძალიან ძლიერი გახდეს. ჩვენ ნამდვილად ვცდილობთ ემოციური მოგონებების ფორმირების მექანიზმში გარკვევას, რომ პოსტტრამვული სტრესული აშლილობის და მეხსიერების დარღვევის მქონე ხალხისთვის საუკეთესო მკურნალობის მეთოდი ვიპოვოთ“.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი