8 დროით გამოცდილი ნიღაბი ლამაზი თვალებისთვის

9509

დღეს „ვივიენი“ თვალების სილამაზისთვის რამდენიმე საიდუმლო ნიღაბს გთავაზობთ.

ქუთუთოების შეშუპების საწინააღმდეგოდ

ნიღაბს ქუთუთოების და თვალების ქვეშ „ტომრების“ საწინააღმდეგოდ იყენებენ. 2 ჩ/კ არაჟანი 1 ჩ/კ დანაყულ ოხრახუშს აურიეთ. ნიღაბი 20-30 წუთით დაიდეთ, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი ქუთუთოებისთვის მწვანე ოხრახუშით

ამ ნიღაბს ქუთუთოების შეშუპების საწინააღმდეგოდ იყენებენ. ოხრახუშის ფესვები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებული ფაფა თვალებზე 15-20 წუთით წაისვით, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თვალის ნაოჭების საწინააღმდეგოდ

ნიღაბს ძლიერი ანთების და ქუთუთოების შეშუპების დროს იყენებენ. საფენი გააკეთეთ: რბილი ქსოვილის ტომარაში ცოტა გვირილა ჩაყარეთ და მდუღარე წყლით სავსე ჭურჭელში 5-10 წუთით გააჩერეთ. ჯერ კიდევ თბილი ტომარა თვალზე დაიდეთ. ასე თვალის ირგვლივ ნაადრევი ნაოჭის გაჩენისგან დაზღვეული იქნებით.

ანტიოქსიდანტური ნიღაბი

2-3 ისპანახის ფოთოლი დააქუცმაცეთ და გაწურეთ. 1 ჩ/კ ისპანახის წვენი 10 მლ A ვიტამინის ზეთოვან ხსნარს და 1 ჩ/კ თვალის კრემს აურიეთ. ნიღაბი თვალების ქვეშ დაიდეთ. 20-30 წუთში ცივ, ანადუღარ რძეში დასველებული რბილი ბამბის დისკით ფრთხილად მოიშორეთ.

ნიღაბი ნუშის ზეთით

1 თვის განმავლობაში ნუშის ზეთი ნაოჭებზე წაისვით, ნახევარ საათში ზედმეტი ნარჩენები ფრთხილად, კანის გაწელვის გარეშე სალფეთქით მოიშორეთ. დამატებით თვალის კრემის წასმა საჭირო არაა, რომ შეშუპება თავიდან აიცილოთ.

სილურჯეების და თვალების ქვეშ მუქი წრეების საწინააღმდეგოდ

გახეხილი უმი კარტოფილი მარლაში გაახვიეთ და ქუთუთოებზე 10-15 წუთით გაიჩერეთ. აუცილებელი კურსი – 1,5 თვე, კვირაში ერთხელ. კარტოფილში შემავალი კალიუმი თვალების ქვეშ მუქ წრეებს მოგაშორებთ.

ოხრახუშის ნიღაბს მსგავსი მოქმედება აქვს: ოხრახუშის ფესვების ფაფა ქუთუთოებზე წაისვით და 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კურსი – 1 თვე, კვირაში ერთხელ.

თვალის ბზინვარებისთვის

1 ჩ/კ ბანანის ფაფა 1 ჩ/კ ცივ არაჟანს ან ნაღებს აურიეთ.

თქვენ შეგიძლიათ ოხრახუში დააქუცმაცოთ, ნაღებს ან არაჟანს აურიოთ. ნარევი თვალებზე 15 წუთით წაისვით.

თვალის დაღლილობის გასაქრობად

ასეთი ნიღაბი თვალის დაძაბულობის გაქრობაში დაგეხმარებათ. რძე, ფქვილი და გახეხილი უმი კარტოფილი აურიეთ. ნიღაბი თვალის ირგვლივ კანზე 15-20 წუთით წაისვით.