მარტივი მეთოდი დილით პირის ღრუს უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად

7262

დილით პირის ღრუში უსიამოვნოს სუნის გაჩენას მარტივი მეთოდით თავიდან აიცილებთ – დაძინებამდე 3 საათით ადრე ჭამაზე უარი თქვით.

ეს მეთოდი ერიჰ ფოიგტმა, ყურის, ცხვირის და ხახის სპეციალისტმა, ბრიტანულ გამოცემასთან Business Insider ინტერვიუში დაასახელა. ექიმის თქმით, ადამიანები გვიან ჭამას დილით პირის ღრუს უსიამოვნო სუნს ხშირად არ უკავშირებენ. არადა გვიან ვახშმობის ჩვევა დილით ცუდ სუნთქვას ხელს უწყობს, ირწმუნება ფოიგტი.

„ადამიანები, რომლებიც საღამოს გვიან ჭამენ, ღამით კუჭს ძლიერ ტვირთავენ. საჭმლის მონელების დროს ლოგინის ბრტყელ ზედაპირზე სხეულის მდებარეობა კუჭის წვენის საყლაპავში მოხვედრას ხელს უწყობს, რაც პირის ღრუში უსიამოვნო სუნს იწვევს“ – დაასახელა მიზეზი ექიმმა.

ამრიგად, დილით პირის ღრუში ცუდი „არომატის“ მოშორების მეთოდი შეიძლება მარტივი იყოს. აი, სპეციალისტის რჩევა: დაძინებამდე 3 საათით ადრე არაფერი აღარ შეჭამოთ, ასე კუჭი საჭმლის მონელებას მოასწრებს მანამ, სანამ თქვენ ლოგინში დაწვებით.

ფოიგტი აღნიშნავს, რომ დილით პირის ღრუს უსიამოვნო სუნი ხშირად გხვდება ცხვირის სინუსების ქრონიკული დაავადებების (ანთება) მქონე ადამიანებში. ისინი ძილის დროს პირიდან სუნთქვას იწყებენ და არა ცხვირიდან. სწორედ ამიტომ, თუ დილით ცუდი სუნთქვა ხშირი მოვლენა ხდება, პრობლემა გამოიკვლიეთ და ოტოლარინგოლოგთან კონსულტანცია გაიარეთ.