სურდომ და ცხვირის ძგიდის გამრუდებამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს

2134

სურდოთი გარდაცვალების სიახლემ შეიძლება უფრო მეტი უნდობლობა გამოიწვიოს, ვიდრე შეშფოთება. ამის მიუხედავად სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი და ექიმი ოტორინოლარინგოლოგი, ვლადიმერ ზაიცევი აცხადებს, რომ ასეთი შედეგის რისკი კრიტიკულად შეუფასებელი და სავსებით რეალურია,

„სინუსიტის არასწორად მკურნალობა ან საერთოდ მკურნალობის უგულებელყოფა თავის ქალის შიგნით ე.წ რინოგენულ გართულებებს ადვილად იწვევს. ჩვენ, პირველ რიგში, მენინგიტი გვაშინებს: ტვინის გარსის ანთება. სხვა მდგომარეობაც არსებობს: თავის ტვინის აბსცესი, არაქნოიდიტი. ორბიტალური გართულებებიც არსებობს. თავიდან ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება ხდება, შემდეგ ყველაფერში სინუსებში გადადის, ამის შემდეგ კი თვალის ორბიტაში, თვალის გარსის ანთებაში, პერიოკულარულ ქსოვილებში და მოგვიანების ანთება ტვინში ხვდება“ – ამბობს სპეციალისტი.

ასე რომ, სასიკვდილო შემთხვევების განვითარების მიზეზები შეიძლება სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვიოს. მთავარი პრინციპია „თავისით გადავა“. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა – ძგიდის გამრუდება, რის გამოც ცხვირით სუნთქვა გართულებულია, შედეგად ცხვირის სინუსებში შეიძლება ანთება განვითარდეს და ესაა სინუსიტი. ამ შემთხვევაში ინფიცირდება ყურის არხიც და ნუშისებრი ჯირკვლებიც, პირით სუნთქვის „წყალობით“. შედეგად, ინფექცია მთელ სხეულში ვრცელდება.

პათოლოგიურ სიტუაციებს დროულად რომ გაუმკლავდეთ და მძიმე გართულებები თავიდან აიცილოთ, ზაიცევი გირჩევთ, რომ ყელ-ყურ-ცხვირის სფეროში გართულებები არ უგულებელყოთ და სპეციალისტს დაუყონებლივ მიმართოთ.