5 პროდუქტი, რომელიც სტრესის შემცირებაში დაგეხმარებათ

5756

როგორც წესი, მუდმივი სტრესის ფონზე ადამიანი უპირატესობას ნაკლებად ჯანსაღ საკვებს ანიჭებს. არადა მთელი რიგი გემრიელი პროდუქტები არსებობს, რომლებიც ბონუსის სახით ცუდ განწყობას შესანიშნავად გაუმკლავდებიან.

ავოკადო

ეს უნივერსალური ნაყოფი B6 ვიტამინის წყაროს წარმოადგენს, რომელიც სტრესს ამცირებს და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უწყობს.

ალუბლის წვენი

უშაქრო ალუბლის წვენი განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მასში მელატონინი შედის, რომელიც არა მხოლოდ დაგამშვიდებთ, არამედ ჯანსაღ ძილს ხელს შეუწყობს. ალუბლის წვენი ვარჯიშის შემდეგ ძალების სწრაფად აღდგენაშიც დაგეხმარებათ.

ბროკოლი

1 ფინჯანი ბროკოლი 2-ჯერ უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე საშუალო ზომის ფორთოხალი. გარდა ამისა, ეს ბოსტნეული არტერიულ წნევას და კორტიზოლის დონეს არეგულირებს.

ნუში

ნუში მაგნიუმით მდიდარია. ეს მინერალი კი კორტიზოლის დონეს აკონტროლებს. კვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმი ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და კარგ ძილს ხელს უწყობს.

პარკოსანი პროდუქტები

მაგნიუმის კიდევ ერთი საწყობი. პარკოსანი პროდუქტები არა მხოლოდ ამ მინერალის შესანიშნავი წყაროა, არამედ საკმარისი რაოდენობის ცილებსაც შეიცავენ, რითაც ხორცის შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენენ.