გაქვთ თუ არა დიაბეტი? 7 უჩვეულო ნიშანი, რაც დაავადების არსებობაზე საუბრობს

0
9560

დიაბეტი მზაკვრული დაავადება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება ფარულად ვითარდებოდეს. დაავადების ასეთ ჩუმ განვითარებას ხშირად უჩვეულო ნიშნები ხელს უწყობს. თუ ბოლო დროს გაღიზიანებული ხართ, დროდადრო ღებინების შეგრძნება გაწუხებთ, ან მოულოდნელად დაიკელით – ეს სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

რიგი ატიპიური ნიშნები არსებობს, რომლებმაც უნდა დაგაფიქროთ: გაქვთ თუ არა დიაბეტი?

„დიაბეტის ნიშნები შეიძლება ნაკლებად შესამჩნევი იყოს, მაგრამ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. მკურნალობის გარეშე დაავადება სიბრმავის, გულის შეტევის და ფეხების დაკარგვის რისკს ზრდის“ – გვაფრთხილებენ ექსპერტები ჟურნალში Health and Human.

დაღლილობა. ეს გრძნობა სახიფათო უსიამოვნებას ხშირად თან ახლავს: ის არღვევს ორგანიზმის უნარს, რომ საკვები ენერგიის საწარმოებლად გამოიყენოს. ჩვეულებრივ დაღლილობას ძილის დეფიციტს ან საქმეებით დატვირთვას უკავშირებენ.

როგორ მივხვდეთ, რომ ეს დიაბეტია? თუ საკვების მიღების შემდეგ დაღლილობას გრძნობთ, სავარაუდოდ, დიაბეტი გაქვთ.

ტუალეტში ხშირად შესვლა. ერთი შეხედვით უჩვეულო სიმპტომი მარტივად აიხსნება. დაავადება გლუკოზის რაოდენობას ზრდის, რომლის მოშორებას ორგანიზმი გაძლიერებულად ცდილობს – მათ შორის აქტიური შარდვის გზით.

გაზრდილი მადა. სითხის გაძლიერებულად გამოდევნა არა მხოლოდ შარდზე ხშირად გასვლას გვაიძულებს. ორგანიზმი სითხესთან ერთად მნიშვნელოვან მკვებავ ნივთიერებებს კარგავს. მისი დეფიციტი შიმშილს აძლიერებს.

ერექციული დისფუნქცია. მამაკაცები ხშირად ვერ ხვდებიან, რომ საწოლში მათი მარცხი დიაბეტით აიხსნება, რომელიც ნერვებს და სისხლძარღვებს აზიანებს.

წონის შემცირება. დაავადება ბევრ ადამიანში სიმსუქნესთან ასოცირდება, მაგრამ მისი უჩვეულო სიმპტომია წონაში დაკლება. ორგანიზმში საკვებიდან საწვავის მიღების მექანიზმები ირღვევა და ამან შეიძლება ცხიმის წვა გააძლიეროს.

ღებინება. როცა უკონტროლო დიაბეტი წონის სწრაფად დაკლებას იწვევს, სხეული ცხიმს წარმოუდგენელი სისწრაფით წვავს. ამასთან, სისხლში კეტონის დონე იზრდება, რომელიც მგრძნობიარე კუჭის მქონე ხალხში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.

გაღიზიანება. გლუკოზის დონის მატება სისხლის შემადგენლობის ცვლილებას იწვევს, ტვინის ფუნქციებს არღვევს, უსიამოვნო ემოციებს, მათ შორის უმიზეზო შიშს, გაზრდილ შფოთვას და დეპრესიას იწვევს.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი