ღვიძლის დაზიანების 8 უჩვეულო ნიშანი

5630

ღვიძლის დაზიანებამ შეიძლება უჩვეულო ნიშნებით თავი „გამოავლინოს“ – მაგალითად, სისუსტით ან სურდოს შეხსენებით. სხვა უჩვეულო სიმპტომებია: პირის უცნაური გემო, თმის ცვენა, ოფლის სუნის ცვლილება, პრეტენზიული ხასიათი.

სურდოს მდგომარეობა. ღვიძლის დაავადებით გამოწვეული დაზიანება თავისი ნიშნებით შეიძლება სურდოს ჰგავდეს: ადამიანი გრძნობს სისუსტეს, ძალების დაკარგვას და ტემპერატურის მატებას. იმის შესახებ, რომ ეს მწვავე ვირუსული ინფექცია არაა, უჩვეულო ქცევა საუბრობს – შეინიშნება განწყობის მკვეთრი ცვლილებები, პრეტენზიის გრძნობის ზრდა და ისტერიისკენ მიდრეკილება.

ქრონიკული დაღლილობა. დაზიანებული ღვიძლი გლუკოზის ეფექტურად წარმოების უნარს კარგავს, რაც ორგანიზმის ენერგეტიკული მოთხოვნილებისთვის აუცილებელია. ამ ფონზე უჩვეულოდ მუდმივი დაღლილობა და კუნთოვანი სისუსტე შეინიშნება.

მადის დაქვეითება. დაზიანებული ღვიძლი ნაკლებ ნაღველს აწარმოებს, რომელიც საკვები ცხიმების გადასამუშავებლად აუცილებელია. როცა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი საკვებს საჭირო დონეზე ვერ ამუშავებს, მან შეიძლება ანორექსიის მექანიზმი ჩართოს – იქმნება მადის უჩვეულოდ შემცირება ან კარგად ნაცნობ საკვებ კომპონენტებზე ზიზღის გრძნობა.

თმის ცვენა. მსგავსი მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს ჰეპატიტმა, განსაკუთრებით C ტიპის ვირუსმა. ღვიძლის უჯრედებზე დამღუპველი ზემოქმედებით მას მთელი ორგანიზმის მუშაობაში დისბალანსი შეაქვს. თმის გარდა, ფრჩხილების და კბილების მდგომარეობის პრობლემებიც იქმნება.

ძილის რეჟიმის ცვლილება. ღვიძლის დაზიანების ერთ-ერთი უჩვეულო ნიშანია დღისით ძილის უცნაური სურვილი ღამის უძილობასთან კომბინაციაში.

ოფლის უცნაური სუნი. ღვიძლის და თირკმლების დაავადების დროს ოფლს შეიძლება მოხარშული კომბოსტოს სუნი ჰქონდეს. ეს ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერებების შემადგენლობების ცვლილებებით ხდება.

მეტალის გემო პირში. ღვიძლის უჯრედები ნაღველს აწარმოებენ, რომელიც ნაღვლის ბუშტში ხვდება და აუცილებლობის შემთხვევაში ნაწლავებში გადადის. ნებისმიერი ამ ეტაპის დარღვევამ შეიძლება ნაღვლის სტაგნაცია, მისი საყლაპავში გადასროლა და უჩვეულო გემოს წარმოქმნა გამოიწვიოს.

მილიუმი და ქსანტელაზმა. სახეზე კანის წარმონაქმნები შეიძლება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით იყოს გამოწვეული, რომელშიც ღვიძლი აქტიურად მონაწილეობს. ასეთ სიტუაციაში კოსმეტოლოგიური მკურნალობის მეთოდები მხოლოდ დროებით დაგეხმარებათ, ამბობს ჟურნალი Health and Human.