როგორ დავიკლოთ დიეტის გარეშე: 5 ხრიკი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

5100

დიეტა ხშირად მკაცრ შეზღუდვებს გულისხმობს, ეს კი არც ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო და ზედმეტ ნერვულ დაძაბულობასაც ქმნის. ამ ხრიკების გამოყენება სცადეთ. მათი დახმარებით რამდენიმე კილოგრამის მოშორებას შეძლებთ, წერს ჟურნალი Freundin.

ყავა დღეში 3-ჯერ. ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა: ქალები, რომლებიც დღეში 2-3 ჭიქა ჩაის სვამენ, ნივთიერებათა ცვლას 16%-ით აჩქარებენ იმის მიუხედავად, თუ რას მიირთმევენ და რამდენს ვარჯიშობენ. კოფეინის გამოყენება ერთ-ერთი გამოცდილი ხრიკია, რომელიც დიეტის გარეშე გახდომაში დაგეხმარებათ. კოფეინი ცენტრალურ ნერვულ სისტემას სტიმულირებს, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, ნაწლავების აქტიურ მოძრაობას და თირკმლების აქტივობას ხელს უწყობს. ყავა ტკბილეულისკენ ლტოლვას ამცირებს. მნიშვნელოვანია, რომ ყავა შაქრის გარეშე დალიოთ.

რაციონში ზეითუნის ზეთი და რძე ჩართეთ. აღმოჩენილ იქნა, რომ ზეითუნის ზეთში შემავალი ოლეინის მჟავა მოქმედებს, როგორც მადის დამაქვეითებელი ეფექტური საშუალება, ამით კი ნაწლავების ჰორმონალურ წარმოებაზე გავლენას ახდენს. რძის პროდუქტები ლინოლეურის მჟავას შეიცავენ, რომლებიც ცხიმოვან ცვლას სტიმულირებენ და კუნთოვანი მასის ზრდას ხელს უწყობენ. ეხ ხრიკი უცხიმო რძეზე არ მუშაობს.

საკვების რეგულარული მიღება. როცა ორგანიზმი საკვებს ვერ იღებს, სისხლში შაქრის დონე მცირდება და ახალი ენერგიის მიღების გამოხატული მოთხოვნილება ჩნდება. შედეგად, მადა და შიმშილის გრძნობა იზრდება – ასე სხეული რაც შეიძლება მეტის სწრაფად ჭამას გვაიძულებს. მისურის უნივერსიტეტის მეცნიერების ნაშრომი ადასტურებს: მცირე პორციებით ჯანსაღი საკვების მიღება მარტივი, მაგრამ ეფექტური ხრიკია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნაკლები კალორია მივირთვათ და წონაში დავიკლოთ. ასეთი კვების დროს სისხლში შაქრის დონე მუდმივ დონეზე რჩება და ორგანიზმი შიმშილის განცდისგან დაზღვეულია.

ცილოვანი წასახემსებელი ძილის წინ. ცხიმი შეიძლება ღრმა ძილის დროსაც დაიწვას, როცა ორგანიზმი ზრდის ჰორმონს HGH აწარმოებს. ამისთვის დიეტოლოგები გირჩევენ, რომ დაძინებამდე 1-2 საათით ადრე დაბალკალორიული ცილოვანი წასახემსებლი მიიღოთ. გამოგადგებათ: 100 გრ იოგურტი ან ხაჭო, 150 მლ კეფირი და ცოტა კაკალი.

პიტნა ჭამის შემდეგ. ჭამის შემდეგ 1 ფინჯანი პიტნის ჩაი კიდევ ერთი ხრიკია, რომელიც დიეტის გარეშე დაკლებაში დაგეხმარებათ. მისი დალევა ნაღვლის წვენის გამოყოფას სტიმულირებს, რაც ცხიმის წვას აჩქარებს.