ამარანტი: ახალი სუპერ პროდუქტის სასარგებლო თვისებები

1605

მარცვლეული ამარანტის გასაოცარი სასარგებლო თვისებები: ის უფრო მეტ რკინას, კალციუმს, ცილებს, მანგანუმს, უჯრედის და სხვა ფიტონუტრიენტებს შეიცავს, ვიდრე სხვა მარცვლეული. ამარანტი მცენარეული ცილების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა და ამით ცხოველური წარმოშობის ცილებს კონკურენციას უწევს. ამ „სუპერ პროდუქტის“ სასარგებლო თვისებები: სიმსივნის, გულის დაავადებების და ჰიპერტონიის პროფილაქტიკა.

ამარანტის მკვებავი ნივთიერებები და მათი სასარგებლო თვისებები

ამარანტი ცილებს დიდი რაოდენობით შეიცავს: 1 ფინჯანი მარცვლეული 28,1 გრ ცილას შეიცავს, შედარებისთვის 1 ფინჯანი შვრია 26,3 გრ ცილას, ხოლო ბრინჯი 13,1 გრ ცილას შეიცავს.

ის ლიზინის, მნიშვნელოვანი ამინომჟავის შესანიშნავი წყაროა. ასევე ამარანტი შეიცავს პირველად ცილებს, რომელთაც ალბუმინი და გლობულინი ეწოდებათ: ხორბალში შემავალ პროლამინებთან შედარებით ასეთი ცილები კარგად იხსნება და შეიწოვება.

ბრინჯთან შედარება: 1 ფინჯანი ნედლი ამარანტი 15 მგ რკინას, თეთრი ბრინჯი კი მხოლოდ 1,5 მგ რკინას შეიცავს. ამარანტი – 18 მგ უჯრედისი, თეთრი ბრინჯი – 2,4 გრ. „სუპერ პროდუქტი“ შეიცავს 6-10% ცხიმებს, უპირატესად უჯერს – 77% უჯერ ცხიმოვან მჟავებს, მათ შორის ლინოლეურ მჟავას, რომელიც ჯანსაღი კვებისთვის აუცილებელია. ეს ერთადერთი მარცვლეულია, რომელიც C ვიტამინს დადასტურებულად შეიცავს.

ამარანტის სასარგებლო თვისებების კვლევა

კვლევამ აჩვენა, რომ მის თესლში არა მხოლოდ ღირებული მკვებავი კომპონენტები, არამედ რუტინი, ნიკოტინფლორინი და პეპტიდები შედის, რომლებიც ჰიპერტონიას ამცირებენ.

მეცნიერებმა ამარანტში შემავალი პეპტიდების სასარგებლო ფუნქციების დამატებითი შესწავლა გადაწყვიტეს. კერძოდ, საქმე ეხება ლუნაზინს, რომელსაც სიმსივნის პროფილაქტიკაში უპირატესობა გააჩნია. ამასთან ქრონიკული დაავადებების, ანთების, დიაბეტის და გულის დაავადებების რისკს ამცირებს.

ტესტირებების შედეგებმა აჩვენა, რომ ამარანტის ზეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის ფუნქციურ კვების პროდუქტს წარმოადგენს.