როგორ ავიცილოთ თავიდან ინსულტი: სწორი დიეტა სისხლძარღვებისთვის

2273

დიეტა ინსულტის რისკში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ფაქტიურად, გარკვეული კვების რაციონის დაცვა ინსულტისგან დაგიცავთ. რატომ? ინსულტი ხდება მაშინ, როცა სისხლის ნაკადი ტვინის ნაწილებში იბლოკება. ყველაფერი, რაც სისხლძარღვებში ფოლაქების დაგროვების შესაფერხებლად შეგვიძლია გავაკეთოთ, სისხლის ჯანსაღ მოძრაობს ხელს უწყობს. აი, როგორ უნდა შეცვალოთ დიეტა ინსულტის პროფილაქტიკისთვის.

უფრო მეტი უჯრედისი

დიეტის დაცვა, რომელიც დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, ინსულტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ, რადგან ასეთი დიეტა ქოლესტერინის დონის შემცირებას და ჯანსაღი წონის შენარჩუნებას ხელს უწყობს. ადამიანების უმეტესობას უჯრედისი არ ყოფნის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულია დღეში 25-30 გრ უჯრედისი, მაგრამ ადამიანები 15 გრამზე მეტს იშვიათად მიირთმევენ.

ახალი ბოსტნეული არ დაგავიწყდეთ

დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს. კვლევამ აჩვენა, რომ ინსულტის საწინააღმდეგო დიეტაში ფოთლოვანი ბოსტნეულის და კომბოსტოს (ჩვეულებრივი კომბოსტო, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო და.ა.შ) ჩართვა საუკეთესო არჩევანია.

ცილების ჯანსაღი წყარო

ძალიან ბევრი ადამიანი ცილების მთავარ წყაროდ ხორცს განიხილავს, მაგრამ ეს სარისკოა. ხორცი ბევრ გაჯერებულ ცხიმებს შეიცავს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ზრდიან. თუ ხორცს ჭამთ, უპირატესობა სამარხვო სახეობებს მიანიჭეთ – თევზი, ქათამი, ინდაური. ცილების კარგი მცენარეული წყაროებია – კაკალი, ტოფუ, ოსპი.

ძლიერი კალიუმი

კალიუმი ინსულტის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია. ის სისხლძარღვებს ადუნებს, არტერიულ წნევას ამცირებს და ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოდევნას ხელს შეუწყობს. ჩვენ უფრო მეტ ნატრიუმს ვიღებთ, ვიდრე გვჭირდება, ხოლო კალიუმის რეკომენდებული დღიური ნორმის მიღებას მხოლოდ 2% აღწევს.

კალიუმის საუკეთესო წყაროა: ბანანი, ლობიო, თევზი, ისპანახი, მწვანილი და კარტოფილი.