ჩვეულებრივი კომბოსტო ღვიძლის გაცხიმოვნებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

3063

ჩვეულებრივ კომბოსტოში შემავალი ნაერთები ღვიძლის გაცხიმოვნებასთან ბრძოლაში ეფექტურად დაგეხმარებათ, ამის შესახებ ამერიკელი მკვლევარები აცხადებენ. მათი მოსაზრებები თემატურ ჟურნალში Hepatology გამოქვეყნდა.

ტეხასის A&M AgriLife Research-ის მეცნიერების მიერ მიღებული მონაცემების თანახმად, ღვიძლის გაჯანსაღებასა და გაცხიმოვნებისგან დაცვას ხელს უწყობს ნივთიერება ინდოლი, რომლის მაღალი კონცენტრაციით ჩვეულებრივი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო და ყვავილოვანი კომბოსტო გამოირჩევიან. ამ პროდუქტების გამოყენება ღვიძლის არა ალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. ამის შესახებ მეცნიერები ამბობენ.

ისინი განმარტავენ: მსგავსი დაავადება ვითარდება მაშინ, როცა ღვიძლი ცხიმის დაგროვების გამო „მარმარილოსავით“ ხდება, რასაც პირველ რიგში გაჯერებული ცხიმებით მდიდარი არაჯანსაღი კვების რაციონი იწვევს. მსგავსი მდგომარეობა სახიფათო დაავადებების განვითარებას, მათ შორის სიმსივნეს იწვევს.

აშშ-ს სპეციალისტებმა ცხოველთა მოდელებზე კომბოსტოს კომპონენტების გავლენა შეისწავლეს. ისინი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კომბოსტოში შემავალი ინდოლი ღვიძლის უჯრედებში არა მხოლოდ  ცხიმის რაოდენობას ამცირებს, არამედ ნაწლავების უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენს და აგზავნის მოლეკულურ სიგნალს, რომელიც ანთების შემცირებას ხელს უწყობს.

„სპეციალური კვება ღვიძლის გაცხიმოვნებისგან განკურნებაში დაგეხმარებათ, რომ არაფერი ვთქვათ პროფილაქტიკურ ეფექტზე. საკვები, რომელიც საკმარისი რაოდენობის ინდოლს შეიცავს, მათ შორის ჩვეულებრივი კომბოსტო, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების მკურნალობის ახალი მეთოდი შეიძლება გახდეს“ – აჯამებს სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ვუ ჩაოდუნი.