6 ნაბიჯი უშვილობიდან დედობამდე

3762

გადაწყვეტილების მიღება

უნაყოფობასთან ბრძოლა მრავალფეროვან გადაწყვეტილებას მოითხოვს. უნაყოფობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვა, თქვენ და თქვენმა მეუღლემ ერთდროულად უნდა მიიღოღ ბევრი გადაწყვეტილება დიაგნოსტირებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებით. ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური ენერგია, ასევე გარკვეული სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი გრძნობების გაგებაში და მრავალფეროვანი ინფორმაციის დიდ ნაკადში.

განსაზღვრეთ თქვენი მიზნები

გაანალიზეთ თქვენი შინაგანი გრძნობები ოჯახის, შვილების, დედობისა და მამობის შესახებ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენ გჭირდებათ საწყისი გეგმების გადახედვა, რათა გქონდეთ ისეთი ოჯახი, როგორიც გჭირდებათ. მაგალითად, ბევრი წყვილს ავიწყდება ის ფაქტი, რომ მათი მთავარი მიზანია – გახდნენ მშობლები, მაშინაც კი, თუ ისინი ვერ იქნებიან გენეტიკური მშობლები.

როდესაც თქვენ და მეუღლე განსაზღვრავთ თქვენს მიზნებს და შეაფასებთ  შესაძლებლობებს, აღმოაჩენთ, რომ თქვენ გაქვთ ოთხი არჩევანი. თქვენი უნაყოფობის მიზეზისა და მისი წარმატებული მკურნალობის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თქვენ უნდა აირჩიოთ ერთ-ერთი:

  • შეეცადეთ საკუთარი გენეტიკური შვილის გაჩენას დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პროცედურების შეჩერების გარეშე და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სუროგატი დედის მომსახურებას.
  • შეეცადეთ ბავშვის გაჩენას ისე, რომ ის ბიოლოგიურად დაკავშირებული იყოს ერთ-ერთ მშობელთან, დონორის სპერმის ან დონორის კვერცხუჯრედების დახმარებით.
  • ნაშვილები ბავშვი არ იქნება გენეტიკურად დაკავშირებული თქვენთან
  • განაგრძეთ ცხოვრება ბავშვების გარეშე.

განვიხილოთ მკურნალობის სხვადასხვა ვარიანტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყვილი განიცდის გაურკვეველი წარმოშობის უნაყოფობას (აუხსნელი უნაყოფობა), ხშირ შემთხვევაში, ექიმებს შეუძლიათ დაადგინონ ერთი ან რამდენიმე ფაქტორი, რაც განაყოფიერების უნარის დაქვეითებას იწვევს. უნაყოფობის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, უშვილობის პრობლემის შემდეგი გზები არსებობს:

  • ნაყოფიერების გაზრდის მიზნით, ერთერთი პარტნიორის მედიკამენტებით მკურნალობა.
  • ქირურგიული ჩარევა რეპროდუქციული ორგანოების სტრუქტურული დარღვევების გამოსწორების მიზნით.
  • რეპროდუქციული ტექნოლოგიების დახმარება;
  • განაყოფიერება დონორის სპერმით, თუ მამაკაცს არ აქვს სათანადო ხარისხის საკმარისი სპერმა;
  • დონორის კვერცხუჯრედის გამოყენება, თუ ქალს არ აქვს ჯანმრთელი საკვერცხეები;
  • სუროგატი დედის აყვანა, თუ ქალს თავად არ შეუძლია შვილის გაჩენა;
  • შვილად აყვანა.

დაუსვით ექიმს შეკითხვები

მაგალითად, AltraVita-ს კლინიკაში, ორივე მეუღლის დეტალური გამოკვლევის შემდეგ, ექიმი განსაზღვრავს უნაყოფობის მიზეზებს და გირჩევთ მკურნალობის სპეციფიკურ მეთოდს. მიუხედავად იმისა, რომ ექიმი ვალდებულია, გულწრფელად განიხილოს თქვენი  ორსულობის შანსები, მხოლოდ თქვენ და თქვენს პარტნიორს შეგიძლიათ გადაწყვიტoთ, რომელი  მკურნალობისთვის ხართ მზად. გამოკვლევა და მკურნალობა შეიძლება სტრესის წყარო გახდეს. თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობლივად გადაწყვიტოთ, რომელია თქვენთვის მისაღები მკურნალობის მეთოდი.

დაუსვით ექიმს შემდეგი კითხვები, რომ მიიღოთ საკმარისი სამედიცინო ინფორმაცია  გადაწყვეტილების მისაღებად:

  • რამდენად ზრდის ეს მეთოდი ორსულობის მიღწევის შანსებს?
  • რა არის პოტენციური რისკები, გართულებები და გვერდითი მოვლენები?
  • რამდენი ხნით უნდა გავაგრძელოთ მკურნალობა, რომ მას ეფექტი ჰქონდეს?
  • რა ღირს ეს მკურნალობა?
  • ამ მეთოდით მკურნალობა ხელს შეუშლის მომავალში მკურნალობის სხვა ვარიანტებს?

თუ ეს მეთოდი არ გამოდგება, გვექნება მკურნალობის სხვა ვარიანტები?კლინიკა „ალტრავიტას“ ექიმი დაგეხმარებათ განსაზღვროთ ის რისკი, მატერიალური ხარჯები და დრო, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ სამკურნალო მეთოდთან. თქვენ უნდა გაერკვეთ, რა არის თქვენი შანსები მკურნალობის გარეშე და რამდენად გაზრდის ეს მკურნალობა ფეხმძიმობის შანსს. ყოველთვის გაითვალისწინეთ ემოციური ძალისხმევა და ფინანსური ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია უნაყოფობის მკურნალობის კონკრეტულ მეთოდთან. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენი დრო გაქვთ, რა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რისკი გაქვთ და რამდენ ფულს ხარჯავთ.
განიხილეთ თქვენი ექიმის მიერ შემოთავაზებული თითოეული ვარიანტი. შეიტყვეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. გააანალიზეთ ყველა ვარიანტი რისკის, წარმატების შანსების, დროისა და ფულის თვალსაზრისით. თქვენ და თქვენი მეუღლე საკმარისად უნდა იყოთ ინფორმირებული.

თუ არ დაფეხმძიმებულხართ

თუ არ დაფეხმძიმდით მას შემდეგ, რაც თქვენ იმკურნალეთ გეგმის მიხედვით, შეეცადეთ, ხელახლა შეაფასოთ თქვენი გეგმები და შესაძლებლობები. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ შემდგომი მკურნალობა ან სცადოთ სხვა მეთოდი. მეუღლეებს ხშირად აქვთ განსხვავებული შეხედულებები ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ღია კომუნიკაცია ორივეს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ფსიქოლოგთან კონსულტაცია შეიძლება სასარგებლო იყოს თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის უთანხმოების შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელების ან დასრულების შესახებ, ასევე თქვენი ნამდვილი მოტივების დადგენის მიზნით. მხოლოდ თქვენი ნამდვილი მოტივებისა და სურვილების გაცნობიერებით შეგიძლიათ სწორი გადაწყვეტილების მიღება.

დასკვნა

უნაყოფობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური პრობლემების გადალახვა ადვილი არ არის, მაგრამ მათთან გამკლავება შესაძლებელია. მოემზადეთ სამომავლო სირთულეებისთვის, მიიღეთ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და გააზიარეთ თქვენი გრძნობები, ეს დიდად შეუწყობს ხელს სიტუაციას. შეიძლება, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ უნაყოფობის გადალახვა უფრო დაგაახლოვათ თქვენს მეუღლესთან, რადგანაც გაუზიარეთ თქვენი გრძნობები და მხარი დაუჭირეთ ერთმანეთს ამ რთულ დროს. და, უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ მოთმინებამ, პოზიტიურმა დამოკიდებულებამ და სათანადო მოპყრობამ ხელი შეუწყო ამდენ უნაყოფო წყვილს, გამხდარიყვნენ მშობლები.