საუკეთესო კვების პროდუქტები საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად

1469
ფოტო: pixnio

ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი სისტემა ჩვენი განწყობისა და ფიზიკური ფორმისთვის მნიშვნელოვანია. ამ პროდუქტების რეგულარული მიღება საჭმლის მომნელებელი პროცესების გაძლიერებასა და კუჭის პრობლემების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კოჭა. ფესვის სანელებელი გინგეროლს, შაგაოლს და ეთერზეთს შეიცავს, რომლებიც საჭმლის მომნელებელ სისტემას სტიმულირებენ. კოჭა მკვებავი ნივთიერებების და მინერალების შთანთქმას ხელს უწყობს და ნაწლავებში გაზის წარმოქმნას აფერხებს. 1 ჩ/კ გახეხილი კოჭა 1 ფინჯან წყალში 5 წუთით მოადუღეთ და ჭამის შემდეგ დალიეთ.

პიტნა. პიტნა მენთოლს შეიცავს, რომელიც კუჭის წვენის გამოყოფას სტიმულირებს და ამით საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. პიტნას გამაგრილებელი ეფექტი გააჩნია და გულძმარვას ამცირებს. პიტნა წვნიანებს და სალათებს რეგულარულად დაუმატეთ.

რეჰანი. მცენარე თავისი შემახორცებელი თვისებებით ცნობილია. ის მადას და საჭმლის მომნელებელ პროცესებს აძლიერებს. ასევე დისპეპსიას, მუცლის შებერილობას და ყაბზობას ეფექტურად ებრძვის.

დარიჩინი. სანელებელს ანთების საწინააღმდეგო თვისება გააჩნია და საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობას მხარს უჭერს. მუცლის შებერილობას და გაზების წარმოქმნას აფერხებს.

ილი. აირების გამომდევნი საშუალება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ახურებს და მუცლის კუნთებს ადუნებს. ის საჭმლის მონელების პროცესებს აჩქარებს და გაზის წარმოქმნას აფერხებს. ყოველი საკვების მიღების შემდეგ 1 პარკი ილი მიირთვით. ამის შესახებ The Health Site წერს.