კვების ექსპერტმა ქეროლინ უილიამსმა დიაბეტის დროს საუკეთესო ანთებისსაწინააღმდეგო პროდუქტები დაასახელა

0
608
photo by inmorino on Pixabay

აშშ-ში კვების სფეროში ექსპერტი, სამედიცინო მეცნიერების დოქტორი, კეროლინ უილიამსი გირჩევთ, რომ დიაბეტით დაავადების დროს რაციონში ანთების საწინააღმდეგო ეფექტის მქონე პროდუქტები ჩართოთ. საუკეთესო პროდუქტების სიაში მოხვდა კაკალი, ბროკოლი, ბარდა, ყაბაყი და სხვა.

კეროლინ უილიამსის თქმით, მე-2 ტიპის დიაბეტის ძირითად მიზეზს ქრონიკული ანთება წარმოადგენს, რომელსაც ცუდი კვება, ჭარბი წონა, ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, სტრესი და ნაწლავების გაუარესება იწვევს. ამ ყველაფრის გამო უჯრედები ნელ-ნელა ინსულინის მიმართ რეზისტენტული ხდებიან.

სახიფათო პროცესებთან საბრძოლველად კვების ექსპერტი გირჩევთ, რომ ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები მიირთვათ.

კაკალი. მასში შემავალი უჯრედესის, ცილების და ცხიმების კომბინაცია ორგანიზმს ენერგიას გლუკოზის დამატების გარეშე აძლევს. რამდენიმე კვლევა თხილის რეგულარულ მოხმარებას აკავშირებს უზმოზე სისხლში გლუკოზის დაბალ დონესთან, ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაუმჯობესებასა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის გაუმჯობესებასთან. რეკომენდებულია, რომ დღეში 1 მუჭა თხილი შეჭამოთ. 1 პორცია თხილი დაახლოებით 30 გრამია.

ბროკოლი. ამერიკის დიაბეტის ასოციაცია გირჩევთ, რომ ყოველი ჭამის დროს თეფშის ნახევარი უსახამებლო ბოსტნეულით ნახევრად გაავსოთ. ამ მხრივ ბროკოლი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. მისი თანაყვავილედი უჯრედისით, ანტიოქსიდანტებით, A და C ვიტამინებით სავსეა. გარდა ამისა, ბროკოლის გოგირდის შემცველი ნაერთები ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობს. მსგავსი თვისება კომბოსტოს სხვა სახეობასაც აქვს – ყვავილოვანი კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო.

ნიორი. 2018 წლის მეტა ანალიზმა, რომელმაც 33 კვლევის მონაცემებს მოიცავდა, აჩვენა: დიაბეტის მქონე პაციენტებში მედიკამენტებთან ერთად ნივრის მიღება გლუკოზის აქტიურად შემცირებას ხელს უწყობდა. როგორც კეროლინ უილიამსი წერს, ნივრის ეს უპირატესობა მასში შემავალი ნაერთის, ალიცინით აიხსნება, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს.

ბარდა. ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით პარკოსანი პროდუქტები ნახშირწყლების იდეალურ წყაროს წარმოადგენს. ეს ნახშირწყლები გლუკოზაზე უფრო ნაკლებ გავლენას ახდენენ, ვიდრე რაფინირებული მარცვლეული პროდუქტებიდან და სახამებლიდან მიღებული ნახშირწყლები. „რაც შეეხება გრძელვადიან უპირატესობას, როგორც ბარდა, ასევე სხვა პარკოსანი პროდუქტი, უზმოზეზე სისხლში შაქრის დონეს ეფექტურად ამცირებს“, ამბობს კვების ამერიკელი ექსპერტი.

ბერძნული იოგურტი. 2017 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემების თანახმად, პრობიოტიკების შემცველი პროდუქტების რეგულარული მიღება მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებში გლიკოზირებული ჰემოგლობინის და უზმოზე გლუკოზის დაბალ დონეს უკავშირდება.

„როგორც ჩანს, ჯანსაღი მიკრობიომის ბაქტერიები ამცირებენ ანთებით ნაერთებს, რომლებიც ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას და წონის მომატებას იწვევენ. პრობიოტიკებით მდიდარი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი კი ნატურალური იოგურტია ცოცხალი ბაქტერიული კულტურით“ – აცხადებს კეროლინი.

დარიჩინი. ექსპერტი განმარტავს, რომ დარიჩინი დიაბეტის საწინააღმდეგო დამოუკიდებელ პროდუქტად არ ითვლება. თუმცა კვლევა აჩვენებს, რომ დარიჩინი ინსულინის მიმართ რეზისტენტობის გაუმჯობესების ხარკზე გლუკოზის შემცირების სუსტს ეფექტს ფლობს. სპეციალისტი გირჩევთ, რომ დარიჩინი ნატურალური დამატკობლის სახით გამოიყენოთ და რაფინირებული შაქარი ზედმეტად არ გამოიყენოთ.

ყაბაყი. მასში მინიმალური რაოდენობის შაქარი და ნახშირწყლები გვხვდება, ამასთან საკვები ბოჭოებით, პექტინებით მდიდარია. მათი მოხმარება სისხლში შაქრის დონის ცვლილებისგან ეფექტურად დაგიცავთ. გარდა ამისა, ყაბაყი ანტიოქსიდანტებით „შეფუთულია“, რომლებიც ანთებას აქრობენ.

ომეგა 3-ით მდიდარი პროდუქტები. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა ძლიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ფლობენ. ჩატარებული კვლევები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ომეგა 3-ის ყოველდღიური მოხმარება ისეთ დიაბეტურ ანთების მდგომარეობას აფერხებს, როგორიცაა ნევროპათია ხელებში, ფეხებსა და კიდურებში, აღნიშნავს კეროლინ უილიამსი.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი