უნდა გარეცხოთ თუ არა მაღაზიის ტანსაცმელი ჩაცმამდე

3079
photo by torange

ბევრი მეცნიერი გვირჩევს იმ ტანსაცმლის გარეცხვას გამოყენებამდე, რომელიც მაღაზიაში ახლახან შევიძინეთ. თუ ახალი ნივთის გარეცხვა მანქანაში არ შეიძლება, ცხელ საშრობში მაინც უნდა გაატაროთ, სანამ ჩაიცვამთ.

ბევრ ადამიანს საჭიროდ არ მიაჩნია ახალი ნივთების გარეცხვა გამოყენებამდე. პროფესორ ფილიპ ტირნოს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის დანაყოფის დირექტორის, აზრით, ეს დიდი შეცდომაა, რომელიც ჯანმრთელობად შეიძლება დაგვიჯდეს.

ტირნომ გამოიკვლია შარვლები, ბლუზები, საცვლები, ქურთუკები და სხვა ტიპის ტანსაცმელი, რომლებიც შეიძინა როგორც მაღალი, ისე დაბალი დონის ქსელურ მაღაზიებში. ტესტებმა აჩვენა, რომ ახალ ტანსაცმელზე, სანამ იგი მაღაზიის საკიდებზეა დაკიდებული და მომხმარებლები ათვალიერებენ/იზომავენ, ჩნდება უამრავი უსიამოვნო ნაერთი, მათ შორის, სასუნთქი გზების გამონადენი, საფუვრები, კანისა და ფეკალური ფლორის მიკროორგანიზმები.

სხვათა შორის, ახალ ტანსაცმელზე არსებული საშიში ნივთიერებები მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა გავრეცხოთ იგი სახლში მიტანისაც. ბევრი ნივთი შეიცავს ქიმიკატებსა და საღებავებს, რომლებიც, როგორც მინიმუმ, კანის გაღიზიანებას იწვევს.

რუსი ექიმ-დერმატოლოგის, გრიგორი გოლდინის აზრით, ახალი ტანსაცმლის რეცხვის ჩვევა გამართლებულია, ამ წესის უგულებელყოფას კი ჯანმრთელობის უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ექიმმა დაუმატა, რომ ახალი ტანსაცმლით, აგრეთვე, შეიძლება გავრცელდნენ მწერები (მაგალითად, ტილები). პოტენციურად, ახალი ნივთებით შეიძლება გადაგედოთ პედიკულოზი და მუნი.

-“ის, რომ მიკრობებთან გაქვთ კონტაქტი, არ ნიშნავს, რომ დაავადდებით – ადამიანთა უმეტესობის იმუნური სისტემა უმკლავდება მცირე რაოდენობით მიკროორგანიზმებს, რომლებიც შეიძლება სხეულს დაესხეს თავს. მიუხედავად ამისა, ორგანიზმები, რომლებიც A ჰეპატიტს, მოგზაურთა დიარეა, სალმონელები, ნოროვირუსი, სოკოვანი ინფექციები და სტრეფტოკოკები ძალიან მარტივად გადადის ყველაფერზე, განსაკუთრებით, თუ საქმე იმ ტანსაცმელს ეხება, რომელიც უკვე რამდენიმე ადამიანმა მოიზომა.” – განმარტავს გრიგორი გოლდინი.

გარდა ამისა, ტანსაცმლის შესაკერად გამოყენებული ქსოვილის წარმოების პროცესში, გამოიყენება უამრავი ქიმიური ნივთიერება – გათეთრების, დაგრადუსების, შეღებვის, გასწორების, ლაქებისადმი მედეგობისა და ქსოვილის სხვა თვისებებისთვის. ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც ხშირად იყენებენ ქსოვილების საბოლოო დამუშავებისთვის, მიეკუთვნება ფორმალდეჰიფი, კაუსტიკური სოდა, გოგირდმჟავა, ბრომი, გუმფისი, სულფანილამიდები და ჰალოგენები. ყველა ეს ქიმიკატი იწვევს ორგანიზმის სხვადასხვა რეაქციის განვითარებას, რომელთაგან ყველაზე ხშირიც ჭინჭრის ციებაა.

-“შეიძლება გაჩნდეს კანის ქავილი და სიმშრალე, განსაკუთრებით, თუ ქსოვილი კანს ეხახუნება, მაგალითად, წელის, კისრის, იღლიისა და ბარძაყების არეში. ახალი ტანსაცმლიდან გადმოსული გამღიზიანებლების უმეტესობა ირეცხება, თუმცა, ამას შეიძლება რამდენიმე გარეცხვა დასჭირდეს. ამიტომ სახლში ახალი ნივთის მოტანისას, გარეცხეთ იგი, თუნდაც ორჯერ. როცა მაღაზიაში ტანსაცმელს იზომავთ, ნუ გაიხდით თქვენსას. შოპინგის შემდეგ, მისი გარეცხვაც არ გაწყენდათ. გარდა ამისა, კარგად დაიბანეთ ხელები, რადგან თქვენ ეხებოდით იმ ნივთებს, რომლებზეც შესაძლოა ქიმიური ნივთიერებები და სხვა დამაბინძურებლები ყოფილიყო. ზედმეტი არ იქნება სახის დაბანაც.” – გვირჩევს გოლდინი.