სისხლის მიმოქცევის დარღვევა: 8 სიმპტომი

0
1469
photo by piqsels

სისხლის ნორმალური ცირკულაცია უმნიშვნელოვანესი პირობაა მთელი ორგანიზმის ნორმალური არსებობისთვის, თუმცა ბევრი ადამიანი არც კი ეჭვობს, რომ სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს. ამასთან, დარღვევები შეიძლება ნებისმიერ ასაკში გაჩნდეს და გამოიწვიოს ტვინის, ღვიძლის, თირკმლებისა და გულის ცხოველქმედების გაუარესება.

გაგაცნობთ 8 სიმპტომს, რომლებიც შეიძლება სისხლის მიმოქცევის დარღვევაზე მიუთითებდეს.

კიდურების გაბუჟება და ჩხვლეტა

ეს სიმპტომი ყოველთვის მაინცდამაინც სისხლის მიმოქცევის დარღვევებზე არ მიუთითებს. თუმცაღა, მისი უგულებელყოფა დაუშვებელია. მსგავსი შეგრძნებები შეიძლება გაჩნდეს ორგანიზმში ისეთი საშიში მდგომარეობების გამო, როგორებიცაა თრომბი და ვენების დაავადება.

სიარულისას დისკომფორტი ფეხებში

თუ სიარულის დროს წვივის ან წვივების უკანა ნაწილში გაქვთ წვის, ტკივილისა და ჩხვლეტის შეგრძნებები, რომელიც გაჩერების დროს ქრება, აუცილებლად შეემოწმეთ კარდიოლოგს. საკმაოდ ხშირად, მსგავსი სიმპტომი გულ-სისხლძარღვთა აშლილობის ნიშანია, რომელსაც სისხლძარღვების პროგრესული კალციფიკაცია, ათეროსკლეროზი იწვევს.

შეშუპებული კოჭები

უმეტეს შემთხვევებში, ფეხებისა და კოჭების შეშუპება ადამიანისთვის უვნებელია და 24 საათის განმავლობაში ქრება. თუმცა, ხანგრძლივი ან პერიოდულად განმეორებადი შეშუპების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. თავის მხრივ, თუ ფეხები უეცრად სივდება, ხოლო შეშუპებას თან ახლავს გამონაყარი, ქავილი, ფეხებში სიცხის შეგრძნება ან ტკივილი, დაუყოვებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ეს შეიძლება სისხლის მიმოქცევის სერიოზულ დარღვევაზე, თრომბზე მიუთითებდეს.

დაღლილობა

სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს, ქსოვილები და ორგანოები ვერ იღებს საკმარისი რაოდენობის მკვებავ ნივთიერებებსა და ჟანგბადს. შედეგად, შეიძლება გაჩნდეს საერთო დაღლილობის შეგრძნება, კუნთების სისუსტე და ტკივილებიც კი.

კანის ფერის ცვლილება

სისხლის მიმოქცევის დარღვევის კიდევ ერთი სიმპტომი – მკრთალი ყვითელი ან მოცისფრო კანის ფერი. ცივი ხელები და ფეხები… მომატებული მგრძნობელობა სიცივისადმი და გაყინვისადმი მიდრეკილება, ცივი კიდურები საკმაოდ თბილ გარემოშიც კი, შეიძლება სისხლის ცუდ ცირკულაციაზე მეტყველებდეს.

გულმავიწყობა

სისხლის სუსტი მიმოქცევის გამო, ქვეითდება კოგნიტური ფუნქცია, რაც იწვევს ტვინის მკვებავი ნივთიერებებითა და ჟანგბადით მომარაგების შემცირებას. ადამიანს უუარესდება წარმოსახვა, ცუდად კონცენტრირდება, ყველაფერი ავიწყდება.

ფრჩხილებთან და თმებთან დაკავშირებული პრობლემები

სისხლის ცუდი მიმოქცევა ავითარებს ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა თმის ზრდის ნელი ტემპი და მომატებული თმისცვენა, ფრჩხილების შესუსტება, მსხვრევა.

იშვიათი შარდგამოყოფა

სისხლის მიმოქცევის გაუარესების დროს, სისხლის მოცულობა, რომელიც თირკმლებში ხვდება, მცირდება. შედეგად, იცვლება შარდგამოყოფის ფუნქცია, შარდის გამოყოფა მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მიღებული სითხის რაოდენობა არ შეგიცვლიათ.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი