5 პროდუქტი, რომლებიც ყოველდღე უნდა მიირთვათ, თუ მეორე ტიპის დიაბეტი გაქვთ

0
1887
photo by Orna Wachman on Pixabay

ჯანსაღი საკვების არჩევა სისხლში შაქრის დონის საკონტროლოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროდუქტები არამხოლოდ აკონტროლებდნენ დიაბეტს, არამედ აუმჯობესებდნენ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას. ეს 5 პროდუქტი მისიას უმკლავდება.

ციტრუსი

ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი – კვლევების მიხედვით, ციტრუსის მოხმარება დადებით, ხანგრძლივ გავლენას ახდენს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის დონეზე, ანთების საწინააღმდეგო ნაერთ ჰესპერიდინისა და ხსნარი უჯრედისის ჯანსაღი დონის ხარჯზე.

მუხუდო

მუხუდო, ასევე, პარკოსნები (ოსპი) კარგად ნაცნობი პროდუქტია, დაბალი გლიკემური ინდექსით, რის გამოც ისინი დიაბეტიკებისთვის შესანიშნავი არჩევანია. ახალი კვლევები ამტკიცებს, რომ პარკოსანი კულტურების საკვებად მოხმარებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე თერაპევტული ეფექტის მოხდენაც შეუძლია.

ზეითუნის ზეთი

ნაჯერი და ტრანს-ცხიმების უფრო სასარგებლო, უჯერი ცხიმებით ჩანაცვლება მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა ყველასთვის, თუმცა მოხმარებული ცხიმების ტიპი უფრო დიდ როლს ასრულებს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანების ჯანმრთელობაში. პირველადი დაწურვის ზეითუნის ზეთის მოხმარება არამხოლოდ დიაბეტის რისკის შემცირებას უწყობს ხელს. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, იგი აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზის მოხმარებას, თავისი ანთების საწინააღმდეგო ეფექტის დამსახურებით.

მწვანე ბოსტნეული

ფოთლოვანი და უსახამებლო, მწვანე ბოსტნეულის მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტიკებისთვის, 65 ან მეტ ასაკში, მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებს. საუკეთესო შედეგები მაშინ მიიღეს, როცა ყოველდღიურად არანაკლებ 200 გ ბოსტნეულს მიირთმევდნენ.

დარიჩინი

-“დარიჩინი ზრდის ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას, რითიც გვეხმარება სისხლში შაქრის დონის შემცირებაში. ზუსტი მექანიზმი იმისა, თუ როგორ აკეთებს ეს ტკბილი სანელებელი ამას, ასევე, რეკომენდებული დოზა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, თუმცა, კვლევების უმრავლესობა ადასტურებს დარიჩინის უნარს, დაგვეხმაროს სისხლში გლუკოზის დონის კონტროლში, ყოველდღიური და ხანგრძლივი საფუძვლით.”წერს გამოცემა Health.

Loading...

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი