აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნიტეტს… და შტოშის სხვა სასარგებლო თვისებები

0
733

არსებობს უამრავი მიზეზი იმისათვის, რომ მიირთვათ შტოში მთელი წლის განმავლობაში, გაყინულ, ხმელ ან წვენის სახით. დღეს გაგაცნობთ ამ კენკრის 4 უპირატესობას, რომლებიც შტოშს “სუპერსაკვებად” აქცევს.

გვეხმარება ნაწლავების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში

კვლევების მიხედვით, შტოშის მოხმარება დადებით ბიძგს აძლევს ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიებს, რომლების იმუნიტეტთან, განწყობასა და საჭმლის მონელებასთან არიან დაკავშირებული. უმ ან ხმელ კენკრაში არსებული ბოჭკოები, ასევე, ხელს უშლის ყაბზობის გაჩენას და გვეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

აძლიერებს იმუნიტეტს

C ვიტამინი მხარს უჭერს იმუნიტეტს და აუცილებელია კოლაგენის გამომუშავებისთვის, ამიტომ, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის, სახსრებისა და მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობაში. ალბათ, თქვენ იმასაც გაიგებდით, რომ შტოშს ინფექციის საწინააღმდეგო თვისებებიც აქვს. ეს სიმართლეა. იგი ხელს უშლის ბაქტერიების უნარს, მიეწებოს საშარდე გზების კედლებს. ბუნებრივი დაცვის იგივე სახე მოქმედებს კუჭშიც, პირის ღრუში წყლულების პროფილაქტიკისთვის, ღრძილების დაავადებებთან საბრძოლველად.

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

დამტკიცდა, რომ შტოში არტერიების მოქნილობასაც აუმჯობესებს. ეს ნიშნავს სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, რაც მოხსნის გულზე ზეწოლას და შეამცირებს სისხლის წნევის დონეს. სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, აგრეთვე, გაზრდის ადამიანის ენერგიასა და კოგნიტურ ფუნქციებს.

ებრძვის ანთებას

კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებში, რომლებიც შტოშს მოიხმარენ, ნაკლებია C-რეაქტიული ცილის, სისხლში ანთების მარკერის, დონე, რომელიც ნაადრევი დაბერების, ქრონიკული დაავადებებისა და კოგნიტური ფუნქციების დაქვეითების ცნობილი ფაქტორი გახლავთ.

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი