ლამაზი პედიკური: როგორ უნდა დავიჭრათ ფეხის ფრჩხილები სწორად

1506
photo by tookapic by Pixabay

ზოგს გრძელი მოსწონს, ზოგს მოკლე, ზოგს მრგვალი ფორმა, ზოგსაც კი კვადრატული. საქმე ფეხის ფრჩხილს ეხება. სინამდვილეში, აქ დიდი არჩევანი არ არსებობს, რადგან მრავალფეროვანმა ფორმამ და სიგრძემ შეიძლება დაინფიცირება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

ფეხის ფრჩხილის მოჭრის წესები

მოდის მიდევნება და ფეხზე გრძელი ფრჩხილის გაზრდა არ ღირს. ფრჩხილის ფირფიტის ქვეშ შეიძლება ბაქტერიები და სოკოები დაგროვდეს. ჰიგიენის წესების დაცვის დროსაც კი პრობლემების თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგალითად, ფრჩხილი შეიძლება კანში ჩაიზარდოს, მტვრევადი გახდეს, ხოლო ინფექცია ქსოვილებში მოხვდეს და მწვავე ჩირქოვანი პროცესი განავითაროს.

ინსტრუმენტები აუცილებლად სწორად უნდა შეარჩიოთ. მაკრატელს ოდნავ მოხრილი, ბასრი მჭრელი პირი უნდა ჰქონდეს. გლუვი პირის მქონე მაკრატელი ფრჩხილის ფენებად დაშლას იწვევს. ინსტრუმენტის მასალა – გამძლე უჟანგავი ფოლადი.

პროცედურის დაწყებამდე ფეხის თბილი აბაზანა გაიკეთეთ. 15 წუთით ფეხები თბილი წყლით სავსე ტაშტში ჩადეთ. წყალს შეგიძლიათ გვირილას ნაყენი და 3 ს/კ საკვები სოდა დაუმატოთ. შემდეგ თითები პირსახოცით გაიმშრალეთ და პროცედურის გაკეთებას შეუდექით.

პროცედურა

ფრჩხილები სწორი ხაზით უნდა გადაჭრათ, მომრგვალება საჭირო არაა. თავისუფალი კუთხეები შეგიძლიათ ქლიბით ოდნავ მოამრგვალოთ. ბასრ კუთხეებში შეიძლება მკვდარი უჯრედების ჩაზრდა მოხდეს.

ფეხზე ფრჩხილის მოჭრა და პედიკურის გაკეთება რამდენიმე მეთოდით შეგიძლიათ. მაგალითად, მანიკურის მაკრატლით, რომლითაც ფრჩხილი სწორი ხაზით ფრთხილად უნდა გადაჭრათ და თავისუფალი კუთხე თითის ბალიშის დონეზე დატოვოთ. შემდეგ ქლიბით გაათანაბროთ და ფრჩხილებს უფრო ლამაზი შესახედაობა მისცეთ. ფრჩხილის აქერცლილი ნუნები შეგიძლიათ მკვნეტარით მოიშოროთ.

ბევრი ინსტრუმენტის გამოყენება რომ არ დაგჭირდეთ, პედიკური შეგიძლიათ მკვნეტარით გაიკეთოთ. ამისთვის, იდეალური იქნება პედიკურის მკვნეტარის გამოყენება და არა ნუნების საჭრელი ინსტრუმენტის. მსხვილი ფრჩხილის, ასაკობრივი ფრჩხილის და სოკოვანი დაავადების მქონე ფრჩხილის საჭრელად ის უფრო გამოგადგებათ. ამ ინსტრუმენტის დახმარებით ფრჩხილი არ მოიღუნება და არ დაიშლება.

მკვნეტარათ ფრჩხილის კუთხე დაიკავეთ და ინსტრუმენტს სწრაფად დააწექით. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ თითი არ დაიზიანოთ. ფრჩხილი ასევე სწორი ხაზით უნდა გადაჭრათ, ხოლო დარჩენილი კუთხეები ქლიბით გაასწოროთ. ფრჩხილის გაპრიალება დაასრულეთ.

პედიკური შეგიძლიათ აპარატის დახმარებით გაიკეთოთ. გახსოვდეთ, რომ ამის დამოუკიდებლად გაკეთება შეიძლება ნაკლებად მოსახერხებელი იყოს. იდეალურ შემთხვევაში სჯობს პედიკური სპეციალისტთან გაიკეთოთ. თუ ამას დამოუკიდებლად აკეთებთ, პედიკურის წინ ფეხები არ დაიორთქლოთ. აპარატის მრგვალი ფორმის საცმის დახმარებით ფრჩხილის სიგრძე დაამოკლეთ. მოწყობილობა თითის პერპენდიკულარულად დახარეთ. ამავე ფორმით კუთხეების მომრგვალებას შეძლებთ. ცრემლის მსგავსი საცმის დახმარებით კუტიკულა ღრმად ამოიჭერით. კონუსური ფორმის საცმით გაუხეშებული კანი მოიშორეთ. კანი მკვებავი საშუალებებით დაარბილეთ. ინსტრუმენტის გამოყენების დროს სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ერთსა და იმავე ადგილას მაღალ მძლავრზე მომუშავე ინსტრუმენტის გამოყენებით შეიძლება დამწვრობა მიიღოთ.

აკრძალვები

ძალიან ხშირად არასწორად მოჭრილი ფრჩხილის გამო ფრჩხილის ფირფიტის დეფორმაცია ან ანთებითი პროცესი ვითარდება. პედიკურის დროს ანტისეპტიკის გამოყენებაზე უარი არ თქვათ. თუ ფრჩხილზე სოკოვანი ინფექცია გაქვთ, სჯობს ხელთათმანები გაიკეთოთ.

ლაქწასმული ფრჩხილის მოჭრა არ შეიძლება. ლაქის სქელი ფენა ფრჩხილის სწორად გადაჭრის საშუალებას არ მოგცემთ, მოსალოდნელია აბსცესები და მომავალში ფრჩხილის აქერცვლა.