ეს 10 პროდუქტი დაგეხმარებათ არტერიული წნევის უსაფრთხოდ დარეგულირებაში„

1405

მაღალი წნევა შეიძლება ჩვენი ორგანიზმის რეაქცია იყოს სტრესსა და ცხოვრების ძალიან სწრაფ რიტმზე.

გულისა და სისხლძარღვოვანი სისტემის დაავადებები, ხშირად, მომატებულ არტერიულ წნევას იწვევს. ამის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, არაჯანსაღი საკვები და თანამედროვე ცხოვრების ძალიან სწრაფი წესი. მიზეზის გამოსავლენად, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ახლა ჩვენ გაგაცნობთ 10 პროდუქტს, რომლებიც სასარგებლოა მომატებული არტერიული წნევის დროს.

1. ყურძენი

ყურძნის მოხმარება ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს მის შემადგენლობას. ყურძენს გამაძლიერებელი მოქმედება აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.

2. მაწონი და რძემჟავის პროდუქტი

ისინი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალციუმსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებას. ეს პროდუქტი დადებითად ისახება არამხოლოდ სისხლის წნევაზე, არამედ ზოგადად ჯანმრთელობაზეც. ყურადღება გაამახვილეთ შემადგენლობაზე, რომელიც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.

3. ნიორი

ნიორი აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. იგი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და, საერთოდ, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამასთან, ნიორი ამცირებს წნევასაც, რომელიც გულზე ცუდად მოქმედებს.

4. ბანანი

ბანანის შემადგენლობაში შედის კალიუმი და მაგნიუმი. ეს ნივთიერებები აჯერებს ტვინის უჯრედებს ჟანგბადით და არეგულირებს წყალ-მარილის ბალანსს. ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ სისხლის წნევა რეგულირდება.

5. მზესუმზირის მარცვლები

სისხლის წნევაზე დადებითად მოქმედებს მზესუმზირის მარცვლები. ისინი შეიცავს E ვიტამინს, ცილას, ფოლიუმის მჟავასა და უჯრედისს, რომლებიც წნევაზე პოზიტიურად მოქმედებს. გაითვალისწინეთ, რომ მოხმარებისთვის რეკომენდებულია უმარილო მარცვლები, თანაც შეზღუდული რაოდენობით.

6. ისპანახი

ისპანახი მდიდარია ანტიოქსიდანტებისა და პეპტიდებით. ეს ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აწესრიგებს სისხლის წნევას. თუმცა, ისპანახი ძალიან სწრაფად კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. ამიტომ, ეცადეთ, არ შეინახოთ იგი დიდხანს, მოიხმარეთ მაქსიმალურად ახალი.

7. ვაშლი

ვაშლიც გამოდევნის “ცუდ” ქოლესტერინს და წმენდს სისხლს. გარდა ამისა, ეს ხილი შეიცავს ფიტონუტრიენტებს, რომლებიც აძლიერებს გულს. დღეში საკმარიია 1-2 ვაშლის მოხმარება, არტერიული წნევის დასარეგულირებლად.

8. შავი შოკოლადი

შოკოლადი, რომლის შემადგენლობაშიც 65%-მდე კაკაო შედის, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. იგი კარგია იმითაც, რომ შეიცავს საკმაოდ ბევრ მინერალსა და ვიტამინს, რომლებიც დაგვეხმარება სისხლის წნევის შემცირებაში.

9. ნუში

ნუში შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც ამცირებს სისხლის წნევას. თხილი სასარგებლო ვიტამინ E-საც შეიცავს. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ნუშის მოხმარება საჭიროა მცირე რაოდენობით. ასევე, შეიძლება ნუშის რძის მოხმარებაც.

10. საზამთროს თესლი

მოულოდნელია, მაგრამ საზამთროს თესლის მირთმევაც შეიძლება. იგი, ასევე, სასარგებლოდ მოქმედებს სისხლის წნევაზე. შეგიძლიათ, დააქუცმაცოთ 2 ს.კ. თესლი, დაუმატოთ თბილი წყალი და დააყენოთ რამდენიმე საათით. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დალიეთ რამდენიმე ს.კ. ყოველდღე.

იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად შეამციროთ სისხლის წნევა, აუცილებელია გულის ფუნქციონალის გაზრდა. ამით, ჩვენი მთავარი საქაჩი ტუმბო უკეთ გადაქაჩავს სისხლს მთელ ორგანიზმში, რაც შეამცირებს წნევას არტერიების კედლებზე. ამაში ხელს გვიწყობს რეგულარული ფიზიკური სავარჯიშოები, განსაკუთრებით, კარდიოდატვირთვები – ცურვა და სირბილი.