როგორ მოვქსოვოთ კალათა პლასტმასის ბოთლებისგან

3428

ბოლო დროს პლასტმასის ბოთლებისგან გაკეთებული ნივთები მოდაში შემოდის. დღეს „ვივიენი“ პლასტმასის ბოთლების გამოყენების უჩვეულო მეთოდს გაგაცნობთ.

უჩვეულო მეთოდი პლასტმასის ბოთლების ქსოვაში მდგომარეობს. ასე შეგიძლიათ კალათები, ლარნაკები, ჩანთები, ხალიჩები და მრავალი სხვა რამ გააკეთოთ.

პირადად, მე სააბაზანო ოთახისთვის თეთრეულის კალათის მოქსოვა მომეწონა. ის მსუბუქი, გამძლე და ჰიგიენური გამოდის, რადგან ამ მასალას ტენი და სარეცხი საშუალებები არ აშინებს. როცა კალათის მომზადების მეთოდის შესახებ გავიგე, მისი სიმარტივით გაოგნებული ვიყავი! ქსოვის მწირი გამოცდილების მიუხედავად კალათის გაკეთება ერთ ღამეში მოვახერხე.

ხელნაკეთი ნივთები პლასტმასის ბოთლებისგან

1. სამუშაოს დაწყების წინ პლასტმასის ბოთლებს ეტიკეტი და წებო კარგად უნდა მოაშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში წებოს ნარჩენები ჭუჭყის დაგროვების ადგილი სწრაფად გახდება და დეკორის გარეგნულ მხარეს გააფუჭებს.

2. ასევე, ყველა ბოთლს ძირი და თავი მოაჭერით.

3. პლასტმასის ბოთლები შუაზე, შემდეგ კი ზოლებად დაჭერით. თითოეული დეტალის სიგანე – 1,5 სმ.

ამასთან ზოლის სიგრძესთან მიმართებაში სჯობს 1:8 პროპორცია დაიცვათ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზომის გაზრდის მიხედვით კალათის ქსოვაზე დახარჯული დრო მნიშვნელოვნად შემცირდება.

მიღებული ზოლის ხარისხზე მზა ნაწარმის გარეგნული მხარეა დამოკიდებული!

სპეციალური ინსტრუმენტი, ბოთლების მჭრელი არსებობს, რომლის დახმარებით პლასტმასის ბოთლებს იდეალურად თანაბარ ზოლებად დაჭრით. თუ ასეთი ინსტრუმენტი არ გაქვთ, შეგიძლიათ ჩვეულებრივი მაკრატელი და საკანცელარიო დანა გამოიყენოთ.

4. ქსოვის ორგვარი მეთოდი არსებობს: კუთხეებით და ზოლებით. ამის მიხედვით მასალის დაჭრა ხდება.

კუთხეებით ქსოვის დროს მიღებული ცილინდრი ნაკერზე იჭრება და პლასტმასის ოთხკუთხედი მიიღება, რომელსაც შემდეგ თხელ მოკლე ზოლებად ჭრიან. თანაბარი რომ გამოვიდეს, მასალა მარკერით დანიშნეთ.

ზოლებით ქსოვის დროს ბოთლზე სპირალის სახით იზოლენტს ან ლეიკოპლასტირს ახვევენ. შემდეგ ბოთლს იზოლენტის ზოლის გასწვრივ საკანცელარიო დანით ჭრიან. ამრიგად, ერთი ბოთლიდან ერთი ზოლის მიღება ხდება. დაჭრილ ზოლებს სპირალის ფორმა აქვთ.

5. შეგიძლიათ ამ სქემით მოქსოვოთ.

6. ან შეგიძლიათ უფრო მარტივი მეთოდი სცადოთ! ამისთვის საჭირო ზომის და ფორმის ყუთი აიღეთ, შემდეგ გადააბრუნეთ და პირდაპირ მასზე კალათის ქსოვა დაიწყეთ.

ქსოვის პროცესი უფრო კომფორტული რომ იყოს, ზოლის კუთხეები რეზინით დააფიქსირეთ. მას შემდეგ, რაც კალათის ძირი მზად იქნება, ზოლის კუთხეები მოხარეთ, რეზინით დააფიქსირეთ და წრეზე ქსოვა გააგრძელეთ. პირველი ორი რიგის მოქსოვა ყველაზე რთული იქნება!

საჭირო სიმაღლის მოქსოვის შემდეგ პლასტმასის ზოლები შიგნით ჩაამაგრეთ და წებოთი დააფიქსირეთ. ახლა სახელური გაუკეთეთ. ამის გაკეთებას კალათის გვერდზე დადებით მარტივად შეძლებთ.

7. პლასტმასის კალათების გამოყენება საყოფაცხოვრებო საქმეებში ან დეკორის ელემენტად ძალიან მოსახერხებელია. ის შესანიშნავად ირეცხება და მიმზიდველ გარეგნობას დიდხანს ინახავს.

პლასტმასის კალათა არა მხოლოდ სააბაზანოსა და სამზარეულოში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ის ლანდშაფტურ დიზაინში დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს და ბაღში მუშაობის დროს პრაქტიკულ სარგებელს მოგიტანთ.

მასალის გამძლეობა, ტემპერატურის ცვლილებების მიმართ მდგრადობა და ხელმისაწვდომობა – ყველა ეს თვისება ჭკვიანმა ხალხმა უკვე დააფასა.